კანაფი (მარიხუანა) და მის შესახებ გავრცელებული არასწორი ფაქტები
1 კომენტარი

კანაფის საკითხი საზოგადოებაში ჯერ ისევ დებატების საგანია. მწვავე გარჩევების დროს  მცენარის შესახებ ხშირად ჟღერდება დეზინფორმაცია, რომელიც შემდეგ ვრცელდება, როგორც ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა წლიდან წლამდე მეტად ნორმალიზებული ხდება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ლეგალიზებულია, არაერთი მცდარი წარმოდგენა მაინც არსებობს ამ დამაინტრიგებელი მცენარის შესახებ. 

სარჩევი

ბლოგში ვისაუბრებთ თუ რა არის კანაფი, შევისწავლით მის ჭეშმარიტ ბუნებას და პოპულარულ მითებს ნამდვილი ფაქტებით გავაქარწყლებთ.

რა არის კანაფი (მარიხუანა) - ყველაფერი მის შესახებ

რა არის კანაფი (მარიხუანა)

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ რა არის კანაფი, იგივე მარიხუანა. ის ფსიქოაქტიური მცენარეა და მომდინარეობს ცენტრალური და სამხრეთ აზიიდან. ისტორიულად მას იყენებდნენ სამკურნალო, რეკრეაციული და სპირიტუალური მიზნებისთვის.

კანაფის ირგვლივ ბოლო დროს სტიგმა იხსნება, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისი ლეგალიზება უწყობს ხელს. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, კანაფი საქართველოში საკამათო თემად რჩება და ხშირად, სამწუხაროდ, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება.

მცენარე შეიცავს მრავალ ნაერთს, რომელსაც კანაბინოიდებს უწოდებენ. მათგან ყველაზე გამორჩეულია ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). THC ცნობილია ფსიქოაქტიური ეფექტებით, ხოლო CBD არაფსიქოაქტიურია და ხშირად ასოცირდება თერაპიულ სარგებელთან. კანაფის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზე იხილოთ. თუ ფიზიკურ სივრცეში გსურთ მისვლა, “გროუგროუს” კანაფის თესლების მაღაზია თბილისში, ან სხვა ქალაქში, როგორც CBD, ისე სხვა პროდუქტის დიდ არჩევანს გთავაზობთ.

მცდარი წარმოდგენა: "მარიხუანა განსაკუთრებული დამოკიდებულების გამომწვევია"

მარიხუანა იწვევს დამოკიდებულებას

სიმართლე: მართალია, კანაფი, იგივე მარიხუანა შეიძლება იყოს დამოკიდებულების გამომწვევი ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ დამოკიდებულების პოტენციალი მნიშვნელოვნად დაბალია სხვა ნივთიერებებთან შედარებით, მაგალითად, როგორიცაა ნიკოტინი და ალკოჰოლი. 

მცდარი წარმოდგენა: "ყველა მარიხუანა იწვევს თრობას"

სიმართლე: მარიხუანა შეიცავს სხვადასხვა ნაერთებს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია THC და CBD. მიუხედავად იმისა, რომ THC პასუხისმგებელია ფსიქოაქტიურ ეფექტებზე, CBD არ იწვევს ინტოქსიკაციას. CBD-ს მაღალი შემცველობისა და THC-ს დაბალი შემცველობის ჯიშები თერაპიული ეფექტით გამოირჩევიან “დაბოლების“ გარეშე. 

თუ გსურთ კანაფის თესლები გაზარდოთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ სასურველი THC და CBD შემცველობა. “გროუგროუს” მაღაზიათა ქსელში დიდი არჩევანი გვაქვს და აუცილებლად ნახავთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ვარიანტს.

გარდა დიდი არჩევანისა, ჩვენ გაგიზიარებთ სხვადასხვა რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ დავთესოთ მარიხუანა

მცდარი მოსაზრება: “კანაფი არ გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით“

სამკურნალო მარიხუანა

სიმართლე: კანაფს სამკურნალოდ საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. თანამედროვე მეცნიერება აღიარებს თუ რამხელა პოტენციალი აქვს მთელი რიგი დაავადებების მკურნალობაში, ქრონიკული ტკივილიდან დაწყებული, ეპილეფსიით გაგრძელებული. 

FDA-მ დაამტკიცა კანაბინოიდების შემცველი მედიკამენტები კონკრეტული სამედიცინო გამოყენებისთვის. უნდა ვახსენოთ კანაფის CBD ზეთი, რომელიც მრავალი სარგებლის მქონე პროდუქტია. თუ გაინტერესებთ კანაფის ზეთის ფასი “გროუგროუში” საკმაოდ ხელმისაწვდომია, ხოლო თავად პროდუქტი კი საკმაოდ დიდი არჩევანით გვაქვს.

განსაკუთრებით აღსანიშნია აყვავებული კანაფი, ანუ მცენარის სასიცოცხლო ციკლის სტადია, როდესაც ის აწარმოებს ყვავილებს. აყვავებული კანაფი და ყვავილები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შეიცავს CBD-ის მაღალ კონცენტრაციას, ნაერთს ჯანმრთელობის სხვადასხვა პოტენციური სარგებლით და THC-ის ფსიქოაქტიური ეფექტის გარეშე.

