CANNABOOST Accelerator


მოცულობა: 0.25L
ფასი:
Გასაყიდი ფასი80.70 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

CANNABOOST Accelerator მცენარის მეტაბოლიზმს უწყობს ხელს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საკვები ნივთიერებების შეწოვა მცენარის ჯანმრთელობასა და მეტაბოლიზმის სიჩქარეზეა დამოკიდებული. CANNABOOST სპეციალურად შექმნილია მოკლე ციკლის მქონე მცენარეთა ჯიშებისთვის.

CANNABOOST Accelerator-ის უპირატესობები:

  • უკეთესი მოსავალი.

  • CANNABOOST ახალი ყვავილების განვითარებას უწყობს ხელს. ამის გამო, ნაყოფი ჩვეულებრივზე უფრო ხშირი და მძიმე შეიძლება გამოვიდეს. ვინაიდან ნაყოფის მომწიფებაც უფრო ეტაპობრივად მიმდინარეობს, ეს უფრო ერთგვაროვან მოსავალს იძლევა. CANNABOOST უკეთესი გემოსა და არომატის მქონე მოსავლის გარანტიაა. 

  • თავსებადია ყველა მზარდ მედიუმსა და სუბსტრატთან

  • CANNABOOST უნივერსალური ყვავილობის სტიმულანტია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ მზარდ სისტემასთან და ნებისმიერ სასუქთან კომბინაციაშია შესაძლებელი. CANNABOOST შეგიძლიათ პირდაპირ სუბსტრატში მოათავსოთ, ან მიასხუროთ ფოთლებს სპრეის სახით. ამ შემთხვევაში, მცენარე სტიმულანტის ათვისებას პირდაპირ ფოთლებიდან შეძლებს.

  • კიდევ უფრო მაღალი მოსავალი PK 13/14-თან ერთად გამოყენების შემთხვევაში. 

  • CANNABOOST არ არის საკვები საშუალება; ეს პროდუქტი დანამატია რომელიც მცენარის ფოტოსინთეზს ეხმარება (მეტაბოლიზმის შემადგენელი ერთ-ერთი რეაქცია). ეს ნაყოფის მალე გაზრდას ემსახურება. საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია CANNABOOST-ით ოპტიმალური შედეგების მისაღწევად.

    CANNA-ს კვებით გარანტირებულია ყველა საკვები ნივთიერების ხელმისაწვდომობა. CANNA კვების გამოყენებით CANNA PK 13/14-თან ერთად კიდევ უკეთესი შედეგების მიღწევაა შესაძლებელია. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ PK 13/14 მცენარეს დამატებით ყვავილობის ელემენტებს აწვდის, ხოლო CANNABOOST ამ ელემენტების გამოსაყენებლად საკმარისი ენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს.

უკეთესი მომწიფების პერიოდი და გაძლიერებული იმუნური სისტემა:

CANNABOOST შეიცავს ყვავილობის სტიმულანტებს, რომელიც ხელს უწყობს მომწიფებას. ის ასევე შეიცავს ყვავილობის რეგულატორებს, რომლებიც ერთგვაროვან განაყოფიერებას ეხმარება და უფრო მსხვილ ყვავილებს უყალიბებს მცენარეს. გაუმჯობესებული ენერგეტიკული რეგულაციის წყალობით, მცენარე უკეთ უმკლავდება დაავადებებს, რომლებიც ხშირად მოსავალს ანადგურებს.

გამოყენების ინსტრუქციები:

  • კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენებამდე.
  • დოზირება: გამოიყენეთ 1:500 ხსნარი (20მლ ყოველ 10 ლიტრ წყალზე) როგორც კი ყვავილები დაიწყებს ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მძლავრი ყვავილობისთვის, გახსენით 1:250 (40მლ ყოველ 10 ლიტრ წყალზე).
  • არ არის თავსებადი წყალბადის ზეჟანგის (H202) შემცველ პროდუქტებთან. 
  • გამოიყენეთ ხსნარი გაზავებიდან არაუგვიანეს 4 დღის განმავლობაში. 
  • CANNABOOST-ის მიწოდება შესაძლებელია ხელით, წვეთოვანი მორწყვით ან ფოთლებზე სპრეის სახით შესხურებით. 

შენახვის, ჯანსაღი და უსაფრთხო გამოყენების წესები და სხვა მითითებები:

  • გამოიყენეთ CANNABOOST ჩვეულებრივ სასუქთან ერთად. 
  • შეინახეთ ბნელ და ყინვაგამძლე ადგილას .
  • მოარიდეთ ბავშვებს.

გარანტია

ბოთლი დამზადებულია პოლიეთილენისგან (PVC და კადმიუმის გარეშე), ადვილად ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი პლასტმასისგან.

შეგახსენებთ, რომ GrowGrow-ს გროუ შოპი თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში არის ხელმისაწვდომი

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი