მცენარის საკვები ნივთიერებების დეფიციტი
0 კომენტარი

მცენარეს შესაძლოა, ჰქონდეს ძლიერი საკვები მინერალების დეფიციტი. შესაძლო მიზეზები, რის გამოც მცენარის ფოთლები შეიძლება გაყვითლდეს და მოკვდეს არის:

 

  • მჟავიანობის არასასურველი დონე
  • ნათურის მსუბუქი დამწვრობა და ფოთლების გაუფერულება
  • ნაკლები ან ზედმეტი წყლით მორწყვა
  • გადაზედმეტებული ან ნაკლები სასუქით მორწყვა
  • ტემპერატურის/ტენიანობის არასასურველი დონე

 

კანაფის მინერალების დეფიციტის სიმპტომის სქემა:

კანაფის მინერალების დეფიციტის სიმპტომების სია

აზოტის Nitrogen (N) დეფიციტი

აზოტის დეფიციტის სიმპტომები ქვედა ფოთლებიდან იწყება, თანდათან ადის ზედა ფოთლემაბმდე. როდესაც სახეზე გვაქვს მცენარის ქვედა ფოთლების ცვენა, ნიშნავს რომ მცენარეს აზოტის საკმაოდ ძლიერი დეფიციტი აქვს, რაც აფერხებს ძლიერი ტოტების ჩამოყალიბების პროცესს და მცენარე ძალიან ნელი ტემპით აგრძელებს ზრდას.

აზოტის ნიტროგენის დეფიციტი

აზოტის ნიტროგენის დეფიციტი

 

ფოსფორის Phosphorus (P) დეფიციტი

ფოსფორის დეფიციტის დროს მცენარეს ფოთლებზე მოყვითალო შეფერილობა და ყავისფერი ლაქები უჩნდება (ზოგიერთ შემთხვევაში, მკვდარი ლაქები). დეფიციტი იწვევს განუვითარებელ ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას, უზღუდავს მცენარეს საკვები მინერალების ათვისების უნარს.

ფოსფორის დეფიციტი

ფოსფორის დეფიციტი

 

კალიუმის Potassium (K) დეფიციტი

კალიუმის დეფიციტის დროს, ფოთოლი გაყვითლებას იწყებს კიდეებიდან და უჩნდება ყავისფერი დაწინწკლული ლაქები, რომელიც მცენარის ფოთლების სიკვდილით მთავრდება. დიდ გავლენას ახდენს ყვავილედების ჩამოყალიბებაზე და ნაკლებ მოსავლიანს ხდის მცენარეს.

კალიუმის დეფიციტი

კალიუმის დეფიციტი

 

კალიუმის Calcium (Ca) და მაგნეზიუმის Magnesium (Mg) დეფიციტი

კალციუმისა და მაგნეზიუმის დეფიციტის დროს, მცენარის ღეროები ხდება სუსტი და უჭირს მინერალების ათვისება, ამავდროულად უყვითლდება ფოთლები და კარგავს ჯანსაღს ფერს, რაც ხელს უშლის ფოტოსინთეზის პროცესს.

კალიუმის დფიციტი

 

ცინკუმის Zinc (Zn) დეფიციტი

ცინკუმის დეფიციტის დროს, მცენარეს ახლად ამოსული ფოთლები წვეტიდან იწყებს გაყვითლებას და შემდეგ გახმობას, რის შედეგადაც მცენარეს უგვიანდება ყვავილობა და უყალიბდება დეფორმირებული ყვავილედები.

ცინკუმის დეფიციტი

ცინკუმის დეფიციტი

 

რკინის Iron (Fe) დეფიციტი

რკინის დეფიციტის დროს, მცენარეს ეწყება გაყვითლება/გათეთრება ფოთლის ძარღვებს შორის, რის შედეგადაც მცენარეს უფერხდება ზრდა და საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას.

 რკინის დეფიციტი

რკინის დეფიციტი

 

სპილენძი Copper (Cu) დეფიციტი

სპილენძის დეფიციტის დროს, მცენარის ფოთლების ტოტებს და ძარღვებს უჩნდება მუქი ლურჯი/იასამნისფერი შეფერილობა, ყველაზე ცუდი სტადია იწყება ყავისფერი ლაქების გაჩენით, რის შედეგადაც კვდება ფოთლები.

სილენძის დეფიციტი

სპილენძის დეფიციტი

 

ბორის Boron (B) დეფიციტი

ბორის დეფიციტის დროს, მცენარის ფოთლები იწყებს გაყვითლებას, იყალიბებს დეფორმირებულ ფოთლებს და ყვავილედებს. მცენარის ტოტები ხდება მარტივად მტვრევადი და ყვავილედები მარტივად დაშლადი.

ბორის დეფიციტი

 

მანგანუმის Manganese (Mn) დეფიციტი

მანგანუმის დეფიციტის დროს, მცენარეს ადრეულ ასაკში ვლინდება ახალგაზრდა ფოთლებზე ოდნავი გაყვითლება ფოთლების ძარღვებს შორის. ბოლოს მცენარის ფოთლები იწყებს დახვევას და ჭკნობას.

