ბათუმის საუკეთესო ადგილები განტვირთვისთვის
0 კომენტარი

ბათუმი, ქალაქი, რომელიც მთელ რიგ დაუვიწყარ მოგონებებს პირდება დამსვენებლებს.

რუტინისგან გაქცევის, ზღვაზე გაჩილვის და უბრალოდ დასვენებისთვის საუკეთესო ადგილს, თავისთავად  ჩვენი მაღაზიაც ამშვენებს. „Growgrow“-ს ბათუმის გროუშოპი ჯერ კიდევ 2021 წელს გაიხსნა და თუ ჯერ არ გქონიათ ჩვენთან სტუმრობის ბედნიერება, გეტყვით, რომ ქალაქის გულში ვართ - რევაზ კომახიძის შესახვევი, ნომერი 8. 

 

 

ჩვენი მაღაზიის ქსელის საცავები მუდამ სავსეა თქვენთვის სასურველი პროდუქციით, იქნება ეს მარიხუანას თესლები, აქსესუარები, კანაფის ტკბილეული, გროუბოქსები თუ კანაფის ზეთი...

გროუგროუს მაღაზია ბათუმში

 

გარდა მრავალფეროვანი პროდუქციისა, მომხმარებელს უფასოდ ვუწევთ კონსულტაციას. ამ ბლოგში გაგიზიარებთ რჩევებს, ბათუმში სად ღირს  წასვლა და განტვირთვა.

 

შავი ზღვის სანაპიროზე, ამ წყნარ თავშესაფარში სეირნობისას აღმოაჩენთ უამრავ მომხიბვლელ ადგილს, რომელიც გიბიძგებთ შეანელოთ ნაბიჯი და გაერიოთ ცხოვრების ნაზ რიტმებში.

 

ბოტანიკური ნეტარება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

 ბათუმის ბოტანიკური ბაღი

საუკეთესო ადგილებზე საუბრისას ცხადია, ბოტანიკურ ბაღს გვერდს ვერ ავუვლით. ბაღი, რომელიც 1912 წელს დაარსდა, 111 ჰექტარზეა გაშენებული და შავი ზღვისპირეთის გამორჩეული ადგილია, რომელიც აერთიანებს კოლხეთის ტყის ნაკრძალსა და მრავალი განსხვავებულ ფლორისტულ ლანდშაფტს. 

 

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, რადგან აქ ერთად თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. 

ერთი ნაფაზიც საკმარისია იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდე ბუნებას და დაიწყოთ ერთმანეთის ახლებურად აღმოჩენა.....

 

ბოტანიკური ბაღი საუკეთესო ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის. ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად კარგად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურა. 

მეორე ნაფაზი და ყველაფერი კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება...

 

სიმშვიდის ნავსადგური ბათუმის ნავსადგურში

 ბათუმის შუქურა ნავსადგურში

ბათუმის ნავსადგური უფრო მეტია, ვიდრე ნავების დასამაგრებელი ადგილი. მზის ჩასვლისას, როდესაც ცა ნარინჯისფერი და ვარდისფერი ხდება,  ნავსადგურის წყნარი გარემო დაუვიწყარ მოგონებად შეგიძლიათ აქციოთ.

შენი საყვარელი სთრინის ბოლო ნარჩენები, კავკასიურის შესახვევი ქაღალდი, ვინტაჟური ფოტოაპარატი, პატარა დინამიკი, სათვალე და რამე სასმელი. ლოკაციაც გითხარი და ნივთებიც ჩამოგითვალე რაც დაგჭირდება..., წადი, იპოვე წყნარი ადგილი ჩამოსაჯდომად, დატკბი ტალღების რიტმული სიმფონიით, გააჩერე დრო და მოუსმინე შენ თავს.


მისტიკური მედიტაციები გონიოს ციხეზე 

 

ბათუმის გარეუბანში განლაგებული უძველესი გონიოს ციხე განვლილი საუკუნეების უაამბრავ საიდუმლოებებს ინახავს. სიძველისგან გაცვეთილ ქვის კედლებს შორის, თქვენ აღმოაჩენთ ადგილს, რომელიც იდეალურია მედიტაციისთვის.

დაე, ისტორიის გამოძახილმა მიგიყვანოთ გონების იმ მდგომარეობამდე, სადაც ფოთლების ნაზი შრიალი და ჩიტების შორეული გალობა თქვენი მოგზაურობის ფონად იქცევა.

 

არომატული შესვენება ადგილობრივ კაფეებში 

 

ახლად მოხარშული ფინჯანი ყავა, ან დამამშვიდებელი მცენარეული ჩაის არომატი შეიძლება ისეთივე დამათრობელი იყოს, როგორც შეხება შენს მოსავალთან ყვავილობის პერიოდში. ბათუმის ულამაზესი კაფეები იდეალური თავშესაფარია მათთვის, ვინც გადატვირთული პლაჟებიდან დროებით გაქცევის ადგილს ეძებს. 

 

ისტორიული ჰარმონია ბათუმის ძველ უბნებში

 

ძველი ბათუმი - მედეას ანდაკება

გაიარეთ ბათუმის ძველი უბნების მოკირწყლულ ქუჩებში, სადაც მომხიბლავი ისტორიული არქიტექტურა იწვევს “უდროობის განცდას”. ისეირნე და იარე სანამ არ მოგბეზრდება, აღმოაჩინე სხვადასხვა კულტურა, ისტორია და შექმენი ახალი მოგონებები.

 

კანაფის თესლების მაღაზია ბათუმში რომელიც უფრო მეტია ვიდრე მაღაზია

კანაფის-თესლების-მაღაზია-ბათუმში

 

ამ სანაპირო ქალაქში განტვირთვის ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ბათუმის თითოეული კუთხე უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს დასვენებისთვის, განმუხტვისა  და გაახალგაზრდავებისთვის. 

 

რადგან ბათუმის ნესტიანი კლიმატი ძალიან მოსწონთ ტროპიკულ და არა მხოლოდ ტროპიკულ მცენარეებს, საუკეთესო ადგილია გარდენინგის ასათვისებლად და ახალი სქილების გამოსამუშავებლად.

 

"GrowGrow"-ში დაგეხმარებიან ნებისმიერი მცენარის გაზრდაში, იქნება ეს ორგანულ სასუქებზე კონსულტაცია თუ სხვა ნებისმიერი სახის დახმარება ნებისმიერ პროდუქტზე.

 

Growgrow ხელს უწყობს დასვენების კულტურის პოპულარიზაციას. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ბათუმში იქნებით, აუცილებლად შემოგვიარეთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებები და ამბები.

დატოვე კომენტარი