როგორ შევარჩიოთ მცენარის განათება
0 კომენტარი

დიდი ხანია, რაც შიდა მებაღეობა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეინსტრიმულ აქტივობად იქცა. ამ ტიპის მებაღეობა უნიკალურ შანს გვაძლევს გავზარდოთ სხვადასხვა მცენარეები, მიუხედავად იმისა თუ რა კლიმატურ პირობებში ვცხოვრობთ. თუმცა, იმისათვის, რომ ჯანსაღი და ცოცხალი მცენარეები გვქონდეს, ლედ განათება აუცილებლად დაგვჭირდება.

“გროუ გროუში” ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე და საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრენდების(Viparspectra, Mars Hydro, Snakeray) განათებებს გთავაზობთ. ასევე, ჩვენთან წარმოდგენილია ყველა საჭირო აქსესუარი და HPS/HM ნათურა.

ლედ განათება მცენარისთვის და მისი მნიშვნელობა

ლედ განათება მცენარისთვის

სანამ კონკრეტულ ვარიანტებს ჩავუღრმავდებით, აუცილებელია მცენარეების მოთხოვნების გაგება. სხვადასხვა მცენარეს სინათლის ინტენსივობის, ხანგრძლივობისა და სპექტრის განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. მაგალითად, ბაზილიკი 18-21 გრადუს ტემპერატურასა და კარგ განათებას საჭიროებს. აქ ჩამოვწერეთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ:


  • სინათლის სპექტრი: მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის სინათლის სრული სპექტრი სჭირდებათ. ლურჯი შუქი მათი ზრდისთვისაა განკუთვნილი, ხოლო წითელი შუქი ყვავილობისა და ნაყოფიერების ეტაპებზე გამოიყენება. Viparspectra-სა და Mars Hydro-ს ლედ განათება, როგორც წესი, უზრუნველყოფს დაბალანსებულ სპექტრს.

  • ინტენსივობა: სინათლის ინტენსივობა იზომება PAR-ში (ფოტოსინთეზურად აქტიური რადიაცია). გაითვალისწინეთ თქვენი მცენარეების სიმაღლე და დაფარვის არეალი, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი მიიღებენ შესაბამის PAR დონეებს.

  • ხანგრძლივობა: მცენარეთა უმეტესობას სჭირდება თანმიმდევრული სინათლის ციკლი, როგორც წესი, დაახლოებით 12-16 საათიანი უწყვეტი სინათლე ზრდისთვის და 8-12 საათი ყვავილობისთვის. ასეთი მცენარე გახლავთ ყვავილოვანი კომბოსტო. ჩვენთან შეგხვდებათ მოწინავე განათების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა მცენარეს მოარგოთ განათების გრაფიკი.

  • სითბოს გამომუშავება: ტრადიციული განათების ვარიანტები, როგორიცაა HPS/MH (მაღალი წნევის ნატრიუმის/მეტალის ჰალიდი) ნათურები, დიდი რაოდენობით სითბოს გამოიმუშავებენ. Viparspectra და Mars Hydro წარმოქმნის ნაკლებ სითბოს, რაც ამცირებს დამატებითი გაგრილების საჭიროებას.

შიდა მებაღეობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია გროუ ბოქსი. ტენტები მცენარეებისთვის კონტროლირებად და სტაბილურ გარემოს ქმნის, რაც გროუერს საშუალებას აძლევს დაარეგულიროს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა და ჰაერის ნაკადი. ეს სიზუსტე კი ხელს უწყობს ოპტიმალურ ზრდასა და მოსავლიანობას.

viparspectra

ViparSpectra P1000 Full Spectrum

 

“გროუ გროუს” ქსელში Viparspectra-ს მრავალფეროვანი პროდუქცია შეგხვდებათ. განათებებს უახლესი SMD LED ტექნოლოგია აქვს, რისი დახმარებითაც  შესაძლებელია მაღალი PAR-ის გამომუშავება. აპარატი საკმაოდ ენერგოეფექტურია და გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით. Viparspectra-ს პროდუქცია გთავაზობთ ყველა იმ ფუნქციას, რაც ხელს უწყობს მცენარის ჯანსაღ ზრდას. “გროუ გროუ”-ში ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოდელები, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ იპოვოთ განათება, რომელიც შეესაბამება თქვენს სპეციფიკურ საჭიროებებს. მაგალითად, მარიხუანა ბევრ ყურადღებასა და მოვლას საჭიროებს და მისთვის შესაბამისი განათება აუცილებელია.

