კანაფის ზეთის სამკურნალო და სასარგებლო თვისებები
2 კომენტარი

კანაფის ზეთი ჩვენი დეკადის ერთ-ერთი ყველაზე მეინსტრიმული პროდუქტია. Forbes Health-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც OnePoll-მა 2022 წელს ჩაატარა, აშშ-ში ზრდასრულთა 60% აქტიურად იყენებს კანაფის ზეთს. ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება და არა მხოლოდ ამერიკაში. 

Cannabidiol-ის (CBD) ზეთი, ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო გახდა ასეთი პოპულარული. ამავე გამოკითხვის მიხედვით, ადამიანების 60% CBD პროდუქტებს ტკივილის შესამსუბუქებლად მოიხმარს, 58% ძილის გასაუმჯობესებლად და 51% კი შფოთვის სამართავად.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველების პატრონების 50% ამ პროდუქტს მათი ერთგული მეგობრებისთვის იყენებს. 

კანაფის ზეთი ცხოველებისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენების თანახმად: "ადამიანებში კანაფის ზეთს არ აქვს რაიმე უარყოფითი გავლენა, ან დამოკიდებულების განვითარების პოტენციალი. დღემდე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კანაფის ზეთის გამოყენებასთან."

 

ბლოგში ვრცლად ვისაუბრებთ ამ მაგიურ პროდუქტზე - რით განსხვავდება ტრადიციული კანაფისგან, დეტალურად მოგითხრობთ რამხელა დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და რატომ არის GrowGrow-ს კანაფის თესლების მაღაზია თბილისში და საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო სივრცე გროუერებისთვის.

რა არის კანაფის ზეთი

კანაფის ზეთი კანაფის მცენარის ექსტრაქტია. ეს არის 100-ზე მეტი ქიმიური ნაერთიდან ერთ-ერთი, რომელსაც ეწოდება კანაბინოიდი და გვხვდება კანაფის მცენარეში, Cannabis sativa-ში.

 

ორი ძირითადი აქტიური ნივთიერება, რომელიც კანაფის მცენარეშია, არის კანაბიდიოლი, ანუ CBD, და დელტა-9 ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ანუ THC. THC არის მთავარი ფსიქოაქტიური კანაბინოიდი და ზუსტად ის იწვევს ”High” მდგომარეობას, რაც ხშირად ასოცირდება კანაფთან. თუმცა, THC-სგან განსხვავებით, CBD არ არის ფსიქოაქტიური.

 

CBD ზეთი შეიცავს THC-ის მინიმალურ დონეს, როგორც წესი, 0.3%-ზე ქვემოთ. ამის გამო კანაფის ზეთი არ გამოიმუშავებს ინტოქსიკაციურ ეფექტებს, რაც მას პოპულარულ არჩევანს ხდის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ ჯანმრთელობის სარგებელს THC-თან დაკავშირებული ეიფორიული შეგრძნების გარეშე.

 

გაცნობებთ, რომ მაღალი ხარისხის კანაფის ზეთის ყიდვა როგორც GrowGrow-ს გროუშოპებში ისე ონლაინ არის შესაძლებელი. 

მოკლე ისტორია

CBD-ის ისტორია ათასობით წლით თარიღდება. კანაფი სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენებოდა ძველ ცივილიზაციებში, როგორიცაა ჩინეთი და ეგვიპტე. თუმცა, მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაიწყო კონკრეტულად კანაფის ზეთის გამოკვლევა.

 

1940-იან წლებში დოქტორმა როჯერ ადამსმა წარმატებით მოახდინა CBD კანაფის სინთეზირება. შემდგომმა კვლევებმა აღმოაჩინეს CBD-ის პოტენციური თერაპიული თვისებები, მაგრამ მისი სრული პოტენციალი ბოლო ათეული წელია რაც გახდა თვალსაჩინო.

კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები 

კანაფის ზეთის სასარგებლო თვისებები

კანაფი ტკივილის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2900 წელს გამოიყენებოდა. მკვლევარები თვლიან, რომ კომპონენტები, როგორიცაა CBD, სრულად იყო პასუხისმგებელი სამკურნალო თვისებებზე.

 

ენდოკანაბინოიდური სისტემა ჩართულია ისეთი ფუნქციების რეგულირებაში, როგორიცაა ტკივილის შეგრძნება. სხეული აწარმოებს ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც აკავშირებენ კანაბინოიდულ რეცეპტორებს.

 

გასაგებად რომ ვთქვათ, კანაფის ზეთი ტკივილს ამცირებს ენდოკანაბინოიდული რეცეპტორებზე ზემოქმედებით, ანთების შემცირებითა და ნეიროტრანსმიტერებთან ურთიერთქმედებით. 

 

ზემო მოცემული გამოკითხვაც ცხადყოფს, რამხელა მოთხოვნაა ამ ბუნებრივ საშუალებაზე, როგორც ტკვილგამაყუჩებელზე. გარდა ტკივილის შემცირებისა, მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი საკითხია, რაზეც დადებითად მოქმედებს კანაფის ზეთი.

მენტალური ჯანმრთელობა

კანაფის ზეთი მენტალური ჯანმრთელობისთვის

2020 წლის კვლევამ - "Cannabidiol as a Treatment for Mood Disorders: A Systematic Review: Le cannabidiol comme traitement des troubles de l’humeur: une revue systématique - PMC"  ცხადყო, CBD-ს აქვს ისეთი თვისებები, რაც დიდ როლს თამაშობს დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქოზის სიმპტომების შემცირებაში.

