რა არის მაღალი THC-ის მქონე კანაფის თესლი?
მაღალი THC-ის შემცველობის მქონე კანაფის თესლი არის ისეთი ჯიშის კანაფის მარცვალი, რომლისგანაც გაზრდილი მცენარე გამოირჩევა ფსიქოაქტიური ნივთიერების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაღალი კონცენტრაციით.
THC არის ძირითადი კანაბინოიდი, რომელიც პასუხისმგებელია მარიხუანას ფსიქოტროპულ ეფექტზე. ასეთი თესლებისგან მიღებული მოსავალი, სწორედ THC-ის მაღალი შემცველობის გამო, რეკრეაციული ან სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება.
მსოფლიოში არსებობს კანაფის თესლების ჯიშების ფართო სპექტრი, რომელთა THC-ის დონე მერყეობს 10%-დან 30%-მდე და ზოგჯერ მეტიც. რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით ძლიერია მისი ზემოქმედება ფსიქიკაზე.
მაღალი THC-ის შემცველობის თესლებისგან განსხვავებით, არსებობს ასევე კანაფის ისეთი ჯიშები, რომლებშიც ეს ნივთიერება მინიმალური რაოდენობითაა ან საერთოდ არ გვხვდება და რომლებიც სამრეწველო დანიშნულებით, მაგალითად CBD ზეთის მისაღებად გამოიყენება.