შიდა და გარე მებაღეობისთვის აუცილებელი ხელსაწყოები/პროდუქტები გროუერებისთვის
0 კომენტარი

შიდა და გარე მებაღეობა ერთი შეხედვით შეიძლება მხოლოდ ჰობი ან პროფესია იყოს, თუმცა ეს პროცესი მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

შეიძლება ითქვას, რომ განტვირთვის ტოლფასიც კია. ამიტომ გროუერებო, გახსოვდეთ, რომ მაქსიმალური რელაქსაციის, წარმატებული საქმიანობისა  და ეფექტური მოსავლისათვის  დამხმარე ხელსაწყოები და სხვადასხვა პროდუქტები გჭირდებათ.

ამ ყველაფრის შეძენას GrowGrow-ს გროუშოპებში შეძლებთ. მანამდე კი იმ პროდუქტებს გაგიზიარებთ, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ. 

მცენარის გასაზრდელი ტენტი იგივე გროუ ბოქსი 

მარტივად რომ ვთქვათ ტენტი დაგვეხმარება სახლში მცენარეს შევუქმნათ მისთვის სასურველი კლიმატი. ტენტის საშუალებით მცენარეს შეგვიძლია დავუკმაყოფილოთ მნიშვნელოვანი კრიტერიუმები ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერი, შუქი. 

გროუ ბოქსი, იგივე მცენარის გასაზრდელი ტენტი

სრული კომპლექტაციისთვის დაგვჭირდება: გროუ ბოქსი, ნათურა, ტაიმერი, ჰაერის შემტან გამტანი, ტემპერატურა/ტენიანობის საზომი, ნახშირის ფილტრი, სასურველი ქოთანი და სისტემა. ტენტის დახმარებით ნებისმიერი სეზონზე იქნება შესაძლებელი მცენარის გაზრდა.

მცენარეების მაკრატელი 

მაკრატელი მებაღეობაში მრავალმხრივი გამოყენების ხელსაწყოა.  მაგალითად, ეს ინსტრუმენტი შესაძლოა გამოიყენოთ მცენარის გასხვლისათვის - არასასურველი ტოტების, ღეროების ან/და ფოთლების მოჭრისათვის, რათა მცენარის გაზრდა და განვითარება არ შეფერხდეს. 


ბაღის მაკრატელი, განსხვავებული ამოცანების შესასრულებლად,  სხვადასხვა ფორმისა და ზომის არსებობს. სწორი ხელსაწყოს შერჩევამ შესაძლოა შესრულებული სამუშაო უფრო ეფექტური გახადოს. 

ბაღის მაკრატელი

მაგალითად გროუ გროუში შეიძენთ მაკრატელს, რომელსაც წვრილი და მეტად ბასრი პირი აქვს. ეს მახასიათებელი კი გულისხმობს მიუდგომელი ნაწილის მოჭრასაც კი, ისე  რომ სხვა არაფერი დაზიანდეს. 


ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მაკრატლის ძირითადი ნაწილი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან, ხოლო სახელურები რეზინის მასალისაგან, რაც დისკომფორტს ამცირებს. 

პრემიუმ სქროგის ბადე

სქროგის ბადე ერთგვარი აქსესუარია, რომელიც მცენარეს სინათლის სწორად გადანაწილებაში ეხმარება. მაგალითად, ბადის გარეშე დამწიფებული კანაფის ქვედა ტოტები, როგორც წესი, პატარა ზომისაა ხოლმე, ამის მიზეზი კი სინათლის არათანაბარი განაწილებაა. 

პრემიუმ სქროგის ბადე

იმ შემთხვევაში თუ მცენარის ზრდისა და განვითარების პროცესში სქროგის ბადეს გამოიყენებთ, სინათლე თანაბრად მისწვდება მცენარის ყველა ნაწილს, შესაბამისად ის ნაყოფიერი იქნება და ჩვეულებრივზე მეტ მოსავალს მოგცემთ.  


ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბადის გამოყენებით უკეთ ხდება ჰაერის ცირკულაცია, რაც ერთი მხრივ, ზრდას ეხმარება, მეორე მხრივ კი, დაავადებების გავრცელებას უშლის ხელს. 

წყლის PH მჟავიანობის საზომი

მჟავიანობის საზომი არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო გროუერებისთვის, რომელიც წყლის მჟავიანობის დარეგულირებაში გვეხმარება, წყლის მჟავიანობის დარეგულირების შემდეგ როდესაც მჟავიანობა იქნება 5.5-6.5 შკალამდე ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალი ხდება აქტიური და მცენარეს შეუძლია საკვები მინერალების უკეთესად ათვისება.

წყლის მჟავიანობის ციფრული საზომი

ამით ჩვენ გამოვრიცხავთ მცენარისთვის საჭირო მინერალების ნაკლებობას.  

ნიტრატების TDS ციფრული საზომი

ნიტრატების საზომი მარტივად რომ ითქვას, წყალში მცენარის საკვების რაოდენობას ზომავს.  ნიტრატების საზომის წყალში ჩაყოფისა და გარკვეული დროის დაყოვნების შემდეგ, მიიღებთ საკვების რიცხობრივ რაოდენობას, რომელიც უნდა შეადაროთ ცხრილში მოცემულ მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში დაამატოთ ნივთიერებები, რათა ის საკვებით  მეტად გაჯერებული გახდეს. იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია 👇

მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით მოწყობილობა მაღალეფექტურობითა და ზუსტი მონაცემებით ხასიათდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზომს ავტომატური გამორთვის ფუნქცია აქვს, 10 წუთიანი გამოუყენებლობის შემთხვევაში გაითიშება, რაც ელემენტის დაზოგვას ნიშნავს. 

