ნიმის ზეთის ყიდვა შესაძლებელია გროუგროუში
0 კომენტარი

ნიმის ზეთი ტრადიციულად გამოიყენებოდა აიურვედურ მედიცინაში, თუმცა დღეს მისი პოპულარობა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. პროდუქტი ინდური ნიმის ხის (Azadirachta indica) თესლებისგან მიიღება. გამოირჩევა მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებით და მებაღეობაში, მედიცინაში, ვეტერინარიასა თუ კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება.

 

ამ ბლოგში განვიხილავთ ნიმის ზეთის შემადგენლობას, მის გამოყენებას მებაღეობაში, სამკურნალო თვისებებსა და როლს ვეტერინარიასა თუ კოსმეტოლოგიაში.

ნიმის ზეთი ნიმოილი

ნიმის ზეთის შემადგენლობა და თვისებები

სანამ ნიმის ზეთის გამოყენებას განვიხილავთ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ხდის მას ასეთ ეფექტურ საშუალებად. 


ნიმის ზეთი მდიდარია შემდეგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით:


აზადირახტინი: ნიმის ზეთის მთავარი მოქმედი ნივთიერებაა, რომელიც პასუხისმგებელია მის ინსექტიციდურ თვისებებზე. არღვევს მწერების ზრდისა და გამრავლების პროცესებს;


ლიმონოიდები: ეს ნაერთები ანიჭებს ნიმის ზეთს ანტიბაქტერიულ, ანტიფუნგალურ და ანტივირუსულ თვისებებს;


ცხიმოვანი მჟავები: ოლეინის, სტეარინის და პალმიტინის მჟავები ზეთს დამატენიანებელ და კანის დამცავ თვისებებს ანიჭებს.


კვერცეტინი: ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.


ნიმის ზეთის გამოყენება მებაღეობაში


ნიმის ზეთს გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, თუმცა განსაკუთრებით პოპულარულია მებაღეობაში. ის წარმოადგენს ქიმიური პესტიციდებისა და ფუნგიციდების ბუნებრივ, არატოქსიკურ ალტერნატივას. 


ნიმის ზეთი ეფექტურად ებრძვის მრავალ მავნებელს. მოქმედებს როგორც რეპელენტი და ამავდროულად არღვევს მწერების კვების, ზრდისა და გამრავლების პროცესებს. განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი მავნებლების წინააღმდეგ, როგორებიცაა ბუგრები, ფრთათეთრები, ხოჭოები, პეპლები და მატლები. ნიმის ზეთი ასევე კარგად მუშაობს ობობა ტკიპების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად დეკორატიულ მცენარეებს აზიანებს.

ნიმის ზეთი მცენარეებისთვის

ზეთს აქვს ძლიერი ფუნგიციდური თვისებები და ეხმარება მცენარეებს ისეთი გავრცელებული სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორებიცაა ნაცარი, ჟანგა და ფოთლის ლაქიანობა. რეგულარული გამოყენებისას ქმნის დამცავ ბარიერს მცენარის ზედაპირზე, რაც ხელს უშლის სოკოს სპორების გავრცელებას.


ნიმის ზეთი არა მხოლოდ გარეგან საფრთხეებს ებრძვის, არამედ აძლიერებს მცენარეების საკუთარ დამცავ მექანიზმებსაც. ასტიმულირებს სისტემურ შეძენილ რეზისტენტობას, რაც მცენარეებს სხვადასხვა სტრესორთან გამკლავებაში ეხმარება.


ზეთის გამოყენება ნიადაგის გასანოყიერებლადაც შეიძლება. ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზმების ზრდას და ამცირებს მავნე ნემატოდების პოპულაციას. ეს აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს და საბოლოოდ, ხელს უწყობს მცენარეების ზრდას.


ნიმის ზეთი იდეალური არჩევანია ორგანული მებაღეობის მოყვარულთათვის. ის არ ტოვებს მავნე ნარჩენებს და უსაფრთხოა გარემოსთვის, სასარგებლო მწერებისთვის (როგორიცაა ფუტკრები და პეპლები) და ადამიანებისთვის.

ბუნებრივი მკურნალი: სამედიცინო გამოყენება

ნიმის ზეთს ტრადიციულად იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და პრევენციისთვის. პროდუქტს აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. შესაბამისად, ეფექტურია აკნეს, ეგზემის, ფსორიაზის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ზეთი ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ამცირებს ნაწიბურების წარმოქმნის რისკს.


ამასთანავე, პროდუქტი აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს. ხელს უწყობს თეთრი სისხლის უჯრედების წარმოქმნას და აძლიერებს იმუნურ პასუხს ინფექციებზე.


ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ნიმის ზეთს სისხლში შაქრის რეგულირების უნარიც აქვს, ამიტომ შესაძლოა სასარგებლო იყოს დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის. ამასთან, აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, რაც ამცირებს ინსულინ რეზისტენტობას.

ნიმის ზეთის გამოყენება ვეტერინარიაში

ნიმის ზეთი ფართოდ გამოიყენება ცხოველთა ჯანმრთელობისთვისაც. წარმოადგენს ბუნებრივ საშუალებას შინაური ცხოველების დასაცავად რწყილების, ტკიპებისა და სხვა პარაზიტებისგან. გარდა ეფექტურობისა, პროდუქტის უპირატესობა იმაშია, რომ ქიმიური ინსექტიციდებისაგან განსხვავებით, ბუნებრივი პროდუქტია და ცხოველს დამატებით საფრთხეს არ უქმნის. 

ნიმის ზეთი ვეტერინარიაში

ზეთის გამოყენება შესაძლებელია ცხოველებს კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობისათვის, მათ შორის ალერგიული დერმატიტისა და გაღიზიანებული კანის პრობლემების დროს.


აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულარული გამოყენებისას ნიმის ზეთი აუმჯობესებს ცხოველების ბეწვის ხარისხს, ანიჭებს მას სიპრიალესა და ჯანსაღ იერს.

კოსმეტიკური დანიშნულება და კანის მოვლა

ნიმის ზეთი მრავალი კანის მოვლის პროდუქტის შემადგენლობაში შედის. დამატენიანებელი ეფექტი ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას. ზეთის ანტიოქსიდანტური თვისებები კი იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და ანელებს დაბერების პროცესს.


პროდუქტი ეფექტურად ებრძვის ქერტლს და აწესრიგებს სკალპის მდგომარეობას. ის ასევე ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს და ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ზრდას. ამასთანავე, გამოიყენება როგორც ბუნებრივი კონდიციონერი, რომელიც თმას სიპრიალესა და სიჯანსაღეს ანიჭებს.


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნიმის ზეთი ზოგიერთი კბილის პასტისა და პირის სავლების შემადგენლობაშიცაა. ძირითადად მისი ანტიბაქტერიული თვისებების გამო. ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ეფექტურად ებრძვის პირის ღრუს ბაქტერიებს.

უსაფრთხოების ზომები და გამოყენების წესები

მიუხედავად იმისა, რომ ნიმის ზეთი ბუნებრივი პროდუქტია, მისი გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს. მებაღეობაში, რეკომენდებულია ზეთის გაზავება წყლით ან სხვა ზეთებით. კონცენტრაცია დამოკიდებულია მცენარის ტიპსა და პრობლემის სიმძიმეზე. მაგალითად, ,,გროუ-გროუს” რეკომენდაციით ნიმის ზეთის (ნიმოილი) დოზირება შემდეგნაირია: 5 მლ პროდუქტი 1 ლიტრ თბილს წყალში უნდა გააზავოთ და ფოთლების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მცენარეს ღამით შეასხუროთ. 


რაც შეეხება კოსმეტიკურ მოხმარებას, კანზე გამოყენებამდე, ჩაატარეთ ალერგიის ტესტი: შეურიეთ რამდენიმე წვეთი ნიმის ზეთი წყალს ან თხევად საპონს და წაისვით  მცირე უბანზე. თუ გაჩნდა გაღიზიანება, განაზავეთ უფრო მეტად. ორსული ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები უნდა მოერიდონ ნიმის ზეთის გამოყენებას კონსულტაციის გარეშე.


ცხოველების შემთხვევაში პროდუქტის გაზავება აუცილებელია. ერთ-ერთი რეცეპტის მიხედვით საბოლოო პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს 1 პროცენტზე მეტ ნიმის ზეთს, ამიტომ  შეგიძლიათ დაამატოთ 25მლ ზეთი 400მლ შამპუნს.  ცხოველებზე გამოყენებისას, აუცილებელია ვეტერინარის რჩევის გათვალისწინება, რადგან ზოგიერთი ცხოველი, მაგალითად,  შეიძლება მგრძნობიარე იყოს ნიმის ზეთის მიმართ.

 

ამრიგად, ნიმის ზეთის მრავალმხრივი სარგებელი და ეკოლოგიური უსაფრთხოება მას იდეალურ არჩევანად აქცევს მათთვის, ვინც ბუნებრივ და ეფექტურ საშუალებებს ეძებს ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში გამოსაყენებლად. 

 

დაინტერესდით და გსურთ სცადოთ? ნიმის ზეთი ხელმისაწვდომია ,,გროუგროუს” მაღაზიებში. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის, ორგანული ნიმის ზეთი და მიიღოთ პროფესიონალური რჩევები მისი გამოყენების შესახებ.

დატოვე კომენტარი