BOCHI Feminized - ბოჩი ფოტოპერიოდული

  • ფასდაკლება
  • Regular price 35.00 ₾


Bochi Feminized from Caucasian Seeds


საქართველოს რეგიონებს შორის, იმერეთი მაღალგანვითარებული სამეურნეო და მატერიალური კულტურით გამოირჩევა. სპეციფიკურმა ჰავამ, საუკუნეების მანძილზე, იმერეთში უზრუნველყო ისეთი უნიკალური ჯიშის ყურძნის და აგრო კულტურების ზრდა-განვითარება, რომლებმაც საქართველოს სხვა კუთხეებში ფეხი ვერ მოიკიდა. 

კავკასიონის ქედით და მესხეთის მთათა სისტემით გარშემორტყმულ, უამრავი მინერალური წყლით და მდინარის შენაკადით ნაკვებ ნიადაგში, ბუნებრივია, რომ კანაფიც განსაკუთრებულად პოტენტური და უხვმოსავლიანი იზრდება. 

საუკუნეების მანძილზე გამოწრთობილი იმერული კანაფის ჯიშის LSD შტამთან შეჯვარებით, დაიბადა “ბოჩი”, რომელიც სრულად ავლენს აქტიური ნივთიერებების ეფექტს და საგრძნობლად უფრო კეთილშობილი გემოთი და არომატით იწონებს თავს. 

LSD-ის, წყლის დიდი და ბევრი ულუფა უყვარს. აგრესიულად სწრაფი და ინტენსიური ყვავილობის გამო, რეკომენდებულია სხვა ჯიშებთან შედარებით, მისი უფრო ხშირად გამოკვება. ეს მახასიათებელი, გენეტიკურად, ასევე ერგო “ბოჩის”; მისი მოვლის დროსაც, უმჯობესია, არ დაგენანოს წყალი, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, აკონტროლო აზოტის შემცველობა, ვინაიდან აზოტის მაღალ დონეს ეს ჯიში დიდად არ წყალობს. 

ბოჩი - ძველი ქართული, წარმართული ღვთაება, რომელიც თამამად დააბიჯებს კავკასიონის ქედის კლდოვან მასივებზე. ბოჩი მესაქონლეობის და მოსავლიანობის მფარველად მიიჩნევა. 

დიდი მოსავლის მიმართ მიდრეკილება, ღვთაებისგან პირდაპირ დაენათლა მისი სახელის მქონე კანაფის ჯიშს. ზრდის ადრეულ პერიოდში, ნერგის შეკავება, დაბმა, შეზღუდვა, მნიშვნელოვნად ავითარებს საყვავილე ზონებს და აუმჯობესებს სინათლის გადანაწილებას ღეროს სიმაღლეზე; ეს კი - კიდევ უფრო მსუყე ნადავლს ნიშნავს შენთვის.

გამოსცადე უხვმოსავლიანი ბოჩის ჭეშმარიტად ღვთაებრივი, ანტიგრავიტაციული ძალა!

 

შტამი: ფემინიზირებული
THC: 24%
CBD: დაბალი
მოსავალი ბოქსში: 200 - 450გრ/მ²
მოსავალი გარეთ: 750 - 1000გრ/მცენარე
სიმაღლე ბოქსში: 80 - 160სმ
სიმაღლე გარეთ: 110 - 280 სმ
ყვავილობის დრო: - 10 კვირა
მოსავლის აღების დრო: ოქტომბერი
გენეტიკა: Imereti x LSD
სახეობა:
სატივა 30% ინდიკა 70%
ეფექტი:

ფიზიკური რელაქსაცია, 

ეიფორიული, ამაღლებული,
კარგი განწყობა

კლიმატი:
თბილი
არომატი:
ფიჭვი, ციტრუსი