ფილტრები

-

Snake Ray პროდუქცია

28 პროდუქტი

ნაჩვენებია 25 - 28 / 28 პროდუქტიდან

ნაჩვენებია 25 - 28 / 28 პროდუქტიდან
ხედი
დაზოგე 595.00 ₾
Snakeray SR3000 + Grow Tent
Snakeray SR3000 + Grow Tent
Გასაყიდი ფასი1,750.00 ₾ Რეგულარული ფასი2,345.00 ₾
SNAKE RAY ტენტი -70x140x200
SNAKE RAY ტენტი -70x140x200
Გასაყიდი ფასი799.00 ₾
Snake Ray® SR150CP გამწოვი ჭკვიანი კონტროლერით
Snake Ray® SR100 გამწოვი
Snake Ray® SR100 გამწოვი
Გასაყიდი ფასი395.00 ₾

ხშირად ნანახი

Snake Ray გროუინგის ინდუსტრიაში მოწინავე კომპანიის, Spider Farmer-ის პრემიუმ ხაზია. ,,გროუგროუ” აქტიურად თანამშრომლობს Spider Farmer-თან და მათ სპეციალურად ჩვენთვის უმაღლესი ხარისხის უნიკალური პროდუქცია შექმნეს.

LED განათება მცენარეებისთვის Snake Ray-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და "გროუგროუს” ქსელში ლედ განათების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.  

პროდუქცია განსხვავებულია სიმძლავრით, დაფარვის არეალით, დიოდის რაოდენობითა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებით. 

Snake Ray-ს ლედ განათებები

თითოეული მათგანი დარგვიდან მოსავლის აღებამდე იდეალურ პირობებს ქმნის მცენარისთვის. მარტივია სინათლის სიმძლავრის დარეგულირება და ხელსაწყოს მცენარის ციკლის სხვადასხვა ფაზების საჭიროებებზე მორგება.

ალუმინის ავზისა და წაგრძელებული დიზაინის დახმარებით ჰაერი თავისუფლად მოძრაობს, ხოლო სითბო კი ეფექტურად გაიფრქვევა. სანათს მოსახსნელი დრაივერი მოჰყვება, რომელიც ზედმეტი სითბოს გამოყოფას ამცირებს და სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს. წყალგაუმტარი მიკროსქემის დაფა და კი ნესტის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

თუ არ ხართ ჩამოყალიბებული რომელი ვარიანტი გსურთ, გადაიკითხეთ ჩვენი ბლოგ პოსტი და მიიღეთ საჭირო ინფორმაცია: როგორ შევარჩიოთ მცენარის განათება.

Snake Ray-ს გროუ ტენტები

ფართო არჩევანით გვაქვს სნეიქ რეის გროუ ტენტები. თითოეული მათგანი სხვადასხვა ფართისაა და შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს პირობებზე მორგებული ზომები: 240X240X200, 90x90x180, 70x140x200, 150X300X200 და ა.შ. 

მაგალითად,  Snake Ray ტენტი - 150X150X200 საკმაოდ დიდი ბოქსია და მარტივად იტევს 4-6 დიდი ზომის მცენარეს. ოპტიმალურ დაფარვას რომ მიაღწიოთ,  ამ კონკრეტულ გროუ ტენტში რეკომენდებულია 1 გროუ სანათის გამოყენება.

შედარებით პატარა მოცულობის Snake Ray 70X70cm გროუ ტენტი იდეალურია დამწყებებისთვის, ვისაც შეზღუდული სივრცე აქვს და მაღალი ხარისხის პროფესიონალური ბოქსი სჭირდება ოთახის მცენარეებისთვის. ტენტი ოთხ პატარა ან ორ საშუალო მცენარეს იტევს. 

სნეიქ რეის ბოქსი არ ატარებს სინათლესა და სუნს, ძალიან გამძლეა, ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას და საუკეთესო პირობებს უქმნის მცენარეს. 

Snake Ray-ს გამწოვები და ფილტრაციის კომპლექტები

გამწოვი სისტემის არსებობა აუცილებელია, რადგან ის აკონტროლებს ტემპერატურას, ტენიანობასა და CO2-ის ოპტიმალურ დონეს ინარჩუნებს.

Snake Ray გამწოვს შერეული ნაკადის დიზაინი და კომბინირებული ძრავი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოიქმნას საჭირო იმპულსები.

გამწოვი მძიმე პლასტმასის კორპუსისგანაა დამზადებული და დიდ დატვირთვას უძლებს. IP44 რეიტინგი კი იმას უზრუნველყოფს, რომ გამწოვი მტვრისა და სითხეებისგან მაქსიმალურად დაცული იყოს.

გამწოვს თან აქვს ჭკვიანი კონტროლერი, რომელიც მუშაობის სხვადახვა რეჟიმს სთავაზობს მომხმარებელს. შეგიძლიათ აკონტროლოთ ვენტილატორის სიჩქარე და  მარტივად დააპროგრამოთ. ის ავტომატურად გააკონტროლებს ტენიანობასა და ტემპერატურას რათა მცენარეს ოპტიმალურ გარემოს შეუქმნას.

როგორც წამყვანი გროუშოპი საქართველოში, ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენთან დაგხვდებათ ძალიან პრაქტიკული ფილტრაციის კომპლექტი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი გროუერისთვის. 

კომპლექტაციაში შედის ნახშირის ფილტრი, გამწოვი და გოფრე. კომპლექტაცია გროუ ბოქსში უზრუნველყოფს ეფექურ ვენტილაციას, გაგრილებასა და სუნის კონტროლს. 


ნახშირის ფილტრი აკავებს ყველა მავნე ნაწილაკს, გოფრე კი ფილტრსა და შიდა ვენტილაროტრს ერთმანეთთან აკავშირებს და ასე იმართება ჰაერის ნაკადი.

ამ აუცილებელი მოწყობილობების შეკრებით, კომპლექტაცია გეხმარებათ ეფექტურად მართოთ გროუინგის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ,,გროუგროუში” მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, ყველა მიმართულებით. გარდა იმისა, რომ აქ შეგიძლიათ უმაღლესი ხარისხის კანაფის თესლების ყიდვა საქართველოში, ყოველთვის ვცდილობთ სრულიად ახალი, საუკეთესო და უნიკალური პროდუქცია შემოგთავაზოთ.