ჰიდროფონიკა VS ნიადაგი: რომელია უკეთესი მცენარეებისთვის
0 კომენტარი

ბაღის მოვლა და მცენარეების მოყვანა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰობია მსოფლიოში. ხშირად ჩნდება კითხვა - რა არის უკეთესი მცენარეებისთვის, ნიადაგში მოყვანის ტრადიციული მეთოდი თუ თანამედროვე ჰიდროფონიკა? 

ამ სტატიაში შევადარებთ ამ ორ მიდგომას და განვიხილავთ თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებს.

ნიადაგი, როგორც ბუნებრივი სუბსტრატი მცენარეებისთვის

ნიადაგი წარმოადგენს რთულ ნარევს, რომელიც შედგება მინერალური ნაწილაკებისგან, ორგანული ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმებისგან. 

ნიადაგი - ბუნებრივი სუბსტრატი

სწორედ ამ კომპონენტების წყალობით, ის უზრუნველყოფს მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა ელემენტით.

მინერალური ნაწილაკები, როგორიცაა ქვიშა, თიხა და ლამი, ქმნიან ნიადაგის სტრუქტურას და განაპირობებენ მის ფიზიკურ თვისებებს. ორგანული ნივთიერებები კი, როგორიცაა მაგალითად ტორფი, აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას, და აერაციას.

ნიადაგში მცხოვრები მიკროორგანიზმები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს. ისინი შლიან ორგანულ ნივთიერებებს და გარდაქმნიან მცენარისთვის მისაღებ ფორმებად. გარდა ამისა, ზოგიერთი მიკროორგანიზმი ეხმარება მცენარეს დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორ შევარჩიოთ ნიადაგი მცენარეებისთვის

ნიადაგის სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია მცენარის ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეარჩიოთ საუკეთესო ნიადაგი თქვენი მცენარეებისთვის:

  • გაითვალისწინეთ მცენარის ტიპი - სხვადასხვა სახეობის მცენარეს განსხვავებული მოთხოვნები აქვს ნიადაგის მიმართ. ზოგი საჭიროებს კარგად დრენირებად, ქვიშნარ ნიადაგს, ხოლო ზოგიც - მძიმე, ნოყიერს.

  • შეამოწმეთ pH დონე - უმეტეს მცენარეს pH 6.5-7.5 დიაპაზონი ესაჭიროება. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც რომლებიც pH 4.5-5.5-ზე უკეთესად იზრდებიან.

  • საჭიროა კარგი დრენაჟი - ნიადაგმა ადვილად უნდა გაატაროს ჭარბი წყალი, რათა არ მოხდეს ფესვების დალპობა. ამისთვის შეგიძლიათ მას შეურიოთ ქვიშა, პერლიტი ან კერამზიტი დრენაჟი.
    კერამზიტი დრენაჟი
  • შეამოწმეთ მისი სტრუქტურა - იდეალური ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, ჰაეროვანი და ადვილად უნდა იშლებოდეს ხელში. იგი არ უნდა იყოს ძალიან მკვრივი და თიხნარი.
  • აირჩიეთ ნაყოფიერი ვარიანტი - კარგი ნიადაგი უნდა შეიცავდეს საკმარის რაოდენობის ორგანულ ნივთიერებებს და მიკროელემენტებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპოსტი, ბიოჰუმუსი და სხვა ორგანული სასუქები.
  • გამოიყენეთ სასუქები მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით და მხოლოდ ვეგეტაციის პერიოდში.
  • ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას - ზოგიერთი მცენარე, მაგალითად ხახვი და სტაფილო, უკეთ იზრდება გრილ ნიადაგში (15-20°C), ხოლო პომიდორი და ბადრიჯანი თბილ ნიადაგს ამჯობინებენ (20-30°C). ამაში კი ჰაერის ტემპერატურის საზომი დაგეხმარებათ.
    ჰაერის ტემპერატურის საზომი

Grow Grow-ს გროუშოპებში და ონლაინ მაღაზიებში წარმოდგენილი მაღალი ხარისხის სუბსტრატები და ნიადაგის ნარევები სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის შექმნილი. 

ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ იდეალური პროდუქტი ნებისმიერი ტიპის მცენარისთვის - იქნება ეს ყვავილები, ხე-მცენარეები, ბოსტნეული, მწვანილი.

