Snake Ray-ს პრემიუმ ხარისხის პროდუქცია GrowGrow-ში

Snake Ray პრემიუმ ხარისხის ხაზია გროუინგის სამყაროში. ის ცნობილი ბრენდის Spider Farmer-ის შვილობილია. Spider Farmer სპეციალიზებულია LED განათებისა და შიდა მებაღეობის აღჭურვილობის წარმოებაში.  კომპანია ემსახურება მომხმარებელთა ფართო სპექტრს, დაწყებული შიდა მებაღეობის ენთუზიასტებით, გაგრძელებული კომერციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოებით.

დიდი ხანია რაც Spider Farmer-ს გროუინგის ინდუსტრიაში ლიდერი პოზიცია  უკავია მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური და გამძლე პროდუქციის წარმოებით. ზუსტად ამიტომ თანამშრომლობს წამყვანი გროუ შოპი საქართველოში - ,,GrowGrow” Spider Farmer-თან და ჩვენი პრემიუმ ხარისხის პროდუქცია მათთან იწარმოება. 

ორიენტირი ხარისხზე

Spider Farmer-ის პროდუქციის ხაზი ძირითადად ფოკუსირებულია LED ზრდის ნათურებზე და Snake Ray ამ პრინციპს მიჰყვება. Snake Ray განათების უახლეს ტექნოლოგიას იყენებს ბუნებრივი მზის შუქის მიბაძვის მიზნით, რაც მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის საჭირო სინათლის სრულ სპექტრს უზრუნველყოფს.

ნათურები მაქსიმალური ეფექტურობით გამოირჩევა ტრადიციულ ნათურებთან შედარებით, როგორიცაა HID ან ფლუორესცენტური ნათურები. ის ბევრად ნაკლებ სითბოს ასხივებს. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ Snake Ray-ს ნათურა ახლოს განთავსდეს მცენარეებთან სითბოსგან გამოწვეული დაზიანების რისკის გარეშე.

 Snake Ray განათება

Snake Ray-ს მცენარის განათება მცენარეების განვითარების ყველა ეტაპისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის ზრდის ნათურები უმეტესად აღჭურვილია Samsung-ის LED ჩიპებით და მოწინავე დრაივერებით, რომლებიც წარმოადგენენ ინდუსტრიის საუკეთესო კომპონენტებს შესრულებისა და საიმედოობის თვალსაზრისით.

ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალი PAR (ფოტოსინთეზურად აქტიური გამოსხივების) გამომუშავებას, რაც გადამწყვეტია მცენარის ზრდისა და მოსავლიანობისთვის. 

Spider Farmer ზრდის ნათურები შექმნილია ენერგოეფექტურობისთვის, რაც მომხმარებლებს ეხმარება დაზოგონ ელექტროენერგიის გადასახადები და ამავე დროს უზრუნველყონ სინათლის ოპტიმალური ინტენსივობა და სპექტრი მცენარეთა ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის.

Snake Ray-ს პრემიუმ ხარისხის ლედ განათება ექსკლუზიურად ,,გროუ გროუში”

,,გროუგროუ” პირველია, ვინც შეძლო და ქართველი მომხმარებლისთვის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი შექმნა.

Snake Ray-ს პრემიუმ ხარისხის განათება

ნათურები, გამწოვები, ფილტრები და გოფრეები გაიტესტა ტაილანდში, ლეგალურ ქვეყანაში. დღეს ტაილანდის მიწაზე დაახლოებით 10 ფერმა სწორედ Snake Ray-ს ნათურებზე გაზრდილ, რამდენიმე კილო კანაფს იღებს ყოველთვიურად. 

,,გროუგროუს” ქსელში სნეიქ რეის განათების ფართო არჩევანი დაგხვდებათ. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ სრული სპექტრის ლედ განათება - SR 3000 - Snake Ray.

 

პროდუქტის მახასიათებლები შემდეგია:

  • სიმძლავრე - 300W
  • ჩიპების რაოდენობა - 896 
  • ეფექტურობა - 2.75umol/J
  • დაფარვის ზონა: 3X3 FT
  • სერტიფიცირება: ETL/CE /DLC
  • იდეალური დაფარვის არეალი:: 2X2 FT
  • დაფარვის ზონა ყვავილობაში: 70x70cm
  • მაქს/დაფარვის ზონა ვეგეტაციაში: 90x90cm

ეს LED განათება მცენარისთვის იდეალურ პირობებს ქმნის ვეგეტაციის ფაზიდან ყვავილობამდე. დიმერი ძალიან ხელსაყრელია სინათლის სიმძლავრის დარეგულირებისთვის, რათა ხელსაწყო მცენარის ციკლის სხვადასხვა ფაზების საჭიროებებს მოერგოს. 

პროდუქტი გამოსადეგია ნებისმიერი ტიპი მოხმარებისთვის, იქნება ეს კომერციული, თუ ინდივიდუალური.

განათების შუქის სიმძლავრე მარტივად სამართავია, ის ამუშავებს 30-მდე ნათურას, გამოირჩევა დენის ეკონომიით, აქვს დაბალი სითბო და მაღალი სიცოცხლისუნარუიანობა და ყოველ ვატზე მაქსიმალური ეფექტურობით ხასიათდება.

