რა განსხვავებაა ავტომოყვავილე და ფოტოპერიოდულ კანაბისს შორის
0 კომენტარი

მარიხუანას კულტივირებას უდიდეს ისტორია აქვს, რომელიც მოიცავს საუკუნეებს, კონტინენტებსა და უამრავ კულტურას. უძველესი რიტუალებიდან თანამედროვე ენთუზიასტებამდე, მარიხუანას კულტივაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის ცივილიზაციაში, როგორც სამკურნალო, ასევე რეკრეაციული კუთხით. 

მარიხუანას ისტორია მოკლედ

უძველესი ცივილიზაციები, როგორიცაა სკვითები, ასურელები და ჩინელები, ძალიან აფასებდნენ მარიხუანას სამკურნალო თვისებებს და აქტიურად იყენებდნენ სამკურნალო პრაქტიკაში. ჩინეთის იმპერატორმა შენ ნუნგმა, რომელიც ჩინური მედიცინის მამად ითვლება, მარიხუანას თერაპიული ეფექტი ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 2737 წელს აღმოაჩინა.

ძველი დროიდან ფაქტობრივად მე-20 საუკუნუმდე მცენარე განსაკუთრებული პოპულარობათ სარგებლობდა, სანამ მე-20 საუკუნის დასაწყისში მარიხუანისამდი დამოკიდებულება დრამატულად არ შეიცვალა. დეზინფორმაციამ  და პოლიტიკურმა მოტივებმა განაპირობა კანაფის დემონიზაცია, რამაც საბოლოოდ ბევრ ქვეყანაში მარიხუანას აკრძალვა გამოიწვია.

რა არის ფოტოპერიოდული მარიხუანა

 

თუმცა, 1960-იან და 1970-იან წლებში კონტრკულტურა დაუპირისპირდა გაბატონებულ სტერეოტიპებს და მარიხუანისადმი ინტერესი განახლდა. სამეცნიერო საზოგადოებამ ხმამაღლა დაიწყო მცენარის, უფრო კონკრეტულად კანაფის ზეთის თერაპიულ პოტენციალზე საუბარი, ამას მოჰყვა საზოგადოებრივი აზრის შეცვლა და ნელ-ნელა მარიხუანას თანდათანობითი დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღის წესრიგად იქცა. 

დღეს მარიხუანას კულტივაცია რენესანსს განიცდის. ენთუზიასტი გროუერები და მეწარმეები იკვლევენ მრავალფეროვანი შტამების კულტივირებისა და ინოვაციური ზრდის ტექნიკის უსაზღვრო შესაძლებლობებს. 

“გროუ გროუ” აგრძელებს ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. ჩვენ ვიკვლევთ წარსულს და ვემზადებით მომავლისთვის, სადაც მეტად დაფასდება ამ შესანიშნავი მცენარის პოტენციალი და სარგებელი.

კანაფის თესლები ჩვენ მაღაზიათა ქსელში ვრცელი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. მრავალფეროვანმა არჩევანმა შეიძლება დააბნიოს კიდეც გროუერი, მაგრამ ტექსტში განვიხილავთ რა განსხვავებაა ავტომოყვავილე და ფოტოპერიოდულ კანაბისს შორის, რის შემდეგაც არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

რა არის ფოტოპერიოდული მარიხუანა

ფოტოპერიოდული მარიხუანა დედა ბუნების ძღვენია კანაფის კულტივატორებისთვის. ისინი  უზრუნველყოფენ, რომ თქვენ მიერ დათესილი ყოველი თესლი გადაიქცეს ზღაპრულ მდედრ მცენარედ. დიახ, სწორად გესმით - არც ერთი მამაკაცი არ დაიშვება ბაღში და არ შეაწუხებს ძვირფას ქალბატონებს. ეს მთლიანად ქალური საქმეა და მათი დახმარებით მიიღებთ ტკბილ, ფისოვან კვირტებს.

ფოტოპერიოდული, ან უფრო სწორია თუ ვიხმართ ტერმინს, ფემინიზირებული თესლი, რადგან ფოტოპერიოდულში ასევე მოიაზრება რეგულარიც, რომლის შანსებიც 50-50ზეა იქნება დედალი თუ მამალი.

კანაფის თესლები იქმნება გენეტიკური მანიპულაციის შედეგად და ამიტომ მცენარეები მხოლოდ მდედრობითი სქესის არიან. კანაფის კულტივირებაში კი უპირატესობა ენიჭება მდედრ მცენარეებს, რადგან ისინი წარმოქმნიან ფისოვან კვირტებს, რომლებიც ჩვეულებრივ მოიხმარება. 