მანგანუმის დეფიციტი

მანგანუმის დეფიციტი

 

გოგირდის Sulphur (S) დეფიციტი

გოგირდის დეფიციტის დროს, მცენარის ახალი ფოთლები იწყებს გაყვითლებას, ხოლო ძველი ფოთლები რჩება ჯანმრთელი და მწვანე, ძლიერი დიდ ხნიანი დეფიციტის დროს ზედა ფოთლები მკაფიო ყვითელი ფერი ხდება.

გოგირდის დეფიციტი

გოგირდის დეფიციტი

 

დეფიციტის თავიდან არიდება

მცენარის დეფიციტის თავიდან ასარიდებლად დაგვჭირდება მკვებავი სასუქები, სწორი მჟავიანობის დონე, სწორი მინერალების რაოდენობის დონე  და ტემპერატურის რეგულირება.

 

კანაფის მცენარისთვის და მინერალების აქტიურობისთვის ერთერთი მთავარი კომპონტენტია მჟავიანობის დონე, რომელიც 5.5 დან 6.5 მდე უნდა იყოს დარეგულირები.

 

სასუქის გახსნის და მჟავიანობის დარეგულირების შემდეგ მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალები იქნებიან აქტიურები და ხელმისაწვდომი.

 

სასუქის შემადგენელი მინერალების ცხრილი:

სასუქი შემადგენელი მინერალების ცხრილი


მინერალების ხელმისაწვდომობა მჟავიანობის მიხედვით:

მინერალების ხელმისაწვდომობა მჟავიანობის მიხედვით

 

ტემპერატურის და ტენიანობის პრობლემა

არასწორი ტემპერატურა/ტენიანობა ხელის შემლელია კანაფის თესლების განვითარებისთვის, უფერხდება ფოტოსინთეზის პროცესი, რის შედეგადაც მცენარე ვერ იყალიბებს კარგ არომატს, ამცირებს მოსავლიანობას, ხელს უშლის მინერალების გარდაქმნას. ამავდროულად ზრდის რისკს გამრავლდნენ ბაქტერიები, პარაზიტები, სოკოები, და სხვა მავნე დაავადებები.

 

იდეალური ტემპერატურა/ტენიანობის შენარჩუნების შემთხვევაში, თავიდან ავირიდებთ მცენარის გახმობას, დალპობას და მავნე დაავადებების განვითარებას.

 

ოთახის ტემპერატურასთან შედარებით მცენარის ფოთლები 3 გრადუსით ნაკლებია.

ტემპერატურის ტენიანობის პრობლემა

ტემპერატურის ტენიანობის პრობლემა

მცენარის სწორი მორწყვა

მცენარის ნაკლები მორწყვა გამოიწყვევს ნიადაგის მალევე გამოშრობას, სრულიად აჩერებს ფოტოსინთეზის პროცეს. რის შედეგადაც მცენარეს აღარ ექნება ენერგია აღიდგინოს უჯრედები.

 

ზედმეტი წყლის მორწვის შემთხვევაში მცენარის ფესვები უჟანგბადობისგან იწვევს ლპობას, მცენარე ვეღარ ახერხებს სუნთქვას და მინერალების ათვისებას, სრულიად აჩერებს ფოტოსინთეზის პროცეს. მცენარის მორწყვის ინტერვალები დამოკიდებულია ნიადაგზე, ქოთნის მოცულობაზე, და მცენარის პერიოდზე.

 

ვეგეტაციურ ფაზაში  მცენარის ქოთნის მოცულობის 10-20% ით მორწყვა არის რეკომენდირებული. მიწის შემთხვევაში მორწყვას 2-3 დღეში ერთხელ ანდომებს ნიადაგის სინესტიდან გამომდინარე, როდესაც შეამჩნევთ რომ 2-3 სმ ით არის გამომშრალი ნიადაგი უნდა მორწყათ.

 

ქოქოსის შემთხვევაში წყლის მორწყვის სიხშირე 1-2 დღეში ერთხელ გვჭირდება, მიწისგან განსხვავებით ქოქოსი ბევრად უფრო მალე შრება, რის შედეგადაც ხშირად გვიწევს მორწყვა, უმჯობესია პერლიტთან ერთად იყოს გადაზავებული, რათა უფრო დიდხანს შეინარჩუნოს სინესტე.

 

გარდაქმნის/ყვავილობის ფაზაში მცენარის ქოთნის მოცულობის 20-30% არის რეკომენდირებული, მიწის შემთხვევაში მორწყვას 2-3 დღეში ერთხელ ანდომებს ნიადაგის სინესტიდან გამომდინარე, როდესაც შეამჩნევთ რომ 2-3 სმ ით არის გამომშრალი ნიადაგი შემდეგ უნდა მორწყათ.