ჩვენთან ასევე დაგხვდებათ CO2 ვერტიკალური სამებაღეო ნათურა SR 1000 - Snake Ray.

მისი სიმძლავრე 1000W-ია და შექმნილია, რომ CO2-ით გაჯერებულ სივრცეებს ულტრა მაღალი PPFD მიაწოდოს.

მას აქვს უნიკალური დიზაინის 10 დიოდური სანათი. მისი დახმარებით შუქი მცენარეზე და განსაკუთრებით მის კიდეებზე, თანაბრად ნაწილდება. SR1000W სანათი 1000 ვატს იყენებს 2955umol/s-ით, რაც ძალიან შთამბეჭდავ PPE-ს აღწევს –   2.9 umol/J. დაფარვის არეალი 150x150cm-ია, მაღალმოსავლიანი, სრული ციკლისთვის. 

თუ არ ხართ ჩამოყალიბებული, რომელ განათებაზე შეაჩეროთ არჩევანი, გაეცანით ჩვენს ბლოგს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია. როგორ შევარჩიოთ მცენარის განათება გროუგროუში.

შეგახსენებთ, რომ ,,გროუგროუ” 5 წლიან გარანტიას გთავაზობთ სნეიქ რეის ნათურებზე. 

Snake Ray-ს სხვა აქსესუარები ,,გროუგროუში” 

ლედ განათებებთან ერთად ჩვენთან Snake Ray-ს სხვა პროდუქციაც დაგხვდებათ: გროუ ბოქსი, გამწოვი, სადინარი, ჰაერის ნახშირის ფილტრი, ქოთანი.

Snake Ray ქოთანი 

სნეიქ რეის გროუ ბოქსები იდეალურ სივრცეს ქმნიან მცენარეებისთვის. ,,გროუგროუში” Snake Ray-ს გროუ ბოქსები მრავალფეროვანი არჩევანითაა. პროდუქცია განსხვავდება ზომებითა და სხვა მახასიათებლებით. თუმცა, ყველას შემთხვევაში საერთოა პრემიუმ ხარისხია. პროდუქცია გამძლეა, მარტივი ასაწყობია, არ ატარებს სინათლესა და სუნს, ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას და ა.შ.

Snake Ray-ს ოთახის გროუ ტენტი ოპტიმალურ პირობებს უქმნის მცენარეს. მას გააჩნია სინათლის, ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებელი მარტივი სისტემა. ნებისმიერ გროუერს მარტივად შეუძლია მცენარის პრეფერენციებს მოარგოს გროუ ტენტი და დაიცვას იგი პარატიზებისგან და სხვა საფრთხისგან.

რაც შეეხება გამწოვს, სნეიქ რეის გამწოვი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ბაზარზე. 

გამწოვი სისტემა პასუხისმგებელია ტენიანობის, ტემპერატურისა და CO2-ის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე.

 Snake Ray გამწოვი

გამწოვს შერეული ნაკადის დიზაინი და კომბინირებული EC ძრავი აქვს, რომელიც მაღალი ხარისხის იმპულსებს ამუშავებს.

პროდუქტი გამოირჩევა გამძლეობით. მას აქვს IP44 რეიტინგი და მკაცრ პირობებში სამუშაოდაა განკუთვნილი. 

მოჰყვება ჭკვიანი კონტროლერი, რომელსაც მუშაობის მრავალი რეჟიმი აქვს: ვენტილატორის სიჩქარის კონტროლი, მარტივი დაპროგრამება, ავტომატურად აკონტროლებს ტენიანობას და ტემპერატურას, რაც ხელს უწყობს სივრცის ოპტიმალურ ტემპერატურასა და ტენიანობას.

ასევე გთავაზობთ ფილტრაციის კომპლექტებს. ჰაერის ფილტრაციის ნაკრები შედგება ისეთი პროდუქტით, რაც აუცილებელია ვენტილაციისთვის, გასაგრილებლად, ვენტილაციისთვის და სუნის საკონტროლებლად გროუ ბოქსში.

ფილტრის შიგნით გააქტიურებულია ნახშირდბადი, რომელიც ჰაერის გარდა ყველა არასაჭირო ნაწილაკს აკავებს. 

მოქნილი გოფრე, იგივე სადინარი, შიდა ვენტილატორს და ფილტრს გროუ ტენტთან აკავშირებს, რათა ეფექტურად მართოს ჰაერის ნაკადი.

გარდა იმისა, რომ ,,გროუგროუში” შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის კანაფის თესლი საქართველოშირამდენადაც ინტერესი შიდა მებაღეობის მიმართ იზრდება, კომპანიები, როგორიცაა Spider Farmer, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ მიმართულების მხარდაჭერაში. მათი პროდუქცია არა მხოლოდ ემსახურება ინდივიდუალური გროუერების მოთხოვნილებებს, არამედ ხელს უწყობს უფრო ფართომასშტაბიანი საკვების წარმოებას და კვლევით პროექტებს, შიდა მეურნეობის შესაძლებლობების შესასწავლად.

,,გროუგროუს” მიზანიც შიდა მებაღეობის განვითარების ხელშეწყობაა. კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სრულიად ახალი, პრემიუმ ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს.  

მეტი ინფორმაცია Snake Ray-ს და წარმოებული პროდუქციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: https://snakeray.com 

Leave a comment