Mars Hydro

mars hydro sp3000 led grow light

Mars Hydro კიდევ ერთი სანდო სახელია შიდა მებაღეობის ინდუსტრიაში. მათი LED ნათურები ზუსტად ბაძავენ მზის ბუნებრივ შუქს და მცენარეებს უმქნიან იდეალურ გარემოს ზრდისთვის. “გროუ გროუ”-ში Mars Hydro-ს მოდელების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც გროუ ბოქსში, ისე მცირე ზომის კომერციულ ფართში. 

Snakeray

snakeray se1000

Snakeray (სპაიდერ ფარმის სპეციალური გამოშვება) მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ინოვაციური LED განათებით. ამ ბრენდის განათებები ცნობილია მაღალი PAR-ის გამომუშავებით, ენერგოეფექტურობითა და რეგულირებადი სპექტრით. Snakeray განათება შესაფერისია შიდა მებაღეობის სხვადასხვა აპლიკაციებისთვის. მაგალითად, SR 10000 Led Light PPFD0-ს აწვდის CO2-ით გაჯერებულ სივრცეებს, ხოლო SR 430 Led Light აღჭურვილია SAMSUNG-ის მებაღეობის ხაზის LM301B დიოდით.


HPS/MH ნათურები

HPS/MH ნათურა წლების განმავლობაში შიდა მებაღეობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო. გარდა ნათურების დიდი არჩევანისა, “გროუ გროუ”-ში ციფრული ბალასტის შეძენაც შეგიძლიათ. ციფრული ბალასტი კომპაქტური მოწყობილობაა, რომელიც უხმაუროდ მუშაობს და კონტროლირებად გამომავალ ძაბვას უზრუნველყოფს ნათურაზე.


განათების აქსესუარები გროუ გროუში

განათების პრემიუმ საკიდი

თუ გსურთ, რომ კანაფის თესლი კარგად გაიზარდოს და საუკეთესო მოსავალი მოგცეთ, გარდა განათებისა, საჭიროა შესაბამისი წვრილ-წვრილი აქსესუარი. “გროუ გროუში” შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ საკიდი, ნათურის ვაზნა, ქულთუბ რეფლექტორი და ა.შ.

ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია განათების არჩევისას


  • მცენარის ტიპი: სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული განათების მოთხოვნები აქვს. გამოიკვლიეთ მცენარეების სპეციფიკური საჭიროებები და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
  • ბიუჯეტი: გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ LED განათებას შეიძლება ჰქონდეს შედარებით მაღალი ფასი, ის ძალიან ენერგოეფექტურია და დიდ დატვირთვას უძლებს.
  • დაფარვის ზონა: განსაზღვრეთ თქვენი შიდა ბაღის ზომა და შეარჩიეთ განათება, რომელსაც შეუძლია ადეკვატურად დაფაროს მთელი ტერიტორია.
  • სითბოს მართვა: თუ იყენებთ ტრადიციულ HPS/MH განათებებს, დარწმუნდით, რომ გაქვთ სათანადო ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები, რათა სწორად მართოთ მათგან მიღებული სითბო.

კანაფის თესლების მაღაზია თბილისში მუდამ ცდილობს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს საკუთარ მომხმარებელს. ვახსენეთ რა, რომ უფრო მეტი ვართ, ვიდრე კანაფის მაღაზია და ჩვენთან ლედ განათების, გროუ ბოქსებისა და სხვადდასხვა მცენარის თესლების გარდა, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ წიწაკის სპრეი.


საბოლოო ჯამში, Virapspectra, Mars Hydro, Snakeray-ს ბრენდული პროდუქციითა და HPS/MH-ს ტრადიციული ხელსაწყოებით შეგიძლიათ იდეალური გარემო შექმნათ თქვენი ბაღისთვის. 

აუცილებლად ადევნეთ თვალყური თქვენი ნაყოფის პროგრესს და დაარეგულირეთ მცენარის განათება, რათა თქვენს ნარგავებს მუდამ ჯანსაღი და დაცული გარემო ჰქონდეთ.

დატოვე კომენტარი