ფილტრები

-

სასუქები

114 პროდუქტი

ნაჩვენებია 73 - 96 / 114 პროდუქტიდან

ნაჩვენებია 73 - 96 / 114 პროდუქტიდან
ხედი
pH Perfect Micro - Advanced Nutrients
pH Perfect Micro - Advanced Nutrients
Გასაყიდი ფასი20.00 ₾
Jungle Juice Grow - Advanced Nutrients
Jungle Juice Grow - Advanced Nutrients
Გასაყიდი ფასი35.00 ₾
CANNAZYM
CANNAZYM
Გასაყიდი ფასი25.50 ₾
Jungle Juice Bloom - Advanced Nutrients
Jungle Juice Bloom - Advanced Nutrients
Გასაყიდი ფასი35.00 ₾
Top Vulcan
Top Vulcan
Გასაყიდი ფასი45.00 ₾
Pro Organic Duo - პრო ორგანიკ დუო
Pro Organic Duo - პრო ორგანიკ დუო
Გასაყიდი ფასი18.00 ₾
Green House Feeding - Booster PK+
Green House Feeding - Booster PK+
Გასაყიდი ფასი25.00 ₾
Green House სასუქი ჰიბრიდებისთვის
Green House სასუქი ჰიბრიდებისთვის
Გასაყიდი ფასი15.00 ₾
Green House Feeding - გრინ ჰაუს საკვები
Green House Feeding - გრინ ჰაუს საკვები
Გასაყიდი ფასი15.00 ₾
CANNABOOST Accelerator
CANNABOOST Accelerator
Გასაყიდი ფასი80.70 ₾
ტრიპარტ სეტი (FloraTrio)
ტრიპარტ სეტი (FloraTrio)
Გასაყიდი ფასი18.00 ₾
Big Bud Dry - Advanced Nutrients
Big Bud Dry - Advanced Nutrients
Გასაყიდი ფასი18.00 ₾
Superguano
Superguano
Გასაყიდი ფასი60.00 ₾
Kool Bloom  Dry
Kool Bloom Dry
Გასაყიდი ფასი12.00 ₾
2.77 EC Standard Calibration Solution
2.77 EC Standard Calibration Solution
Გასაყიდი ფასი12.00 ₾
CANNA Terra Vega
CANNA Terra Vega
Გასაყიდი ფასი25.00 ₾
Bio Nova pH Down
Bio Nova pH Down
Გასაყიდი ფასი63.00 ₾
Liquid Silicon
Liquid Silicon
Გასაყიდი ფასი32.00 ₾
უტრიმაქსი - Utrimax
უტრიმაქსი - Utrimax
Გასაყიდი ფასი6.00 ₾
CANNA CALMAG AGENT
CANNA CALMAG AGENT
Გასაყიდი ფასი45.00 ₾
DualPart Coco Trio Set
DualPart Coco Trio Set
Გასაყიდი ფასი115.00 ₾
pH Perfect Connoisseur Bloom ნაწილი A - Advanced Nutrients
pH Perfect Connoisseur Bloom ნაწილი A - Advanced Nutrients
Გასაყიდი ფასი34.95 ₾
pH Perfect Connoisseur Bloom ნაწილი B - Advanced Nutrients
pH Perfect Connoisseur Bloom ნაწილი B - Advanced Nutrients
Გასაყიდი ფასი34.95 ₾

რა არის სასუქები

ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მცენარეებს ზრდისა და განვითარებისათვის ესაჭიროება ნუტრიენტები ეწოდება. ეს ნუტრიენტები კი მნიშვნელოვანი კომპონენტია სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესებისათვის, მაგალითად, ფოტოსინთეზის, უჯრედების გაყოფისა და ისეთი აუცილებელი მოლეკულების ფორმირებისათვის, როგორებიცაა, დნმ და ცილები.

სასუქი სწორედ ნუტრიენტების ერთობლიობაა და ის იმ ნივთიერებათა ნარევს წარმოადგენს, რომელიც ნიადაგის განოყიერებისა და საკვები ნივთიერებების საჭირო ოდენობით შევსებას უზრუნველყოფს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნივთიერებათა ნაზავი ნიადაგის ბუნებრივ ნაყოფიერებას აძლიერებს და ავსებს მას საჭირო მინერალებით.

როგორც წესი, ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის ისეთი კომპონენტები, რომლებიც მცენარეებს ზრდისა და განვითარებისათვის სჭირდება, მაგალითად, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა, თუთია და სხვა.

როგორ შევარჩიოთ მცენარის შესაბამისი სასუქი

მცენარისათვის (მათ შორის კანაფის თესლებისთვის) სწორი საკვები ნივთიერებების შერჩევა მისი ზრდა განვითარებისათვის გადამწყვეტია. აღსანიშნავია, რომ საჭირო საკვები ნივთიერებები შესაძლოა განსხვავდებოდეს მცენარის ტიპის, მისი ზრდის სტადიისა თუ ნიადაგის პირობების მიხედვით.

