ბოსტნეულის თესლების ფართო არჩევანი ყველა სეზონისთვის
0 კომენტარი

ბოსტნეულის თესლის მომარაგება პირველი ნაბიჯია წარმატებული მებაღეობისკენ. არ აქვს მნიშვნელობა აივნის პატარა ბაღი გაქვთ, უკანა ეზოს ბოსტანი, თუ გამოცდილი ფერმერი ხართ დიდი მინდვრებით, ბოსტნეულის თესლები ყველას გამოადგება.

ბოსტნეულის თესლები გვთავაზობენ მრავალფეროვნებასა და გასაოცარ ასორტიმენტს, რაც ხშირად არ გვხვდება სუპერმარკეტების თაროებზე. გარდა ამისა, დღევანდელ მუდმივად ცვალებად სამყაროში, სურსათის უვნებლობასა და ბაზარზე არსებული პროდუქციის ხარისხზე თავს ვერავინ დადებს, ამიტომ, ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის თავად გაზრდა და წარმოება, ახალი და ნოყიერი საკვების გარანტიაა, ჩვენი ოჯახებისა და ფართო მასებისთვის.

ბოსტნეულის თესლები და მათი უპირატესობები

თუ თესლიდან ბოსტნეულის გაზრდას გეგმავთ, შეგიძლიათ აირჩიოთ heirloom, ჰიბრიდული, ან ორგანული თესლი და ექსპერიმენტი ჩაატაროთ უნიკალური არომატებით, ფერებითა და ტექსტურებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თესლიდან ბოსტნეულის გაზრდით, თქვენ გაქვთ სრული კონტროლი ზრდის პროცესზე. შეგიძლიათ აირჩიოთ ორგანული, არაგენმოდიფიცირებული თესლები და დარწმუნებული იყოთ, რომ მცენარე მავნე პესტიციდებისა და ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალია.

ბოსტნეულის თესლი - შეიძინეთ გროუგროუში

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ხარჯების ეფექტურობა ერთ-ერთი უპირატესობაა. ერთი შეფუთვა იძლევა უხვ მოსავალს, რაც ძალიან გონივრული ინვესტიციაა.

“გროუ გროუ”-ში ბოსტნეულის თესლების ფართო არჩევანით გვაქვს, უმაღლესი ხარისხი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენთან სანდო და მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ხილის, ბოსტნეულის და მწვანილის თესლი დაგხვდებათ.

“Johnny's Selected Seeds” ცნობილი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის ბოსტნეულის, მცენარეებისა და ყვავილების თესლების წარმოებაში. “Johnny's Selected Seeds” 1973 წლიდან  დღემდე ცნობილია თავისი უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, თესლის ფართო არჩევანით, ორგანული და მდგრადი პრაქტიკის ერთგულებით.

“გროუ გროუ” იზიარებს ყველა ჩამოთვლილ პრინციპს და ამიტომ მომხმარებელს საუკეთესო სერვისსა და პროდუქტს ვთავაზობთ. 

ჩვენ მრავალფეროვან ასორტიმენტში შედის ყვავილოვანი კომბოსტოს, კიტრის, გოგრის, ბოლოკის, ხახვის, პომიდორის და კიდევ მრავალი ბოსტნეულის თესლები. 

ჩვენს მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს ასევე დახვდება ბაზილიკის თესლი. ბაზილიკი, იგივე რეჰანი, ძალიან სასარგებლო და სურნელოვანი მწვანილია, რომელსაც დიდი ისტორია  და გამოყენების მრავალნაირი ფორმა აქვს.

ბაზილიკი იგივე რეჰანი

ძველ ცივილიზაციებში, როგორიცაა ეგვიპტე და საბერძნეთი, ბაზილიკი ითვლებოდა წმინდა მწვანილად და ასოცირდებოდა სხვადასხვა რიტუალებთან და რელიგიურ რწმენასთან. სახელი "ბაზილი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "basileus" და ნიშნავს "მეფეს"/"სამეფოს", რაც ხაზს უსვამს მის სტატუსს.

ბაზილიკი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ტრადიციულ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის რესპირატორული პრობლემები, საჭმლის მომნელებელი სისტემა, კანის დაავადებები და ასევე, მწერების ნაკბენს ამ მწვანილით შველოდნენ. 

დღეს ბაზილიკის თესლი პოპულარული არჩევანია მებოსტნეებსა და კულინარიის მოყვარულებს შორის. ვინაიდან, Ocimum basilicum მრავალმხრივი მწვანილია, რომელიც ცნობილია სურნელოვანი ფოთლებითა და გამორჩეული გემოთი, რაც მას სასიამოვნო დანამატს ხდის სხვადასხვა კერძებსა და სასმელებშიც კი.