მცდარი წარმოდგენა: "მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს"

სიმართლე: წარმოდგენა, რომ მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს, დიდი ხნის მითია. ბევრი ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ კანაფს, განსაკუთრებით CBD-ს, შეიძლება ჰქონდეს ნეიროპროტექტორული თვისებები. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მძიმე, ხანგრძლივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით მოზარდებში, შეიძლება გავლენა მოახდინოს კოგნიტურ განვითარებაზე.

მცდარი წარმოდგენა: "მძიმე ნარკოტიკების გამოყენებამდე მიყავხარ"

მარიხუანა და მძიმე ნარკოტიკები

სიმართლე: თეორია, რომ კანაფის გამოყენება იწვევს უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებას, საფუძველს მოკლებულია. 

ბევრი ექსპერტი და არაერთი კვლევა, მაგალითად როგორიცაა Risk of Using Other Drugs | Health Effects | Marijuana | CDC  ამტკიცებს, რომ მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკებს შორის. სოციალური და გარემო ფაქტორები უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სხვა ნარკოტიკების გამოყენებაში, ვიდრე მარიხუანა. 

მცდარი წარმოდგენა: "მარიხუანა ყოველთვის იწვევს ფუნქციების დაქვეითებას"

სიმართლე: მიუხედავად იმისა, რომ კანაფს შეუძლია შეაფერხოს კოგნიტური და მოტორული ფუნქციები, მისი ეფექტები განსხვავდება სხვადასხვა ინდივიდში.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა  მოხმარების მეთოდი, კანაფის ჯიში და ზოგადად, რამდენად ტოლერანტულია ადამიანის ორგანიზმი კანაფის მიმართ. ბევრი ადამიანი იყენებს კანაფს ისე, რომ ის მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მცდარი წარმოდგენა: "კანაფი ყოველთვის იწევა"

კანაფი ყოველთვის იწევა? მცდარი წარმოდგენა

სიმართლე: კანაფის მოწევის სტერეოტიპი მოძველებულია. დღესდღეობით, მოხმარების უამრავი მეთოდი არსებობს, მათ შორის საკვები პროდუქტები, ნაყენები, ვეიპები და ა.შ. დღესდღეობით არსებობს უამრავი სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მთლიანად ამ მცენარისგან დამზადებული პროდუქტებითაა სავსე.

კანაფი საქართველოში

როგორც ვახსენეთ, კანაფი საქართველოში კვლავ რჩება კონტროვერსიულ მცენარედ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიო დიდი ნაბიჯებით მიდის წინ არა მხოლოდ მარიხუანას ლეგალიზაციისკენ, არამედ მისი უამრავი სასარგებლო თვისების მაქსიმალურად ათვისებისკენ, კანაფი საქართველოში ხშირად ისევ ტაბუირებულია.

მარიხუანას სამყარო დიდია და მუდმივად ვითარდება. ჩვენი რჩევა იქნება - იყავით ინფორმირებული, იყავით ცნობისმოყვარეები და ყოველთვის ცოდნითა და პატივისცემით მიუდექით კანაფთან დაკავშირებულ დისკუსიებს.

1 კომენტარი

johni depp

johni depp

გამარჯობა, იმ ჩამონთვალში ერთს ნაღდათ არ ვეთანხმები, პირადათ მე ვარ მაგ დღეში 4 თვე ყოველ დღე ვეწეოდი ძილის წინ, ძილის პრობლემა მქონდა.ზუსტად ეგ მითხრეს რომ “ლომკა” არ ააქვს” როგორ არაააქვს, შეცდომაში ნუ შეგყავთ ახალგაზდები. მე წლები ვეწეოდი დალოცვილ ქართულ ქეშს და არასოდეს არ მიგრძვნია დამოკიდებულება, და რაც ეს დედა….. ჰიბრიდები და 23 + THC შემოიყარა, ჩემი აზრით და ჩემი სამეგობროს აზრით ნარკოტიკია. ეხლა
ვნატრულობ ნეტავ ისევ მარტო ძილის პრობლემა მქონოდა და ეს არ ამეკიდა: ოფლიანობა ციებ ცხელება, საშინელი ხასიათი ისეთი რომ სიცოცხლე გეზიზღება, თითქოს რო უნდა ჩაგეძინოს შარდი არ გასვენებს, მთელი ღამე გარბენინებს ტუალეტში. მეტი რაღაა დამოკიდებულობა “ ლომკა” ??? წინაზე 23 დღე მაწვალა, 1 წელი გადაგდებული მქონდა, ეხლა ბოლო 3-4 თვე ისევ შემომეპარა და ვტანჯულობ, რამე თუ გააქვთ გადასაგდები ამ ლომკის იაფი რომ ღირდეს მომწერეთ. ზეთი შველის ვიცი მარა ფასები აქვს ისეთი რომ ცოტაც რო დავამატო კაი გაკეთებულ ადინაცატს ვიყიდი )) მეგობრებო იცოდეთ შესვენების გაკეთება. წარმატებები ყველს!!!

დატოვე კომენტარი