წიწაკის სპრეი - Pepper Spray


ფასი:
Გასაყიდი ფასი35.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

  • შეფუთვა - 40 მილიგრამი
  • ტიპი - სპრე
  • გაფრქვევის დისტანცია - 2-3 მეტრი
  • შემადგენლობა - Petroleum LPG, Oleoresin capsicum Propan-2-ol
  • ვადა - 3 წელი
  • სიმაღლე X სიგანე - 8სმx3.5სმ

ბალონი არის მარტივად სატარებელი, როგორც ჯიბით, ასევე ჩანთით და საკმაოდ კომპაქტურია

გაფრთხილება* - მოარიდეთ ბავშვებს, მოარიდეთ ცეცხლს და ნუ გამოიყენებთ არამიზნობრივად

წიწაკის სპრეის შესახებ

ლაკრიმატორის - ნივთიერება, რომელიც ცრემლდენას იწვევს - შემცველი ნივთიერებების გამოყენებას დიდი ისტორია აქვს, მაგალითად, ამ ჯგუფიდან ყველაზე ცნობილი ცრემლსადენი გაზია, აღნიშნულის თანამედროვე ვერსიად  კი წიწაკის სპრეი მიიჩნევა. 

წიწაკის სპრეი, სხვაგვარად OC (Oleoresin Capsicum) ანუ კაფსულის ოლეორეზინი არალეტალური ქიმიური თავდაცვის საშუალებაა

წიწაკის, იგივე თავდაცვის სპრეი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ თვალებთან, ცხვირთან და კანთან შეხებისას მომენტალურად იწყებს ძლიერი წვის შეგრძნებას, ცრემლდენას, ხველას. ეს ეფექტი, როგორც წესი, დროებითა, დაახლოებით 15-დან 45 წუთამდე გრძელდება. 

ის გავრცელებულია, როგორც ინდივიდუალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ასევე გამოიყენება სახელმწიფო თავდაცვის სტრუქტურებში ეჭვმიტანილების დასამორჩილებლად  და მისგან მომავალი პოტენციური საფრთხის ასაცილებლად. შესაბამისად, წიწაკის სპრეი თავდაცვას გარანტირებულს ხდის.

დადასტურებულია, რომ წიწაკის სპრეი ადამიანის ჯანმრთელობას სავალალო ზიანს არ აყენებს და როგორც აღინიშნა, მხოლოდ დროებითი მოქმედება აქვს. ეს არის პროდუქტი, რომელიც თავისი ზომისა და წონის გათვალისწინებით, მარტივად მობილურია - შეგიძლიათ ატაროთ ჩანთით, დაკიდოთ გასაღებზე ან ჯიბეზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მოცულობა მორგებულია ხელის გულის სავარაუდო ზომას, რაც მას მარტივად გამოსაყენებელს ხდის. GrowGrow-ში წარმოდგენილია 40 მილიგრამიანი წიწაკის სპრეი, რომლის სიგანე და სიმაღლე 8სმx3.5სმ-ია. ეს მოდელი ვარგისია 3 წლის განმავლობაში.

წიწაკის სპრეის გამოყენების წესები

  • წიწაკის სპრეი ადვილად მისაწვდომ ადგილას შეინახეთ - დაკიდეთ ჩანთაზე ან გასაღებზე, რადგან სწრაფი რეაგირება შეძლოთ;

  • სასურველია, რომ სპრეი დომინანტ ხელში დაიჭიროთ. ამის შემდეგ, ცერა თითი ღილაკს დაადეთ, დანარჩენი კი მოწყობილობას მაგრად შემოჰხვიეთ;
     
  • გამომდინარე იქიდან, რომ სპრეის გაფრქვევის მანძილი 2-3 მეტრია, გამოყენებამდე 1-დან 2 მეტრამდე დისტანციით დადექით;

  • საფრთხის შემთხვევაში დაუმიზნეთ სახეს, კონკრეტულად კი თვალებსა და ცხვირს, რადგან ყველაზე მგრძნობიარე სწორედ ეს ადგილებია;

  • სწრაფად გაეცალეთ ადგილს, რადგან შესაძლოა ჰაერში გავრცელებულმა სპრეიმ თქვენზეც იმოქმედოს და იპოვეთ უსაფრთხო ადგილი. 

იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი უსაფრთხოება, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • არ გამოიყენოთ შიდა სივრცეებში, რადგან სპრეის გავლენა გავრცელდება არა მხოლოდ სამიზნე ადამიანზე, არამედ უშუალოდ თქვენზეც. ამასთანავე, ჩაკეტილ ადგილას ქიმიური გამღიზიანებელი უფრო მეტხანს ჩერდება, შესაბამისად მისი მოქმედების ეფექტიც უფრო ხანგრძლივი იქნება;

  • გახსოვდეთ, რომ წიწაკის სპრეი განკუთვნილია ერთი პოტენციური თავდამსხმელის მოსაგერიებლად. თუ რამდენიმეს წინაშე აღმოჩნდებით, არ არსებობს გარანტია, რომ ყველაზე ერთი ეფექტი ექნება და შესაძლოა, მათ წინაშე დაუცველი გახდეთ;

  • წიწაკის სპრეი არ გამოიყენოთ ბავშვების ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების წინააღმდეგ;

  • მოარიდეთ ცეცხლს და ნუ გამოიყენებთ არამიზნობრივად.

სად იყიდება წიწაკის სპრეი

თუ გსურთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და  გაინტერესებთ სად იყიდება წიწაკის სპრეი, გეტყვით, რომ მისი შეძენა GrowGrow-ს გროუშოპებში როგორც ფიზიკურ ლოკაციებზე, ისე ონლაინ არის შესაძლებელი.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი