OG Kush Auto


თესლის რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი35.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

OG Kush Auto - ფასტბადსის პროდუქტი

  • ერთ-ნაფაზიანი საოცრება. ძალიან ძლიერი და გრძელვადიანი ეფექტები, სამკურნალო თვისებებით.

  • კლასიკური შტამის გაუმჯობესებული ვერსია. კალიფორნიული მემკვიდრეობა გაუმჯობესებული ტერპენას პროფილით.

  • შეუდარებლად გამძლე. დაუჯერებელი მოსავალი ნებისმიერ კლიმატში. 
  • შესანიშნავი სიმკვეთრე. უმძაფრესი ციტრუსის, ფიჭვის და მიწიერი არომატები.
  • ძლიერი ჰიბრიდი. ამ კლასიკური ჯიშის ავტო ვერსია 550გრ/მ2 მოსავალს ისხამს სულ რაღაც 65 დღეში. 

Fast Buds Originals-ის ყველაზე მძლავრი ავტომოყვავილეა. მისი გაზრდა ძალიან ადვილია, ამიტომ დამწყებებისთვის ეს შტამი იდეალური არჩევანია. OG Kush Auto-ს შესანიშნავი ტერპენას პროფილი აქვს ფიჭვისა და ციტრუსის არომატებით. მისი 23%მდე THC შემადგენლობა სერიოზულ კონკურენციას უწევს ნებისმიერ სხვა ჯიშს პოტენტურობაში. მისი ძლიერი და დამაძინებელი გავლენის გამო, მისი მოწევა მაღალი ამტანობის ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული, ან მათთვის, ვისაც გრძელვადიანი ეფექტები და ტახტზე კოტრიალი უყვარს. 

მისი ეფექტები

ამ მცენარის ეფექტები დაუჯერებლად ძლიერია და სუსტი ამტანობის ხალხისთვის არაა განკუთვნილი. OG Kush Auto ნელ, ფიზიკურად მძიმე და ძალიან დიდხნიან გამოცდილებას გპირდებათ. დიდი რაოდენობით მოწევას შეუძლია დაგაძინოთ, ამიტომ, უძილობით დატანჯული ადამიანისთვის OG Kush Auto ნამდვილი განძია. 

გარეგნობა

Original Auto O.G Kush-ს თხელი ტოტები და მოკლე კვანძთაშორისი სივრცე ახასიათებს. ინდიკას გავლენის დამსახურებით, ბუჩქი საშუალოდან მაღალია და 450-550გრ/მ მოსავალს ისხამს 63 დღის განმავლობაში. ახალბედა გროუერები მისი მოვლის სიმარტივით დატკბებიან. მცენარე ერთ დიდ კოლას და თხელ, გრძელ ტოტებს ისხამს. 

რჩევები გაზრდისთვის

აღნიშნული კანაფის კაკლების ეზოში გაზრდის შემთხვევაში - სიფრთხილე გმართებთ. ყვავილობისას ამ ჯიშის ტერპენები ძალიან მკვეთრ, მეზობლებისთვის შესამჩნევ სუნს გამოყოფენ. O.G Kush Auto-ს გაზრდა ცივ კლიმატშიც შეგიძლიათ, რადგანაც მცენარე მიჩვეულია ცივ კალიფორნიულ ღამეებს. ინდიკას გენეტიკის გამო, მცენარეს ბევრი კვება სჭირდება, ამიტომ დროდადრო ნუტრიენტების ხსნარის გაძლიერება მოგიწევთ. 

OG Kush Auto-ს გემო

O.G Kush Auto-ს გემო ფიჭვის, ციტრუსის და მიწიერი არომატების მიქსია.

შეგახსენებთ, რომ GrowGrow-ს თესლების მაღაზია ხარისხიანი პროდუქციის ფართო არჩევანს გთავაზობთ

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი