აღწერა
Neem oil იცავს თქვენს მცენარეს მწერებისგან, სოკოვანი დაავადებისგან, პარაზიტებისგან, ტკიპებისა და ობობებისგან.იგი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მათი პრევენციისთვის, ასევე უკვე დაავადებული მცენარის განსაკურნებლად.
მოხმარების წესი და პირობები: 5 მლ ნიმოილი გახსენით 1 ლიტრ წყალში. მისი ზეთოვანი სტრუქტურის გამო, შეურიეთ თბილ წყალში, რათა მარტივად მოხერხდეს პრეპარატის გახსნა. შეაშხურეთ ხსნარი მცენარის ზედაპირს სანამ სრულიად არ დასველდება. გაითვალისწინეთ რომ Neem oil გამოიყენება სიბნელეში, რათა თავიდან აირიდოთ ფოთლების დაზიანება. არ გამოიყენოთ დასტრესილ ან ახლად გადარგულ მცენარეზე. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ზეთი.
რეკომენდაცია: გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე და დეკორატიულ მცენარე-ყვავილებზე.
შემადგენლობა: ნიმის ზეთის ექსტრაქტი 70% სხვა ინგრედიენტები 30%.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თავსახური მოარგეთ მჭიდროდ. დაიცავით გაყინვისგან.
გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას აუცილებლად ჩამოიბანეთ წყლით; გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი; თვალში მოხვედრისას ჩამოიბანეთ თვალები დიდი რაოდენობის წყლით; გაღიზიანების ან კანზე გამონაყარის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს; შესუნთქვის შემთხვევაში გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს; გადაყლაპვის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.