მარიხუანას ავტომოყვავილე თესლები

No Country For Old Men

ძმები კოენების ფილმის მაგალითი რომ მოვიყვანოთ და კიდევ უფრო დავკონკრეტდეთ - აქ კაცების ადგილი არაა! 

ფემინიზირებული კანაფის თესლები ზრუნავენ, რომ თქვენს ბაღში არ იყოს მამრობითი სქესის მცენარე. ეს უკანასკნელი არ აწარმოებს სასურველ კვირტებს. გარდა ამისა, მამრობითი სქესის მცენარეები სხვებს ხელს უშლიან - მათ შეუძლიათ მდედრი მცენარეების დამტვერვა, რაც ამცირებს ხარისხს და ასუსტებს მათ.

რატომ უნდა აირჩიოთ ფოტოპერიოდული კანაფის თესლები:

  • სივრცისა და რესურსების ოპტიმიზაცია: ვინაიდან ფოტოპერიოდული კანაფის თესლები მდედრობითი სქესის მცენარეების გარანტიას იძლევა და ბაღში აღარ იქნებიან მამრი სექსის წარმომადგენლები, მწარმოებლებს შეუძლიათ მაქსიმალურად აითვისონ ხელმისაწვდომი სივრცე და რესურსები. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია თუ თქვენ გაქვთ მცირე ზომის გროუ ბოქსი.
  • აღარ მოგიწევთ სქესის გამოცნობა: ხშირ შემთხვევაში კანაფის მცენარეების სქესის დადგენა ისეთივე რთულია, როგორც რუბიკის კუბის თვალდახუჭული ამოხსნა. ფოტოპერიოდული მარიხუანა კი ზრუნავს იმაზე, რომ თავიდანვე დაზოგოთ დრო და ძალისხმევა.
  • თანმიმდევრულობა და ხარისხი: ფოტოპერიოდული კანაფი უზრუნველყოფს მცენარის მახასიათებლების მაღალ ხარისხს, როგორიცაა ზრდის პატერნები, კანაბინოიდები და ზოგადი გამძლეობა.
  • გამრავლება და კლონირება: ფოტოპერიოდული კანაფის თესლი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამრავლების მიზნით ახალი შტამების შესაქმნელად, ან კლონირებისთვის სასურველი თვისებების გასამრავლებლად. 
  • ფოტოპერიოდული ჯიშები ბუნებასთან ბევრად უკეთესად ადაპტირდებიან და ციკლის ცვალებადობიდან გამომდინარე იყალიბებენ ყვავილებს, როდესაც შემოდგომა ახლოვდება საქართველოში, აგვისტოს დასაწყისიდან- აგვისტოს ბოლომდე დღე და ღამე ტოლდება და მზის მიწოდება ხდება 12 საათით. 

    მცენარე ამ ციკლის ცვლილებიდან გამომდინარე ხვდება, რომ უნდა დაიწყოს ყვავილობა, რათა მოასწროს დამწიფება ზამთრის მოახლოებამდე. ბოქსში გაზრდის შემთხვევაში, ციკლის რეგულირება ბევრად უფრო მარტივად ხდება, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენთვისვე სასურველ დროს დავაწყებინოთ ყვავილობა.
  • ავტომოყვავილესთან შედარებით ფოტოპერიოდულ ჯიშებს სჭირდება უფრო მეტი დრო დასასრულებლად 4-დან 6-თვემდე (დამოკიდებულია კაკლის გენეტიკაზე)  რაც ნიშნავს, რომ გარე და სახლის პირობებში ბევრად უფრო უხვმოსავლიანია ვიდრე აუტომოყვავილე.

საბოლოო ჯამში, ფოტოპერიოდული მარიხუანა ბევრი პლიუსით დაიკვეხნის. “გროუ გროუ”-ს ფართო ასორტიმენტი კი თავბრუს დაგახვევთ. ასე რომ, თუ გსურთ კანაფის თესლების მაღაზია თბილისში და ქვეყნის კიდევ სამ ქალაქში, გვეწვიეთ და უკმაყოფილო არ დარჩებით.

მარიხუანას ავტომოყვავილე თესლები

მარიხუანის ავტომოყვავილე ჯიშები კანაფის სხვადასხვა შტამებისა და კანაფის კონკრეტულ სახეობის შეჯვარების შედეგია. კონკრეტული სახეობა ამ შემთხვევაში Cannabis ruderalis არის. ფოტოპერიოდულისგან განსხვავებით, რომლებიც საჭიროებენ სინათლის სპეციფიკურ განრიგს ვეგეტატიურიდან ყვავილობის ეტაპზე გადასასვლელად, ავტომოყვავილე თესლები ავტომატურად იწყებენ ყვავილობას მათი ასაკის მიხედვით. 

ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ელოდებიან სინათლის ციკლის ცვლილებებს და იწყებენ ყვავილობას გარკვეული რაოდენობის კვირების შემდეგ.

აქ მოცემულია თუ რა სარგებლით გამოირჩევიან მარიხუანის ავტომოყვავილე თესლები:

  • სწრაფი ზრდა: ავტომოყვავილე თესლს აქვს მოკლე სასიცოცხლო ციკლი და, როგორც წესი, თესლიდან მოსავალამდე გასაზრდელად 8-დან 12 კვირამდე სჭირდება.

    ეს იძლევა მრავალჯერადი მოსავლის აღების საშუალებას ერთ სავეგეტაციო სეზონში. ამიტომ, ავტომოყვავილე კანაფის თესლები პოპულარობით სარგებლობენ გროუერებში, რომლებისთვისაც სწრაფად მიღებული მოსავალი მთავარი პრიორიტეტია.
  • კომპაქტური ზომა: ავტომოყვავილე მარიხუანა, როგორც წესი, უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ფოტოპერიოდული ვარიანტი. შესაბამისად, შეზღუდული სივრცის მქონე მწარმოებლებისთვის ეს დამატებითი პლუსია.
  • რთულად შესამჩნევი: მცირე ზომისა და უფრო მოკლე სასიცოცხლო ციკლის გამო, ავტომოყვავილე მარიხუანა უფრო ფრთხილი ვარიანტია, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცისთვის, რადგან ნაკლებად იპყრობს არასასურველ ყურადღებას.
  • განათების შემცირებულ მოთხოვნილება ციკლიდან გამომდინარე არა რეალური ვოლტაჟობიდან გამომდინარე კი 100W სრულიად საკმარისია აუტომოყვავილე მცენარის დასასრულებლად: უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ თესლს კონკრეტული სინათლის ციკლი გააჩნია და არ საჭიროებს ცვალებადობას ყვავილობის დასაწყებად.

    აქედან გამომდინარე შეგვიძლია მაქსიმალურად დავუკმაყოფილოთ შუქის მიწოდების ციკლი და გვქონდეს მუდმივად  20-4-ზე 20საათი ჩართული 4 საათი გამორთული. ის ძალიან მალე იზრდება თუ თქვენ გაქვს 
    Grow ნათურები. ამ თვისების გამო, ავტომოყვავილე მარიხუანა ბევრად უფრო ენერგოეფექტურია შიდა სივრცის გროუერებისთვის.

მარიხუანის ავტომოყვავილე ჯიშები

ფოტოპერიოდულები გენეტიკურად ბევრად უფრო ჯანსაღი და სტრესს ამტანები არიან ვიდრე აუტომოყვავილეები, მას აქვს თავისი სასიცოცხლო ციკლი 8 დან 12- კვირამდე ამ დროის მანძილზე იდეალური მოსავლისთვის უმჯობესია არ ვაგრძნობინოთ არანირი სტრესი, აქედან გამომდინარე აუტომოყვავილეზე არ ატარებენ ექსპერიმენტებს:კლონირებას, ტოპინგს, ზედმეტი სასუქის მიცემას, სრულ დეფოლაციას. იყენებენ ძირითადად LST - low stress training-ს, რომ ნაკლებად ვაგრძნობინოთ სტრესი. 

ასე რომ, არჩევანი ფოტოპერიოდულ და ავტომოყვავილე თესლებს შორის დამოკიდებულია თქვენს სპეციფიკურ პირობებზე, ხელმისაწვდომ სივრცეზე, კულტივირების სასურველ დროსა და მწარმოებლის მიზნებზე. გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები არჩევანის გაკეთებისას და გაიარეთ კონსულტაცია ჩვენთან, რათა საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

“გროუ გროუ” უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს ხელში აღმოჩნდეს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. გარდა იმისა, რომ ჩვენთან პლანის კაკლები  ყველაზე დიდი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი, ჩვენ გროურებს სხვადასხვა ინვენტარითა და აქსესუარებით ვანებივრებთ. გჭირდებათ მცენარის მოვლის საშუალებები, ფესვის გამაძლიერებელი, ან ლედ გროუ ნათურები? ეწვიეთ ჩვენს რომელიმე მაღაზიას და დატკბით არჩევანით.

დატოვე კომენტარი