როგორ მოვუაროთ მცენარეებს თანამედროვე აქსესუარებით
1 კომენტარი

რადგან ყველა მცეცნარეს სხვადასხვა კლიმატი და გარემო პირობები მოსწონს, შესაბამისად განსხვავებული და სპეციფიკური მოვლის წესებიც აქვთ. მცენარის მოვლისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე და ნუტრიენტების რაოდენობა.

ამ ჩვენი პრეტენზიული მცენარეების კეთილდღეობისთვის დღეს უკვე მრავალი თანამედროვე აქსესუარი არსებობს. მსგავსი ტიპის პროდუქტი გვეხმარება, ჩვენს მწვანე მეგობარს შევუქმნათ შესაფერისი გარემო, რომელიც ერთის მხრივ იქნება ბუნებრივი ჰაბიტატის იდენტური და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს მის სწორ და ჯანსაღ ზრდას.

მცენარეთა მოვლის საშუალებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეებისთვის, რომელსაც ზრდით ქოთანში, რადგან მათ ნაკლები იმუნიტეტი აქვთ მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.

 

გროუ ბოქსი - მცენარის მოვლის საშუალება

ასევე სასურველია ჰაერის კონტროლი, ზოგ მცენარეს მოსწონს ტენიანი ჰავა და დაგჭირდებათ ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება. Ზოგ მცენარეზე კი პირიქით, შესაბამისად დაგჭირდებათ ისეთი აქსესუარები როგორიცაა ჰაერის გამომშრობი. გროუ ბოქსი, იგივე სახლის მიკრო სათბური კი დაგეხმარებათ შექმნათ ნებისმიერი მიკროკლიმატი, ნებისმიერი მცენარისთვის.

მცენარის მოვლის აქსესუარებისა და კანაფის თესლების მაღაზია GrowGrow, ასევე გთავაზობთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის თესლებს, რომელიც როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ენთუზიასტ მებაღეებს ძალიან მოგეწონებათ.

გარდა თესლებისა, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენი მებაღეობის კარიერა სულ ვითარდებოდეს, ჩვენი მცენარის მოვლის ეფექტურ პროდუქციასთან ერთად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცენარეთა მოვლა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ შესაბამისი მცენარეთა მოვლის მოწყობილობებით პროცესი გაგიმარტივდებათ, ხოლო მონდომებით აუცილებლად გამოგივათ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მჟავიანობის კონტროლია. Ჩვეულებრივ წყალს, რომლითაც მცენარეს რწყავთ, უკვე აქვს გარკვეული დოზით მჟავიანობა შესაბამისაც აუცილებელია მიწის მჟავიანობის საზომის ან წყლის მჟავიანობის საზომი ქონა და მუდმივი კონტროლი.

ჰიგრომეტრი-თერმომეტრი Garden HighPro

გროუგროუს კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტია Garden HighPro ჰიგრომეტრი-თერმომეტრი. იაპონური წარმოების HYGROTHERMAL PRO საიმედო მოწყობილობაა ტემპერატურისა და ტენიანობის საკონტროლოდ. აქვს კარგი გარჩევადობის ეკრანი და მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია.

მახასიათებლები:

  • შიდა ჰიგრო დიაპაზონი 25% RH-დან 90%-მდე
  • ტემპერატურის დიაპაზონი: 0º - 50º / 32º - 122º F
  • ბატარეა: 1,5 ვოლტი AAA

მაღაზიათა ქსელში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ წყალგაუმტარი გამათბობელი ხალიჩა, რომელიც იდეალურია ოპტიმალური ტემპერატურის დასარეგულირებლად. ტემპერატურის სწორად განსაზღვრა კი ჩითილების ჯანსაღი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მცენარეების სწორი ზრდისთვის ხშირ შემთხვევაში საჭიროა სამაგრები: პრემიუმ ხარისხის სქროგის ბადე ქმნის მყარ სტრუქტურას, რომელიც უძლებს მსხვილი ნაყოფის დატვირთვას.

ბადე დამზადებულია ელასტიკური მასალისგან და სახლის პირობებში შესაფერისია 60x60/80x80 გროუ ტენტისთვის. კომპლექტში მოჰყვება ფოლადის კაუჭები, რაც აადვილებს დამაგრება/მოხსნის პროცესს. 

გროუგროუში ასევე შეგხვდებათ მცენარის დასაბმელი მავთული. მას აქვს რბილი რეზინის საფარი და ძლიერი მავთულის ბირთვი, ეს არის საკმაოდ კომპორტული პროდუქტი მებაღეებისთვის და გროვერებისთვის. Რაც მთავარია Რბილი საფარი არ აზიანებს მცენარის ღეროს.

მცენარის მოვლის აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი გროუგროუში

გროუგროუში მცენარეთა მოვლის კატეგორიაში კიდევ მრავალი საინტერესო პროდუქტი დაგხვდებათ, რამდენიმეს თქვენთან ერთად განვიხილავთ:

ვენტილატორი

ვენტილაცია და შესაბამისი ვენტილატორი მცენარისთვის
ბოქსში მცენარეებისთვის საჭიროა ჰაერის შესაბამისი ცირკულაცია. სპეციალურად შიდა მებაღეობისთვის შექმნილ ვენტილატორსა და ჰაერის გამწოვს შეუძლიათ ბუნებრივი ნიავის სიმულაცია, რაც აძლიერებს მცენარის ღეროებს და ამცირებს ობისა და დაავადების გაჩენის რისკებს.