თუ თქვენი მცენარეებისთვის მაღალი ხარისხის სუბსტრატს ეძებთ, გირჩევთ ორი შესანიშნავი პროდუქტი განიხილოთ - "გორილა სოილი" და "დედა მიწა".

"გორილა სოილი - Gorilla Soil"

"გორილა სოილი - Gorilla Soil" არის 100% ორგანული, პროფესიონალური, პრემიუმ კლასის მიწა. მას აქვს იდეალურად შერჩეული შემადგენლობა, რომელიც მოიცავს პერლიტსა და ტორფს. ეს კომპონენტები უზრუნველყოფენ ოპტიმალურ ტენიანობას, აერაციასა და დრენაჟს, რაც ხელს უწყობს მცენარის ფესვების ჯანსაღ ზრდას.

გორილა სოილი - Gorilla Soil

"გორილა სოილი" არის ერთ-ერთი საუკეთესო სუბსტრატი, რომელიც გარანტირებულად იძლევა შესანიშნავ შედეგებს მოკლე დროში - პათოგენების, სარეველებისა და მავნებლების გარეშე.

"დედამიწა - Earth Soil"

მეორე პროდუქტი, რომელსაც გთავაზობთ, არის "დედამიწა - Earth Soil" - 100% ნატურალური, უმაღლესი ხარისხის სუბსტრატი რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა. ის გამდიდრებულია ყველა საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტით, რაც უზრუნველყოფს მცენარის ოპტიმალურ ზრდას და განვითარებას მთელი სავეგეტაციო ციკლის განმავლობაში.

დედამიწა - სუბსტრატი

"დედამიწის" უნიკალური შემადგენლობა მოიცავს ჭიაყელების ვერმიკომპოსტს, გადამუშავებულ შავი ტყის მიწას და სტერილურ პერლიტს. ამ კომპონენტების ჰარმონიული შერწყმა ქმნის იდეალურ პირობებს ნებისმიერი ტიპის მცენარისთვის - იქნება ეს ოთახის ყვავილები, ხეხილი თუ ბოსტნეული. 

მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ის დაბალანსებული მჟავიანობისაა და არ საჭიროებს დამატებით სასუქებს - საუკეთესო შედეგის მიღწევა შესაძლებელია ქიმიური დანამატების გარეშე.

ამრიგად, თუ გსურთ, რომ ჯანსაღი მცენარე მიიღოთ, არჩევანი გააკეთეთ "გორილა სოილზე" ან "დედამიწაზე" - ეს სუბსტრატები აუცილებლად გაამართლებენ თქვენს მოლოდინს და უზრუნველყოფენ მაქსიმალურ შედეგს.

გახსოვდეთ, სწორად შერჩეული ნიადაგი თქვენს მცენარეს ჯანსაღი ზრდისა და ხარისხიანი მოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.

მცენარის გადარგვა ნიადაგში

მცენარის გადარგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მისი მოვლის პროცესში. გადარგვის დროს მცენარე გადააქვთ პატარა ქოთნიდან უფრო დიდ ქოთანში ან პირდაპირ გრუნტში. 

ეს პროცესი აუცილებელია მაშინ, როცა ფესვები სრულად ავსებენ ქოთანს და განვითარებისთვის მეტი სივრცე სჭირდებათ.

გადარგვისას მნიშვნელოვანია სწორი ნიადაგის შერჩევა. როგორც აქამდე აღვნიშნეთ იგი უნდა იყოს ფხვიერი, კარგად დრენირებადი და შეიცავდეს ყველა საჭირო ნივთიერებას. არსებობს სპეციალური ნარევები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული მცენარეებისთვის.

T.A ორგანული ნიადაგი

მცენარის გადარგვის პროცესი ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რათა არ დაზიანდეს მისი ფესვთა სისტემა. მნიშვნელოვანია მცენარის გადარგვა იმავე სიღრმეზე, რა სიღრმეზეც იგი იზრდებოდა მანამდე. გადარგვის შემდეგ მიწა კარგად უნდა მოირწყას და მცენარეს მიეცეს ადაპტაციის საშუალება.

ჰიდროფონიკა - ინოვაციური მიდგომა მცენარეების მოყვანაში

ჰიდროფონიკა არის მცენარეების უნიადაგოდ მოყვანის თანამედროვე მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებისას მცენარის ფესვები იზრდება არა ნიადაგში, არამედ ინერტულ სუბსტრატში - პერლიტი, ქვიშა, ქოქოსის ბოჭკო და სხვა. ეს სუბსტრატები არ შეიცავენ საკვებ ნივთიერებებს და მხოლოდ საყრდენის ფუნქციას ასრულებენ.

