Green House Feeding - Booster PK+


მოცულობა: 50გრ
ფასი:
Გასაყიდი ფასი25.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

Booster PK+


NPK: (აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის თანაფარდობა): 0-30-27

ეს დანამატი ფოსფორს, მაგნიუმს, კალიუმსა და მიკრონუტრიენტებს აწვდის მცენარეს, რაც მას მეტი ფისოვანი მასის (resin) გამოყოფაში და უფრო ხშირი ყვავილების ფორმირებაში ეხმარება. 

Green House საკვები ფხვნილი, კალციუმი და ბუსტერი ერთად მცენარისთივს სპეციფიურ საკვებ ნივთიერებებს ქმნის, ჯანსაღი და ნაყოფიერი მცენარეებისთვის.

PK Booster-ში მაგნიუმი და მიკროელემენტებია დამატებული, რათა თანაფარდობების დისბალანსის შემთხვევაში ფოსფორისა და კალიუმის შეწოვა არ შეფერხდეს.

მცენარეს თავისი სრული გენეტიკური პოტენციალის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ყველა ელემენტი კარგადაა დაბალანსებული. 

 

რეკომენდირებული დოზა თითო ლიტრ წყალზე:

ყვავილობის მეოთხე კვირა: 0.2-0.3გ (გამტარობას 0.5 mS-ით ზრდის)

ყვავილობის მეხუთე კვირა: 0.3-0.4გ (გამტარობას 1.0 mS-ით ზრდის)

ყვავილობის მეექვსე კვირა: 0.3-0.4გ (გამტარობას 1.5 mS-ით ზრდის)

ყვავილობის მეშვიდე კვირა: 0.4-0.5გ (გამტარობას 2 mS-ით ზრდის) (ბოლო დოზა ინდიკასთვის)

ყვავილობის მერვე კვირა: 0.4-0.5გ (გამტარობას 2 mS-ით ზრდის)

ყვავილობის მეცხრე კვირა: 0.4-0.5 გ ((გამტარობას 2 mS-ით ზრდის) (ბოლო დოზა ჰიბრიდებისთვის, ამის შემდეგ დაიწყეთ ფესვების გამორეცხვა).

ამ დოზის მიცემა განაგრძეთ სატივასთვის, რომელსაც გრძელი ყვავილობის პერიოდი აქვს. მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე შეწყვიტეთ და გადადით ფესვების გამორეცხვაზე.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი