Green House Feeding - გრინ ჰაუს საკვები


მოცულობა: 50გრ
ფასი:
Გასაყიდი ფასი15.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

Green House Feeding / გრინ ჰაუს საკვები - შეიძინეთ ონლაინ GrowGrow-ში

NPK (აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის თანაფარდობა): 24-6-12

ეს საკვები მცენარეების ვეგეტატიური ფაზისთვისაა შექმნილი. მისი ფორმულა ხელს უწყობს ზრდის პროცესს და უფრო მწვანე, ძლიერი და მდგრადი მცენარის ჩამოყალიბებას ემსახურება. 

ეს საკვები იდეალურია სათესლე მცენარის (mother plant) გასაზრდელად. მისი გამოყენება პირდაპირ ფოთლებზე მისხურებითაც შეგიძლიათ. 

საკვები ნივთიერებების სწრაფი ათვისება და აზოტის მაღალი შემცველობა მცენარის სტრუქტურასა და ფოთლებს ასქელებს, ახშირებს და აძლიერებს. 

სქელი ფოთლები საკვებ რეზერვებს ზრდის, რაც ხელს უწყობს კალმებს (cuttings) ფესვების სწრაფ ჩამოყალიბებაში. 

 

დოზირება და გამოყენების წესები:

თესლები და კალმები:

  • დაუმატეთ 0.5 გ ყოველ ერთ ლიტრ წყალზე
  • ზომიერებისთვის, გირჩევთ სასუქის ჩამატებამდე წყლის ელექტრო გამტარიანობა გაზომოთ

სათესლე (mother) და გასაზრდელი მცენარეები:

  • პატარა მცენარეებისთვის, გამოიყენეთ 0.5გ ყოველ ერთ ლიტრ წყალზე
  • ზრდის პერიოდში 1გ ყოველ ერთ ლიტრ წყალზე
  • ეზოს (ან 1000w+ შუქში მზარდი) მცენარეებისთვის 1.5გ ყოველ ერთ ლიტრ წყალზე
  • ეს დოზირება გათვლილია 0.0 ელექტრო გამტარობის მქონე წყალზე. რეკომენდირებულია, საჭირო დოზა ამის მიხედვით დაიანგარიშოთ.

    ამ და სხვა მნიშვნელოვანი სასუქების ფასები შეგიძლიათ იხილოთ GrowGrow-ს ონლაინ მაღაზიაში.

      მსგავსი პროდუქტები

      ცოტა ხნის წინ ნანახი