ჰიდროფონიკის სისტემა

ჰიდროფონულ სისტემაში მცენარის კვება ხდება სპეციალური ხსნარებით, რომლებიც შეიცავენ ყველა საჭირო ელემენტს ზრდა-განვითარებისთვის. ეს ხსნარები ავტომატურად მიეწოდება მცენარეს დროის განსაზღვრული ინტერვალებით. გარემოს პარამეტრები, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა და მცენარის განათება მუდმივად კონტროლდება.

ასეთი სისტემა საშუალებას იძლევა მივიღოთ სტაბილური და ხარისხიანი მოსავალი ენერგიისა და წყლის მინიმალური დანახარჯებით. ჰიდროფონიკის დახმარებით მოყვანილ მცენარეებს გააჩნიათ უკეთესი ვიზუალური მხარე, და შედარებით ხანგრძლივი ვარგისიანობა.

ჰიდროფონიკის უპირატესობები ტრადიციულ მეთოდთან შედარებით

ჰიდროფონიკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტრადიციულ მეთოდთან შედარებით არის მოსავლიანობა. ჰიდროფონულ სისტემაში მცენარეები 20-25%-ით მეტ მოსავალს იძლევიან, ვიდრე ნიადაგში. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ მეთოდში მცენარე არ ხარჯავს ენერგიას ფესვების ზრდაზე და საკვების მოძიებაზე, რაც ნიადაგში ხდება.

ვინაიდან სუბსტრატი უფრო სტერილური შენაერთია, ჰიდროფონიკაში უფრო ადვილია მავნებლებისა და დაავადებების კონტროლი. ნიადაგში კი პათოგენური ორგანიზმები ბევრია და ისინი ხშირად იწვევენ მოსავლის დაღუპვას.

 ჰიდროფონიკის უპირატესობები

გარდა ამისა, ჰიდროფონული სისტემები ძალიან მოსახერხებელია მოვლის თვალსაზრისით. ეს სისტემები სრულად ან ნაწილობრივ ავტომატიზებულია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შრომით დანახარჯებს. ნიადაგში კი მცენარეების მოვლა მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

და ბოლოს, ჰიდროფონიკის დახმარებით მცენარის მოყვანა, მიუხედავად სეზონისა და ამინდისა, მთელი წლის განმავლობაში შეგვიძლია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ რეგიონებისთვის, სადაც ჰაერის ტემპერატურა ხშირად ეცემა ნულს ქვემოთ.

ჰიდროფონიკის ნაკლოვანებები

მიუხედავად ბევრი დადებითი თვისებისა, ჰიდროფონიკას ასევე აქვს გარკვეული ნაკლოვანებები. პირველ რიგში, ეს არის ელექტროენერგიასა და წყალზე არსებული მაღალი ფასები. აღნიშნული სისტემების მუდმივი მუშაობისთვის საჭიროა შეუფერხებელი ენერგომომარაგება, რაც შედარებით ძვირი ჯდება.

ასევე მნიშვნელოვანია ცოდნა და გამოცდილება. არასწორი კვება ან ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება გახდეს მთელი მოსავლის გაფუჭების მიზეზი.

გარდა ამისა, ჰიდროფონულ სისტემაში რთულია ორგანული სუბსტრატების გამოყენება. ხშირ შემთხვევაში, სინთეტიკური ხსნარები შეიცავენ ქიმიურ ელემენტებს, რაც ეწინააღმდეგება ორგანული სოფლის მეურნეობის პრინციპებს.

რომ შევაჯამოთ ჰიდროფონიკა საშუალებას იძლევა მივიღოთ დიდი რაოდენობის ხარისხიანი მოსავალი მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მოითხოვს სოლიდურ ინვესტიციებს და ცოდნას.

ტრადიციულ მეთოდს რაც შეეხება, ნიადაგის ბუნებრიობას და იმ სასარგებლო მიკროორგანიზმების როლს, რომლებსაც იგი შეიცავს, ჰიდროფონიკა ვერ ჩაანაცვლებს.

ამრიგად, მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, ფინანსურ შესაძლებლობებზე და პირად უპირატესობებზე. მთავარია, რომ როგორც ჰიდროფონიკას, ისე ტრადიციულ მეთოდს აქვს თავისი ადგილი თანამედროვე მებაღეობაში და ერთად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ადამიანის კეთილდღეობაში.

დატოვე კომენტარი