მცენარეთა დაცვა და კვება - რა უნდა ვიცოდეთ
0 კომენტარი

მცენარეთა კულტივაცია ინტენსიურ შრომას, დაკვირვებასა და სიფრთხილესთანაა დაკავშირებული და თუ ბოტანიკოსი არ ხართ და ყველა სახეობის ანატომია, ფიზიოლოგია და საჭიროებები სიღრმისეულად არ გაქვთ შესწავლილი, ბაზარზე არსებული ასობით და ათასობით ხსნარი თუ ფხვნილი ალბათ გაბნევთ და მებაღეობაზეც გიცრუებთ გულს.

რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მაგრამ ნებისმიერი მცენარის ნებისმიერ გარემოში მოყვანას სასუქებისა და საკვები ელემენტების შესახებ საბაზისო ცოდნა სჭირდება.

სასუქის კატეგორიები და მათი დანიშნულება

ჯანსაღი და ნაყოფიერი მოსავლის მისაღებად მცენარეს ბევრი ნივთიერება, იგივე მცენარეთა დაცვის საშუალებები სჭირდება, ზოგი უფრო მეტად ვიდრე დანარჩენები. ასეთ ნივთიერებებს მაკროელემენტები ეწოდება, ისეთებს კი რომლებიც შედარებით მცირე შემცველობით არის საჭირო - მიკროელემენტები.

ძირითადი მაკროელემენტები

  • აზოტის ძირითადი ფუნქცია ფოთლებისა და ღეროების გაძლიერება, სწრაფი და ჯანსაღი ზრდის ხელშეწყობა და გამწვანებაა, ამიტომ იგი განსაკუთრებით აუცილებელია ბალახებისა და ფოთლოვანი ბოსტნეულის გასახარებლად. აზოტის ნაკლებობა პირველ რიგში ფოთლების გაყვითლებასა და გაცვენაში გამოიხატება რაც ძირითადად მცენარის ძირიდან იწყება. ამის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ აუცილებელია გამოვიყენოთ კომპოსტი (როგორიცაა მაგალითად ყავა ან ნაკელი) ან  სპეციალურად ფორმულირებული სასუქი TriPart Micro - ტრიპარტ მიკრო
    ტრიპარტ მიკრო - Tripart Micro

  • ფოსფორი, აზოტისგან განსხვავებით, უფრო საჭიროა ხეხილის, ბუჩქებისთვისა და ახალდარგული გაზონისთვის, რადგან იგი ამყარებს ფესვებს და ხელს უწყობს ნაყოფის მომწიფებას. მის ნაკლებობას მარტივად ამოიცნობთ ჩამუქებული, მოიისფრო შეფერილობის ფოთლებით. ეს მაკროელემენტი ბუნებრივად მოიპოვება თევზის ემულსიაში, თუმცა მეტი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ Tripart Bloom - ტრიპარტ ბლუმის კონცენტრირებული ხსნარიც გამოიყენოთ.
    ტრიპარტ ბლუმი - Tripart Bloom
     
  • კალიუმი მაკროელემენტთა სამების მესამე წევრია, და თუმცა მისი დეფიციტი იშვიათია, არანაკლებ მნიშვნელოვანია ყვავილობისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. კალიუმი უდიდეს როლს ასრულებს წყლისა და მინერალების ცირკულაციაში და ხელს უწყობს გარკვეული დაავადებების მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებას. ფოთლებზე გამოჩენილი ლაქები ან გამუქებული კიდეები იმის ნიშანია, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გაამდიდროთ ნიადაგი Tripart Grow - ტრიპარტ გროუს  კალიუმის სასუქით ან თუნდაც ბანანის დაფქული ქერქით. 
    ტრიპარტ გროუ - Tripart Grow

მეორეხარისხოვანი მაკროელემენტები

კალციუმი, მაგნიუმი და გოგირდი მცენარეებს ძირითად მაკროელემენტებზე ნაკლები რაოდენობით ესაჭიროებათ, თუმცა ამ მცირედსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

  • კალციუმი განსაკუთრებით ზრდის ადრეულ ფაზაზეა აუცილებელი, რადგან მონაწილეობს ფესვების, ყლორტებისა და თესლის ჩამოყალიბებაში. საინტერესოა, რომ იგი ასევე ანეიტრალებს ნიადაგში არსებულ სხვადასხვა ტოქსინებს, და აადვილებს მინერალების შეწოვას. კალციუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება, ღეროების შესუსტება და ფოთლების სახასიათო დაჭმუჭნა, რასაც მარტივად უმკურნალებთ შესაბამისი Calcium Magnesium - კალციუმ მაგნიუმი დანამატებით ან კვერცხის ნაჭუჭით, კუსტარულად.