 

მწიფობის დროს, მცენარის ჩასარეცხად ქოთნის მოცულობის 50-100%  არის რეკომენდირებული, იმ შემთხვევაში თუ ქოთნის მოცულობის 50% ით ვრეცხავთ 3 ჯერ არის რეკომენდირებული ჩარეცხვა. 100% -ით ჩარეცხვის შემთხვევაში 2 ჯერ არის რეკომენდირებული ჩარეცხვა.

 

მცენარის მორწყვა

 

მცენარის ფოთლოვანი კვება

ფოთლოვანი კვება რეკომენდირებულია მცენარეებისთვის, როდესაც ისინი მინერალების დეფიციტს განიცდიან. შესაძლოა მინერალების დეფიციტს არასასურველი მჟავიანობის დონის, ნაკლები სასუქის მიცემით, არასასურველი ტემპერატურით იყოს გამოწვეული,  რაც გავლენას ახდენს მცენარის ფესვებისთვის მინერალების ათვისებაზე.

 

ფოთლოვანი კვება უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ გზას მინერალების ასათვისებლად, ამავდროულად სამკურნალოდ საუკეთესო გზა შესაწამლის ფოთლებზე შეშხურება, რითიც ჩვენ თავიდან ავირიდებთ მცენარისთვის მავნე დაავადებებს. რეკომენდირებულია პრევენციის მიზნით იყოს წინასწარ შეწამლული რათა დავიცვათ ყველანაირი მავნებლებისგან.

 

საუკეთესო დრო ფოთლოვანი კვებისთვის

ფოთლოვანი კვებისთვის გარეთ გაზრდის შემთხვევაში რეკომენდირებულია გამთენიისას ან გვიან საღამოს. არ შეასხუროთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, მზის შუქს შეუძლია დაწვას ჩვენი მცენარე ფოთლებზე არსებული წვეთებიდან გამომდინარე, რომელიც ლინზების ეფექტით წვავს წერტილებად, მას ასევე შეუძლია გააფუჭოს ხსნარში შემავალი აქტიური ნივთიერებები. სახლში გაზრდის შემთხვევაში რეკომენდირებულია სიბნელის დროს შესხურება.

 

სასურველი ტეპერატურა ფოთლოვანი კვებისთვის

მოერიდეთ შესხურებას, როდესაც ტემპერატურა მაღალია ან დაბალი. ცხელ ტემპერატურაზე 27 გრადუსზე მაღლა თქვენი მცენარის სტომატები თითქმის დახურულია, რის შედეგადაც ვეღარ ითვისებს საკვებ მინერალებს. ცივ ტემპერატურაზე 20 გრადუსზე ნაკლებ შემთხვევაში, შესაძლოა ხელი შევუწყოთ სოკოების ზრდას და ობის გაჩენის რისკს საგრძნობლად ვზრდით.

 

მავნებლებთან ბრძოლა

ხშირად მავნებლები მცენარის ფოთლის ქვედა მხარეს ბუდობენ, რის შედეგადაც აუცილებელია ფოთლების ქვედა მხრიდან და მთლიანად მცენარის შესხურება.

 

CO2 ნახშირორჟანგის მნიშვნელობა

ადამიანისგან განსხვავებით, მცენარეებს სჭირდება ნახშირორჟანგის მიღება, რომელსაც გარდაქმნიან ჟანგბადად. ნახშირორჟანგის არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე მცენარეს უფერხდება ფოტოსინთეზის პროცესი, უჭირთ მინერალების გარდაქმნა და ვეღარ აღადგენს მცენარეულ უჯრედებს.

 

უჰაერობისგან გამომდინარე მცენარე იწყებს ნელ ნელა სიკვდილს სრულიად უჩერდება ზრდა და საბოლოო ჯამში სრულიად ხმება. ფესვებისთვის ასათვისებელი მინერალების გარდა, მცენარეს ამავდროულად სჭირდება ჰაერიდან მოიპოვოს მნიშვნელოვანი მინერალები.

 

იმ შემთხვევაში თუ ოთახის ტემპერატურა 27 გრადუსზე მაღალია და ვზრდით საკმაოდ ძლიერ ნათურაზე, როდესაც რეალური ვოლტაჟობა 800 ვატს ცდება მცენარეს უჭირს ნახშირორჟანგის მიღება და დამატებითი გენერატორის გარეშე ვერ გავზრდით მცენარეს.

 

აუცილებელია მხოლოდ ნათურის მუშაობის დროს ვამუშავოთ გენერატორი.

 

მცენარისთვის ჰაერში არსებული PPM მინერალების რაოდენობა დამოკიდებულია მცენარის ფაზაზე.

 

ვეგეტაციურ ფაზაში მცენარეს 800-1200 მდე სჭირდება ჰაერში არსებული მინერალები.

 

ყვავილობის ფაზაში მცენარეს 1200-1500 მდე სჭირდება ჰაერში არსებული მინერალები.

 

გაფრთხილება! თუ ნახშირორჟანგის შკალა აღემატება 800 პპმ ადამიანისთვის სახიფათოა.

 

co2 ნახშირორჟანგის მნიშვნელობა

დატოვე კომენტარი