ბაზილიკის თესლი - ელიდია (Elidia Basil Seed)ბაზილიკის (რეჰანის) თესლი - Spicy Bush Basil Seed

“გროუ გროუ”-ს ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ბაზილიკი - ელადია და ბაზილიკი - spicy bush. ორივე მწვანილი ძალიან არომატული და იდეალური ტოპინგია. რეკომენდებული ტემპერატურა 18-21°C, ჩარგეთ 0.5სმ სიღრმეზე, 5-7სმ დაშრებით. გამოხშირვა აუცილებელი არ არის მცენარის სრული ზრდის დასრულებამდე. თესლის გაღვივების პერიოდი 5-10 დღეა. 

მიკრომწვანილის თესლი

მიკრომწვანილი ბოსტნეულისა და მწვანილის ახალგაზრდა ნერგია. დიდი მწვანილისა და ბოსტნეულისგან განსხვავებით, რომლებსაც კვირები ან თვეები სჭირდებათ, მიკრომწვანილი შეგიძლიათ მოკრიფოთ და მიირთვათ ერთი კვირიდან 10 დღემდე მას შემდეგ, რაც კოტილედონის(ემბრიონის ნაწილი თესლის შიგნით) - ფოთლები განვითარდება.

მიკრომწვანილის მოყვანა მარტივია და შეგიძლიათ დარგოთ შიდა სივრცეში, მაგალითად, ამისთვის გროუ ბოქსი იდეალური ვარიანტია. მათ სჭირდებათ მინიმალური სივრცე, განათება და მოვლა. მთავარია, რომ შეინარჩუნოთ ტენიანობა და არ დაუშვათ ნიადაგის გამოშრობა. მცენარეებს შორის დაიცავით 0.6-1.2სანტიმეტრიანი დაშორებად. მსუბუქად დაფარეთ თესლები ნარევით, ან ვერმიკულიტით. სასურველია, თუ აღმოცენებამდე ნიადაგის ტემპერატურა 24 °C იქნება, ხოლო ამოსვლის შემდეგ კი მიწის ტემპერატურა 16°C-მდე უნდა მერყეობდეს.

მიკრო მწვანილის თესლების მიქსი

“გროუ გროუ”-ში სხვადასხვა მიკრომწვანილის თესლი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია Mild Micro Mix. როგორც სახელი გვეუბნება, Mild Micro Mix გვთავაზობს რბილი და ზომიერი არომატის მქონე მიკრომწვანილების მიქს. ეს მწვანილი, როგორც წესი, უფრო რბილია გემოთი სხვა ჯიშებთან შედარებით, რაც სასიამოვნოს დამატებად აქცევს სხვადასხვა კერძისთვის: შესანიშნავია სალათებში, სენდვიჩებში, ვრაპებში, ტოპინგის როლსაც კარგად ირგებს. რბილი გემოს დახმარებით შეუძლია შეავსოს კერძების ფართო სპექტრი.

ასევე გვაქვს ცხარე ვარიანტიც, კერძოდ კი Spicy Micro Mix. ეს მიკრომწვანილის თესლი პოპულარული არჩევანია მათთვის, ვინც შედარებით ცხარე გემოებს ანიჭებს უპირატესობას. გაითვალისწინეთ, თუ გსურთ სასუქის გამოიყენება, მცენარის ჩათესვამდე სასუქები უნდა შეურიოთ სათესლე ნარევში, ან გამოიყენეთ წვეთოვანი სისტემა.

რას გთავაზობთ გროუ გროუ

“გროუ გროუ” მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა ბოსტნეულის თესლები ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლისთვის და ხელი შეუწყოს მებაღეობის პოპულარიზაციას. გარდა ბოსტნეულის თესლებისა, ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი ინვენტარი, იქნება ეს მცენარეთა მოვლის საშუალებები, აქსესუარები, ინვენტარი, სუბსტრატები და ა.შ. ასევე, თუ გსურთ ხარისხიანი კანაფის თესლების ყიდვა საქართველოში, ამაშიც დაგეხმარებით. 

ბოსტნეულის თესლები გროუგროუში

და ბოლოს, ბაღისა და ბოსტნის მოვლა უწყვეტი გამოცდილებაა: ყურადღებით დააკვირდით თქვენს მცენარეებს, გაითვალისწინეთ მათი რეაქციები სხვადასხვა პირობებზე და აწარმოეთ ჟურნალი, რათა თვალყური ადევნოთ მათ განვითარებასა და ჩაინიშნოთ ყველაფერი. ასევე არ დაგავიწყდეთ GrowGrow-ს მცენარეთა მოვლის საშუალებები, საქმეს ნამდვილად გაგიმარტიებთ. ყოველი სეზონი ზრდის და გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

გახსოვდეთ, მებაღეობა დაუსრულებელი მოგზაურობაა. მიიღეთ სიამოვნება ყველა ეტაპზე, თესლის დარგვიდან, ნაყოფის მოსავლამდე. მცენარეებისა და ბოსტნეულის მოვლა თერაპიული პროცესია, რაც დადებითად მოქმედებს როგორც სხეულზე, ასევე გონებაზე.

დატოვე კომენტარი