  • მაგნიუმი ქლოროფილის ბირთვის ნაწილია, ამიტომ აუცილებელია ფოტოსინთეზის წარსამართად. ამას გარდა იგი ხელს უწყობს შაქრების, ცილების, ცხიმებისა და სხვა ელემენტების, განსაკუთრებით ფოსფორის, შეწოვასა და ტრანსპორტირებას. მაგნიუმის ნაკლებობა ძირითადად გამოიხატება ფერის დაკარგვასა და ღეროს დასუსტებაში, და შეიძლება მოგვარდეს სასუქის დამატებით ან კალიუმის შემცველობის შემცირებით.

  • გოგირდი ნიადაგში ძალიან მცირე რაოდენობით არის საჭირო, თუმცა მისი როლი გადამწყვეტია მცენარეული ცილებისა და ქსოვილების ფორმირებაში. გოგირდის გარეშე შეუძლებელია ქლოროფილის წარმოება, ამიტომ გოგირდის ნაკლებობას მარტივად შეამჩნევთ გაყვითლებული ფოთლებით. გოგირდის გარეშე ასევე ძალიან რთულია აზოტის გადამუშავება, სწორედ ამიტომ მცენარეებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გოგირდის ადეკვატური შემცველობა ნიადაგში.

სასუქის მიკროელემენტები

სასუქის მიკროელემენტები

ისეთი ელემენტები როგორებიცაა სპილენძი, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი, ბორი, თუთია და სხვა ნიადაგში უმცირესი დოზით არის საჭირო, თუმცა მათი როლს მცენარეების ჯანსაღ განვითარებაში საერთოდ არ შეიძლება ეწოდოს უმცირესი.

მათ გარეშე გარდაუვალია ზრდის, მეტაბოლიზმის, მინერალების შეწოვისა და პროდუქტიულობის პრობლემები, შესაბამისად სასუქის შერჩევისას საჭიროა მიკროელემენტებსაც მივაქციოთ ყურადღება.

როგორ შევარჩიოთ სწორი სასუქი 

  • დააკვირდით რა სიმპტომები აქვს მცენარეს - სიყვითლე, სითეთრე, ჭკნობა, ხმობა თუ ნაყოფის ნაკლებობა, თითოეული მათგანი სხვადასხვა ელემენტის ნაკლებობაზე მიუთითებს, სასუქიც შესაბამისი სჭირდება. 

  • მოერიდეთ გადამეტებულ დოზებს - ერთი ნივთიერების გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება დააზიანოს ან სულაც მოკლას თქვენი მცენარე, ამიტომ კარგი იქნება თუ ნიადაგის დეტალურ გამოკვლევას ჩაატარებთ.

  • ხანდახან ზემოთჩამოთვლილი პრობლემები არა რომელიმე კონკრეტული ნივთიერების ნაკლებობის, არამედ ნიადაგის არასწორი PH-ს, პარაზიტების, ზედმეტი ტენიანობის ან სულაც ამინდის ბრალი იყოს. ამ ფაქტორების შესასწავლად შეგიძლიათ GrowGrow-ს მცენარეთა მოვლის საშუალებები დაათვალიეროთ და გამოიყენოთ მცენარეების მოვლისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ხელსაწყო.

სხვადასხვა კულტურას, გარემოსა და პრობლემასთან ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება. დააკვირდით მცენარეების რეაქციას, მოიძიეთ ინფორმაცია, გამოიჩინეთ სიფრთხილე და რაც მთავარია ისიამოვნეთ მებაღეობის პროცესით.

არ დაგავიწყდეთ GrowGrow-ს გროუშოპები ენთუზიასტ და პროფესიონალ მებაღეებს მაღალი ხარისხის ფართო არჩევანს გთავაზობთ.

დატოვე კომენტარი