რა არის “420” დღე და რატომ GrowGrow-ს გათამაშება?
0 კომენტარი

კანაფის მოყვარულთათვის 20 აპრილი განსაკუთრებული დღეა. ეს არის კანაფის კულტურის საერთაშორისო დღესასწაული, იგივე “420”, რომელიც მთელი მსოფლიოდან აერთიანებს ადამიანებს ამ მცენარის პოპულარიზაციისა და ლეგალიზაციისთვის ბრძოლაში. 

“420”-ის ისტორია და სიმბოლიზმი

420-ის ისტორია 1970-იანი წლებიდან იწყება. არსებობს ვერსია, რომ ეს ტერმინი წარმოიშვა კალიფორნიაში - ახალგაზრდების ჯგუფი ყოველდღე შუადღის 4:20 საათზე იკრიბებოდა კანაფის მოსაწევად. დროთა განმავლობაში, ამ რიცხვმა მიიღო კულტურული მნიშვნელობა და იქცა კანაფის მოხმარების სიმბოლოდ.

დღეს, “420” დღე მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა. ამ დღეს ეწყობა სოციალური თავყრილობები, ფესტივალები და საპროტესტო აქციები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას კანაფის ლეგალიზაციის საკითხებზე და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ამ თემისადმი. 

 

მრავალი ადამიანისთვის “420” დღე ასევე არის დღესასწაული, როდესაც ისინი აღნიშნავენ კანაფთან დაკავშირებულ კულტურას და ერთობლივად მოიხმარენ მას.

“420” დღის მნიშვნელობა კანაფის ლეგალიზაციის მოძრაობისთვის

ბოლო წლებში, კანაფის ლეგალიზაციის მოძრაობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სულ უფრო მეტი ქვეყანა და შტატი ახდენს ამ მცენარის დეკრიმინალიზაციას როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებისთვის. 

მიუხედავად ამისა, ბევრგან კანაფის მოხმარება და ფლობა კვლავ მკაცრად რეგულირებული და დასჯადი ქმედებაა. “420” დღე საშუალებას აძლევს აქტივისტებს, წამოჭრან კანაფის პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემები და დაუჭირონ მხარი მის ლეგალიზაციას.

გარდა სოციალური და პოლიტიკური ასპექტებისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კანაფის გავლენა ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გარკვეული სამედიცინო გამოყენება, ხანგრძლივი და ინტენსიური მოხმარება შეიძლება უკავშირდებოდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაზრდილ რისკებს.

ამიტომ, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება როგორც კანაფის პოტენციური სარგებლის, ისე მისი მოხმარების შესაძლო ნეგატიური შედეგების შესახებ.

გვადევნე თვალყური მთელი კვირა და არ გამოტოვო GrowGrow-ს გათამაშება

კომპანია GrowGrow, როგორც ამ სფეროს ლიდერი, აქტიურად ერთვება 420-ის საზეიმო აქტივობებში. მთელი კვირის განმავლობაში, Facebook, Instagram და TikTok გვერდების გამომწერებს საშუალება გექნებათ მიიღოთ მონაწილეობა ყოველდღიურ გათამაშებაში და  ღირებული პრიზებით დაჯილდოვდეთ.

თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ 250-300 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბოქსი, ამისთვის კი შესაბამისი პირობები გვაქვს: 

  • გათამაშება ჩატარდება ყოველდღე 4:20 საათზე, გამოიცანი ქვიზის სწორი პასუხი და გამოიყენე შანსი! ყოველდღიურად გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
  • დამატებით, შაბათს, 20 აპრილს 4:20 საათზე გაიმართება გრანდიოზული პრიზის გათამაშება.

  • გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ გამოწერილი გქონდეთ ჩვენი FB, Instagram და Tiktok გვერდები და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ იყოთ 21+

  • გამარჯვებული გამოვლინდება რენდომად, რომელსაც აარჩევს გროუს ჟიურის წევრი. გათამაშების დასრულებისთანავე ჩვენი წარმომადგენელი, სოციალური ქსელის მეშვეობით პირადად დაგიკავშირდებათ. თბილისში მცხოვრები გამარჯვებულები იმავე დღეს მიიღებთ საჩუქარს, ხოლო რეგიონები 2 დღეში.

  • გამარჯვებული, როგორც აქამდე აღვნიშნეთ, მიიღებს სასაჩუქრე ბოქსს ექსკლუზიური პროდუქციით.

  • ჩვენი კურიერი იმავე დღეს მოგაწვდით საჩუქარს.

  • ასევე 20-21 აპრილს GrowGrow-ს ფიზიკურ მაღაზიებში დაგხვდებათ “1+1”, “დაატრიალე ბორბალი” და “დასაჩუქრდი” აქციები.

 

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ GrowGrow-ს აქტივობები სრულ შესაბამისობაშია ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან.

კანაფის მოყვარულთათვის 420 მართლაც განსაკუთრებული დღეა. ის ერთდროულად არის როგორც ზეიმი, ისე პროტესტი, მოწოდება ცვლილებებისკენ და კულტურული მრავალფეროვნების გამოხატულება. 

შემოგვიერთდეთ ამ დღეს და გამოიყენეთ “420”-ის ყველა შესაძლებლობა! 

გახდით ჩვენი გათამაშებების ნაწილი, მოინახულეთ ჩვენი ფილიალები და მოიგეთ საინტერესო პრიზები.

დატოვე კომენტარი