 

კანაფის ზეთი ასევე ეფექტურია PTSD-თან დაკავშირებული სიმპტომების შემცირებაში და ერთ-ერთი ასეთი სიმპტომია გახშირებული კოშმარები მოზარდებში.

 

ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ CBD შეიძლება იყოს ეფექტური ნევროლოგიური მდგომარეობის სიმპტომების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა:

  • პარკინსონის დაავადება
  • ჰანტინგტონის დაავადება
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD)
  • მოტორული დარღვევები, როგორიცაა ცერებრალური დამბლა

კანაფის ზეთი თმისთვის

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები, თუ რა გავლენა აქვს კანაფის ზეთი თმის ცვენაზე, ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა, წინასწარი მტკიცებულებები და მოხსენებები ვარაუდობენ, რომ CBD შეიძლება გვთავაზობდეს პოტენციურ სარგებელს.

 

მისი ანთების საწინააღმდეგო, სკალპის მკვებავი, სტრესის შემამცირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქცევს მას ბუნებრივ საშუალებად თმის ცვენის გასამკლავებლად. 

 

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ CBD არ არის თმის ცვენის გარანტირებული წამალი და ინდივიდუალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს.

 

აქვე გაცნობებთ, რომ GrowGrow-ს გროუ შოპები CBD პროდუქციის ფართო არჩევანს გთავაზობთ.

კანაფის ზეთის შეძენა

კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები

კანაფის ზეთის შეძენა “გროუგროუ”-ს ქსელში შეგიძლიათ. გარდა იმისა, რომ ჩვენთან კანაფის ზეთებისა თუ თესლების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია.

 

აქვე დაგხვდებათ გროუინგისთვის საჭირო ყველა ინვენტარიც, მაგალითად: ჩვენთან შესაძლებელია საუკეთესო გროუ ბოქსის ყიდვა, ასევე CBD პროდუქტები ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი, მათ შორის შეხვდებით CBD ვეიპებსაც.

 

გვაქვს ასევე ტკბილი კანფეტები კანაფის არომატით, კანაფის ყავა, ბრაუნი და რა თქმა უნდა უმაღლესი ხარისხის კანაფის ზეთი.

 

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია EUPHORIA CBD OIL 10% WITH TERPENE: ANTISTRESS, რომელიც შეიცავს ყველა კანაბინოიდს და ტერპენს, რომლებიც იდეალურად მოქმედებენ და ამცირებენ სტრესს.

EUPHORIA CBD OIL 10% WITH TERPENE: ANTISTRESS

კანაფი, საიდანაც მიიღება CBD ტერპენის ზეთი, არ არის გენეტიკურად მოდიფიცირებული (NO GMO) და გაშენებულია ორგანულად ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გარეშე.

 

ზეთის მოპოვების მეთოდს ეწოდება სუპერკრიტიკული CO₂ მოპოვება, რომელიც ითვლება ყველაზე თანამედროვე და სუფთა მეთოდად მთელ მსოფლიოში.

 

იგი შერეულია კანაფის თესლის ზეთთან, მდიდარია ცილებით, ვიტამინებით და ომეგა3 და ომეგა6 ცხიმებით.

 

Cananaline-ს ბრენდის Cannaline CBD ზეთი THC-ს გარეშე - 40% იდეალური საშუალებაა შფოთვის სამართავად, ან ქრონიკული ტკივილის გასანეიტრალებლად. ის არ შეიცავს THC-ს, მისი მიღება მარტივია და აქვს მყისიერი ეფექტი.

Cannaline CBD ზეთი THC-ს გარეშე – 40%

თუ გსურთ კანაფის ზეთის ყიდვა, რომელიც არ შეიცავს THC-ს მაშინ ეს ვარიანტი იდეალურია თქვენთვის. ის შეიცავს მხოლოდ ერთ კანაბინოიდს, CBD, რომელიც მნიშვნელოვალ როლს ასრულებს შფოთვის სიმპტომების შემსუბუქებაში. THC და შესაბამისი ეფექტებისთვის კი პლანის კაკლები გამოგადგებათ. 

 

ამ CBD ზეთის მიღება შეგიძლიათ დილით, დღისით და ღამით. ხუთი წვეთი გააჩერეთ ენის ქვეშ დაახლოებით 15 წუთი და შემდეგ გადაყლაპეთ. ეს არის სისხლში მოხვედრის ყველაზე სწრაფი გზა, ასე რომ თქვენ სწრაფად იგრძნობთ ეფექტს.

 

“გროუგროუ”-ს პრიორიტეტია უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს. ზუსტად ამიტომ, ჩვენთან დაგხვდებათ საუკეთესო კანაფის ზეთი, რომელიც არაერთი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.

 

ჩვენ მაღაზიათა ქსელში დაგხვდებათ ყველაფერი: განათება, აუცილებელი ინვენტარი, აქსესუარები, სუბსტრატები, თესლები და ა.შ. ღირებულება კი ყოველთვის ხელმისაწვდომია, იქნება ეს სასუქების ფასები, ბოსტნეულის თესლები თუ ნებისმიერი სხვა პროდუქცია.

2 კომენტარი

ზოია

ზოია

არის თუ არა შესაძლებელი კანაფის ზეთის მიღება შარდის ბუშტის სიმსივნის დროს?

მანანა

მანანა

მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი კიბოს საწინააღმდეგო პროფილაკტიკის კანაფის ზეთის შეძენა?

დატოვე კომენტარი