    ფოლგა

    თეთრი ამრეკლი ფოლგა მცენარისთვის
    ფოლგა შეიძლება განთავსდეს მცენარეების გარშემო, რათა შუქი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და არ მოხდეს სხივების გაფანტვა. ფოლგის დახმარებით შუქი ფოთლების ქვედა ნაწილშიც აღწევს, რაც ხელს უწყობს დაბალანსებულ ზრდას.

      დამცავი სათვალეები

      სინათლისგან დამცავი სათვალეები
      მცენარის მოვლა თქვენი თვალებისთვისაც უსაფრთო რომ იყოს, ამისთვის დაგჭირდებათ ნათურის სხივებისგან დამცავი სათვალე. ის დაგიცავთ სხივებისგან და ყოველგვარი რისკის გარეშე მოახერხებთ დააკვირდეთ ზრდა-განვითარების პროცესს. 

        საკიდები

        პრემიუმ საკიდი მცენარის მოვლისთვის
        გროუგროუში მოცემული საკიდები ეფექტურია განათების, ფილტრებისა და სხვა საშუალებების დასაკიდად. Ჩვენთან დაგხვდებათ სხვადასხვა ზომებზე გათვლილი საკიდები და შეგიძლიათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული აარჩიოთ.

          მოსავლის ასაღები ხელსაწყოები

          ბაღის მაკრატელი მოსავლისთვის
          ასეთია მაგალითად მაკრატელი. მაკრატელი აუცილებელია თქვენი ნაყოფის, ბოსტნეულის ან ყვავილების ფრთხილად და ეფექტურად მოსაჭრელად. ხარისხიანი ხელსაწყო უზრუნველყოფს იდეალურ ჭრას და ამცირებს მცენარის დაზიანების რისკებს. ასევე აღებული მოსავალის შესანახი ქილები და უმნიშვნელოვანესი ბოვედას გელი, რომელიც დაგეხმარებათ იდეალურ პირობებში შეინარჩუნოს მოსავალი.

            მჟავიანობის საზომი

            წყლის მჟავიანობის საზომი

            როგორც უკვე ავღნიშნეთ, ნიადაგსა და მკვებავ ხსნარებში მჭავიანობის სათანადო დონის შენარჩუნება გადამწყვეტია მცენარის ჯანსაღი ზრდისთვის. მიწის ციფრული მჟავიანობის საზომი, მჟავიანობის & მარილიანობის საზომი, TDS/PH ციფრული საზომი და გროუგროუში არსებული ბევრი სხვა პროდუქტი ნებისმიერი გროვერისთვის აუცილებელი ხელსაწყოა.

              საჩითილე დაფა და ნაკრები 

              72 სექციანი საჩითილე დაფა

              საჩითილე ნაკრები შესანიშნავი საშუალებაა ჩითილების გასაღვივებლად. ეკო მეგობრული  ქოთნები მცენარის ნიადაგში მარტივად, სტრესის გარეშე გადასატანად. საჩითილე დაფა ხელს უწყობს ტემეპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნებას და ჩითილისთვის იდეალური გარემოს შექმნას.

                მოსარწყავად

                 სახლის პირობებში თავისთავად მცენარის მოსარწყავად და დასანამად გთავაზობთ Pumpo-ს წყლის ტუმბოს. მას აქვს მბრუნავი 360° საქშენი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს თქვენი ზრდის არეალის ყველა კუთხეს, მოცულობა 2 ლიტრი.

                  ბოქსები და ტენტები

                  მცენარის გროუ ტენტი

                   

                  გროუ ტენტი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ინარჩუნებს სრულ სინათლეს და ირეკლავს 98% შუქს. ასე რომ, არ შეგაშინოთ არასასურველმა სეზონმა, თქვენი საყვარელი მცენარის ზრდას გროუ ტენტის დახმარებით წინ ვერაფერი გადაეღობება.

                    აღნიშნული აქსესუარების უმეტესობა განსაკუთრებით გამოგადგებათ შიდა მებაღეობისთვის, რასაც ბევრი უპირატესობა აქვს მაგალითად, მეტი კონტროლი გაქვთ გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა სინათლის ინტენსივობა, ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ.

                    ზრდის ნათურები, ტაიმერები, ტემპერატურის კონტროლერები და ტენიანობის მონიტორები უნიკალურ პირობებს ქმნიან, თუნდაც შეზღუდული ბუნებრივი განათების მქონე სივრცეში.

                    მცენარეთა მოვლის საშუალებები, გარდა იმისა რომ მცენარის გაზრდის პროცესს უწყობს ხელს, ასევე თქვენც გიმარტივებთ საქმეს. სწორად შერჩეული ნათურა, მჟავიანობის საზომი და სასუქები პირდაპირ აისახება მოსავალზე.

                    არ დავივიწყოთ ესთეტიკა და დადებითი გავლენა ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე. სახლის მცენარეები გვილამაზებენ შიდა სივრცეს და დადებითად მოქმედებენ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

                    გროუგროუს მცენარეთა დაცვის საშუალებები, ინვენტარი, სხვადასხვა სუბსტრატები და ა.შ. თქვენ და თქვენს ძვირფას მეგობარს გაგიმარტივებთ გზას დამწიფებამდე ან გაზრდამდე. ენერგიისა და რესურსის დაზოგვით კი საბოლოოდ იდეალურ შედეგს მიიღებთ.

                    1 კომენტარი

                    dfgdfg

                    dfgdfg

                    gfdgdfg

                    დატოვე კომენტარი