მცენარეებს ერთმანეთისაგან განსხვავებული საჭიროებები აქვთ, შესაბამისად სხვადასხვა სახისა და რაოდენობის სასუქი ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად გაიგეთ თქვენი მცენარეების სპეციფიკური საჭიროებები, მაგალითად, საკვები ნივთიერებებისა და PH პრეფერენციები, ზრდის ეტაპები და ა.შ.

საკვები ნივთიერებების საჭიროების სწორად განსასაზღვრად სასურველია თუ ნიადაგის ტესტს ჩაატარებთ, რაც დეფიციტური მინერალების გამოვლენის შესაძლებლობას მოგცემთ. გახსოვდეთ, რომ ნიადაგის რეგულარული მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ამით აღმოაჩენთ, როგორც ნაკლოვანებებს, ისე ჭარბ ნივთიერებებს.

მნიშვნელოვანია ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა. მაგალითად, ფოსფორი ხელს უწყობს ფესვების განვითარებასა და ზრდას. კალიუმი კი აძლიერებს მცენარის უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს მავნებლებსა და დაავადებებს. რაც შეეხება აზოტს, ეს უკანასკნელი უნდა გამოიყენოთ მაშინ, როცა მცენარე მნიშვნელოვნად გაიზარდა ან დაიწყო ყვავილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აზოტის ჭარბი რაოდენობა შეამცირებს ნაყოფიერებას.

ამის შემდგომ შეგიძლიათ შეიძინოთ სასუქი, რომელიც გაჯერებულია იმ კონკრეტული ნივთიერებებით - ფოსფორი, აზოტი, კალიუმი და ა.შ. - რომლის ნაკლებობასაც ნიადაგი განიცდის.

GrowGrow-ს გროუშოპებში ხელმისაწვდომია სასუქები სხვადასხვა ტიპის მცენარეებისა და საჭიროებებისათვის. აღსანიშნავია, რომ აქ წარმოდგენილია პროდუქტები, როგორც გამოცდილი, ისე დამწყები გროუერებისათვის.

ხშირად დასმული კითხვები

სასუქები ხელმისაწვდომია, როგორც მშრალი, ისე სითხის სახით. მშრალი გულისხმობს  ფხვნილს ან კრისტალების ფორმის ნივთიერებას, ხოლო სითხე წყალში ნაზავის შედეგად მიღება.  ასე, რომ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ.

გამოყენებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მცენარის განვითარების რომელ სტადიაზე უნდა გამოიყენოთ სასუქი. თუ ამ საკითხს ბოსტნეულის მაგალითზე განვიხილავთ, მაშინ კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი სასუქით უნდა განოყიერდეს გადანერგვიდან 3 კვირაში,  ხოლო ბარდა, ლობიო, წიწაკა და კიტრი ყვავილობის დაწყების შემდეგ. 

მიწის განოყიერებისათვის სეზონი ყურადღებით შეარჩიეთ. ზოგადა, ეს პროცესი ადრეულ გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში ხდება, როდესაც მცენარეების ზრდის აქტიურ ფაზაშია. მოერიდეთ გვიან სეზონურ განაყოფიერებას. 

სასუქის გამოყენების შემდეგ, ტერიტორია კარგად მორწყეთ. ეს ხელს შეუწყობს ნივთიერებების დაშლასა და მცენარის ფესვებში გადატანას. გაითვალისწინეთ, რომ წყლის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა სასუქი გადარეცხოს. 

იმ შემთხვევაშიც კი თუ სასუქს აქტიურად იყენებთ, რეგულარულად აკონტროლეთ მცენარეები და ნიადაგი დეფიციტური ან ჭარბი ნივთიერებების გამოსავლენად.

ბიო სასუქები

ბიო სასუქები ბიოლოგიური პროდუქტებია, რომელიც ისეთ ცოცხალ მიკროორგანიზმებს შეიცავს, როგორებიცაა: ბაქტერიები, სოკოები ან წყალმცენარეები. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური სასუქი საკვები ნივთიერების პირდაპირი წყარო არ არის.  სამაგიეროდ, ის მცენარეს აძლიერებს და ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების მაქსიმალური ათვისების უნარს აძლევს. 

მინერალური სასუქები

მინერალური სასუქები სინთეზური ან ბუნებრივად წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც მცენარეებს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფენ და მოიცავს ისეთ ნუტრიენტებს, როგორებიცაა აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და სხვა.  როგორც წესი, მინერალური სასუქები არაორგანული წყაროებიდან მიიღება.

სასუქების მთავარი უპირატესობა ნიადაგის გაუმჯობესებული მდგომარეობაა. გამომდინარე იქიდან, რომ ბიოსასუქები სასარგებლო მიკროორგანიზმებს შეიცავს, მათ ხარჯზე უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა და იზრდება ორგანული ნივთიერებების შემცველობა.  ამასთანავე, მცენარის მიერ მინერალების უკეთ ათვისება ხდება, რად მნიშვნელოვნად ზრდის ნაყოფიერებას. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასუქები აძლიერებს მცენარის წინააღმდეგობას პათოგენებისა თუ მავნებლების მიმართ და ამცირებს ქიმიური პესტიციდების საჭიროებას. საბოლოოდ კი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

მომხმარებელთა მხარდაჭერა

03 2 500 420

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

support@growgrow.ge

Recently viewed