შიდა მებაღეობა - მოაწყვეთ მწვანე სივრცე სახლში
0 კომენტარი

დღევანდელი სწრაფი ცხოვრების ფონზე დასვენებისა და განტვირთვის გზების ძიებისას, მებაღეობა თითქოს ხსნაა. მაშინაც კი თუ თქვენ ურბანულ გარემოში ცხოვრობთ ან შეზღუდული გარე სივრცე გაქვთ, შიდა მებაღეობა საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ კავშირი ბუნებასთან. 

 

გახსოვდეთ, რომ ეს საქმიანობა სტრესისა და შფოთვის შემცირებაში დაგეხმარებათ, რადგან მცენარის დარგვა, მასზე ზრუნვა და საბოლოო შედეგის ხილვა ერთგვარი რელაქსია. 


პროფესიონალი თუ დამწყები გროუერებისათვის საჭირო ხელსაწყოები და ინვენტარი ერთნაირად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში გაგიზიარებთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც თქვენს წარმატებულ საქმიანობას უზრუნველყოფს და პროცესს მეტად სასიამოვნოს გახდის. 

გროუ ბოქსი - სახლის პირობებში მცენარის გასაზრდელად

გროუ ბოქსი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ტენტი, თვითკმარი, კონტროლირებადი გარემოა, რომელიც შიდა პირობებში მცენარეების გასაზრდელადაა შექმნილი. ეს სპეციალური მოწყობილობა, როგორც წესი, აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციებით, რაც მცენარის ზრდისათვის იდეალური პირობების შექმნას უზრუნველყოფს. 

 

გროუ-ბოქსი

გროუ ბოქსი  გაძლევთ ისეთი გარე ფაქტორების კონტროლის შესაძლებლობას, როგორებიცაა: ტემპერატურა, ტენიანობა და ვენტილაცია. აღსანიშნავია, რომ ტენტი ინარჩუნებს სინათლეს და მას 98% ირეკლავს, რაც პროდუქტში თანამედროვე მოწყობილობების ინტეგრირებითაა განპირობებული. ბოქსი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისაგან, შესაბამისად აქვს ორმაგი ნაკერები, არ ირხევა და ინდუსტრიული ხარისხიდან გამომდინარე, მისი ელვაშესაკრავი არასოდეს ქმნის ხარვეზებს. 


გროუ ბოქსებს ძირითადად კანაფის თესლების დასათესად იყენებენ, თუმცა ეს პროდუქტი ასევე ღირებულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია შიდა მებაღეობით.  გროუ გროუს მაღაზიებსა და ონლაინ პლატფორმაზე, ტენტების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი - შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც პროფესიონალური ბოქსი, ისე დამწყებებისათვის განკუთვნილი. 

მცენარეთა მოვლის საშუალებები

შეიძლება ითქვას, რომ მცენარეთა მოვლის საშუალებები, მოიცავს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც გულისხმობს მორწყვას, განაყოფიერებას, გასხვლას, მავნებლებისა და დაავადებების კონტროლს და ა.შ.


მაგალითად, მცენარეთა მოვლის საშუალებებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც წყლის მჟავიანობის გასაზომად გამოიყენება. იმ შემთხვევაში თუ PH  ძალიან მაღალი (ტუტე) ან პირიქით, ძალიან დაბალია( მჟავა), მაშინ მცენარისათვის  გარკვეული საკვები ნივთიერებები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რაც ზრდის შეფერხებას იწვევს. ლაკმუსის ქაღალდი კი გაძლევთ შესაძლებლობას აკონტროლოთ და დაიცვათ PH ბალანსი.

 


ამასთანავე, გროუ გროუში ხელმისაწვდომია ციფრული მინი სასწორი, რომელსაც სენსორული სისტემა აქვს და შესაბამისად, ზუსტ წონას აჩვენებს. სწორედ, ამიტომ მცენარისათვის საჭირო ნივთიერებების აბსოლუტური სიზუსტით განსაზღვრა შეგიძლიათ. 

ვენტილაცია - ჰაერის ცირკულაცია მნიშვნელოვანია

მებაღეობაში ვენტილაცია მცენარეებისათვის ჰაერის კონტროლირებადი ნაკადის მოწოდებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს მცენარის ზრდისა და ჯანმრთელობისათვის ოპტიმალური გარემოს შექმნაში. შეიძლება ითქვას, რომ ვენტილაცია ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს:


ადეკვატური ვენტილაცია მცენარის ირგვლივ ტემპერატურას არეგულირებს. ეს კი ხელს უშლის გადახურებას, განსაკუთრებით შიდა ბაღებში, სადაც განათების ან სხვა აღჭურვილობებისაგან სითბოს დაგროვების დიდი ალბათობა არსებობს. 


ამასთანავე, გადაჭარბებულმა ტენიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ობი ან სოკოვანი დაავადებები. ვენტილაცია კი ტენიანობას აბალანსებს და მცენარისათვის ჯანსაღ გარემოს ქმნის. 


მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცენარეებს ფოტოსინთეზისათვის ნახშირორჟანგი ესაჭიროებათ. ვენტილაცია კი CO2-ის მუდმივ გაცვლას უზრუნველყოფს, რაც მცენარეებს ეფექტურად ზრდისა და ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. 


როგორც წესი, მებაღეობაში ხშირად ეფექტური ვენტილაციისათვის ვენტილატორი გამოიყენება. თუმცა გროუ გროუში წარმოდგენილია მეტად მძლავრი გამწოვები, რომლებიც იდეალურია გროუ ბოქსების გაგრილებისა და ტენიანობის პირობების გასაკონტროლებლად. 

მცენარეთა განათება

მცენარის განათება ხელოვნური სინათლის წყაროა, რომელიც შექმნილია მცენარეთა ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო სინათლის სპექტრის უზრუნველსაყოფად. შიდა მებაღეობაში ნათება ბუნებრივი სინათლის შესავსებად გამოიყენება. 

გროუ გროუში შესაბამისი განათების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. წარმოდგენილია მოწყობილობები, როგორც  დამწყები მებაღეებისათვის, რომელთაც 2-3 მცენარის გაზრდა სურთ, ისე პროფესიონალი გროუერებისათვის. 

ამასთანავე,  GrowGrow-ს გროუშოპებში და ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ყველა ის საჭირო პროდუქტი და ხელსაწყო, რომელიც შიდა და გარე მებაღეობებისთვისაა საჭირო.

დატოვე კომენტარი