Milwaukee-ს ბრენდის ხელსაწყოები

GrowGrow მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. ისევე, როგორც მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ შეგიძლიათ Milwaukee-ს ბრენდის პროდუქცია შეიძინოთ, რომელიც ელექტროქიმიური ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანიაა.

Milwaukee ბრენდის გამტარობის ტესტერი

აღნიშნული ბრენდი ფაქტობრივად 30 წელია სასათბურე მეურნეობებსა თუ მეღვინეებს მაღალი ხარისხის ინოვაციურ პროდუქციას აწვდის. Milwaukee აწარმოებს ყველა იმ ხელსაწყოსა თუ პროდუქტს, რომელიც წყლის ხარისხის, PH დონის, მარილიანობის, ტემპერატურისა და სხვა მახასიათებლების გასაზომადაა საჭირო. 

სასუქები

სასუქი ვიტამინების, მინერალებისა და საკვები ნივთიერებების ნარევია, რომელიც ნიადაგთან შერევის შემდეგ მცენარის ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს. საკვები ნივთიერებების ადეკვატური რაოდენობის მიღების ხარჯზე იზრდება მოსავლიანობა და მცენარის სიჯანსაღე.

უნდა აღინიშნოს, რომ სასუქები ერთმანეთისაგან დანიშნულებისა და სარგებლიანობის მიხედვით განსხვავდება. გროუ გროუში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის საკვები ნივთიერებები, რომლებიც მცენარის ნებისმიერი ფაზისთვის არის ხელსაყრელი. 

გრინ ჰაუზ სასუქი

მაგალითად, აქ შეძლებთ გრინ ჰაუს საკვების - Green House Feeding შეძენას, რომელიც აზოტით, ფოსფორითა და კალიუმითაა  ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალებით არის გაჯერებული. ამ საკვებით ვეგეტატიური ფაზაში გამოიყენება  ამ საკვებით მცენარეს მთლიანი ციკლის განმავლობაში დაუკმაყოფილებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მინერალებს. იდეალურია სათესლე მცენარისათვის.


ამასთანავე, მაღაზიაში ხელმისაწვდომია  სასუქი მოკლე ყვავილობის პერიოდის მქონე მცენარეებისთვის.  იმის გათვალისწინებით, რომ მოკლე ყვავილობის პერიოდის მქონე მცენარეებს  კალიუმის ხშირი მოწოდება ესაჭიროება, აღნიშნული დანამატი ზრდის საწყის ეტაბზე მაღალმოსავლიანობასა და ყვავილობას უზრუნველყოფს.

შესაწამლი საშუალებები

გარე და სახლში გაზრდის დროს სამწუხაროდ არის რისკი, რომ გაგვიჩნდეს მცენარის მავნებლები, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და მცენარეს ძალიან დიდ ზიანს მოუტანენ. 


პარაზიტების, მავნე სოკოების, მწერების, ბაქტერიების თავიდან ასარიდებლად გროუგროუს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ შესაწამლი საშუალებები. უმჯობესია  მცენარე პრევენციის მიზნით იყოს წინასწარ შეწამლული რათა არ გაუჩნდეს არანაირი მავნებლები.

ჩამრეცხი საშუალებები

ჩამრეცხი საშუალებები აშორებს სასუქის იმ ნარჩენებს, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება ჰიდროფონიკურ სისტემებში ან ქოთნის ნიადაგებში დაგროვდეს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აზოტისა და სხვა ტიპის მარილების ნარჩენების გამორეცხვით, მნიშვნელოვნად უომჯობესდება ნაყოფს გემო და დამახასიათებელი თვისებები. 

გროუგროუს კანაფის თესლების მაღაზია თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მდებარეობს, შესაბამისად ჩამრეცხის შეძენას, როგორც ამ ლოკაციებზე, ისე ონლაინ შეძლებთ.

ჩამრეცხი საშუალება Flash Clean

რომ შევაჯამოთ, ჩვენთან ყველაფერია, რაც თქვენი უხვმოსავლიანი და ჯანმრთელი მცენარეებისთვის არის საჭირო. 


და ბოლოს, ჩვენს გროუშოპებში მხოლოდ მებაღეობისათვის საჭირო პროდუქტები როდია,  გროუ გროუში CBD ზეთი, რომელიც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება,  დიდი არჩევანით არის წარმოდგენილი. 

ბოვედა გელი 

ბოვედა გელი, ჩვეულებრივ, მებაღეობისათვის არ გამოიყენება, მაგრამ ეს უკანასკნელი არის პროდუქტი, რომელიც ტენიანობას აკონტროლებს. 

ბოვედას გელი

კანაფის კონტექსტში თუ განვიხილავთ, ბოვედა შესანახ კონტეინერებსა ან ქილებში ტენიანობის იდეალური დონის შესანარჩუნებლად გამოიყენება. ეს მეთოდი კი მცენარეს პოტენციალსა და მახასიათებელ თვისებებს უნარჩუნებს.


რახან კანაფი ვახსენეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ გროუ გროუში ბოვედას გელთან ერთად კანაფის თესლების ფართო არჩევანია. 

ციფრული მინი სასწორი

გროუ გროუში მცენარეთა მოვლის საშუალებები  ფართოდ არის ხელმისაწვდომი, აღნიშნულ კატეგორიაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ ციფრული მინი სასწორი.

ციფრული მინი სასწორი

ეს უკანასკნელი მაღალი ხარისხის სენსორული სისტემით ხასიათდება, რომელიც წონის ზუსტ ასახვას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასწორი მცირე ზომისა და წონისაა. შესაბამისად, მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება მეტად მარტივია.

დატოვე კომენტარი