როგორ შევარჩიოთ გროუ ბოქსი
0 კომენტარი

გროუ ბოქსი, იგივე გროუ ტენტი ერთგვარი შიდა მებაღეობის სივრცეა, რომელიც მცენარეების გასაზრდელად ყველა ოპტიმალური პირობის შექმნას უზრუნველყოფს. როგორც წესი, ეს არის ყუთის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც დამზადებულია ქსოვილისგან, ან პლასტმასისგან. ბოქსს აქვს ამრეკლავი შიდა კედლები, სავენტილაციო პორტები, ღიობები ელექტრო კაბელებისა და სადინარებისთვის.

რა არის გროუ ბოქსი

გროუ ბოქსი და მისი ინტერიერი ჩვეულებრივ გაფორმებულია ნათურის ამრეკლავი მასალით, როგორიცაა Mylar, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მცენარეებისთვის ხელმისაწვდომი სინათლის რაოდენობა. ბოქსი ასევე შუქგაუმტარია, რათა შესაძლებელი იყოს გაკონტროლდეს სინათლის რაოდენობა, რომელსაც მცენარეები იღებენ.

სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ტიპის პროდუქტი პოპულარულია შიდა მებაღეობაში, რადგან ისინი გარემოს სრულად კონტროლის საშუალებას იძლევა. გროუ ტენტი ხშირად გამოიყენება კანაფის მოსაყვანად, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მცენარეების, როგორიცაა მწვანილი, ხილი და ბოსტნეულის გასაზრდელად.

გროუ ტენტი და მისი უპირატესობა

დაბალი გროუ ბოქსი

ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ გახდა გროუ ბოქსი, ანუ იგივე გროუ ტენტი ასეთი პოპულარული კანაფის მოსაყვანად. აქ არის რამდენიმე ძირითადი მიზეზი:

  • კონტროლი გარემოზე: კანაფის მცენარეს სჭირდება სპეციფიკური გარემო პირობები, რომ გაიზარდოს და აყვავდეს. მათ შორის სინათლის, ტენიანობის, ტემპერატურის, ჰაერის სწორი რაოდენობა. ტენტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინარჩუნოთ ოპტიმალური გარემო თქვენი მცენარეებისთვის, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ და ჯანსაღ ზრდას.
  • უსაფრთხოება: გროუ ბოქსები შეიძლება განთავსდეს ოთახის ნებისმიერ ადგილას, კარადაში, თუნდაც ავტოფარეხში, ანუ ყველა ისეთ სივრცეში, სადაც მეტ-ნაკლებად მშვიდი და პრივატული გარემო იქნება.
  • სუნის იზოლაცია: გროუ ტენტის ერთ-ერთი უპირატესობა ასევა არის კანაფის მძარფი სუნის იზოლაცია. დამატებითი საშუალებებით კი შესაძლებელია სუნის უჯრედების სრულიად გაქრობა ჰაერიდან.
  • სივრცის ეფექტური გამოყენება: ვინაიდან პროდუქტი სხვადასხვა ზომითაა ხელმისაწვდომი, ეს იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც პატარა ზომის პროდუქტი სჭირდება ოთახის სიმჭიდროვიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ ვახსენეთ ტენტს სივრცის ათვისების პრობლემა არ აქვს და შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ პატარა ოთახში, ან აივანზე, რაც საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ბუნებრივი პირობები კანაფის გასაზრდელად. 
  • შუქგამძლე: კანაფის მცენარეს სჭირდება სინათლის სპეციფიკური ციკლი, რათა სწორად გაიზარდოს და აყვავდეს. გროუ ტენტი, როგორც წესი, შუქგაუმტარია, ასე რომ, მწარმოებლებს შეუძლიათ გააკონტროლონ მათი მცენარეების მიერ მიღებული სინათლის რაოდენობა და დრო, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოსავლიანობას.
  • ბიუჯეტური: იმის გამო, რომ სრულმასშტაბიანი შიდა ზრდის ოთახის მოწყობა შეიძლება ძვირი დაჯდეს, ბოქსი უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია. ისინი ნაკლებ აღჭურვილობას საჭიროებენ, მათი დაყენება და ჩამოშლა ძალიან მარტივია, რაც მათ შესანიშნავ არჩევნად აქცევს როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი ადამიანებისთვის.

მთლიანობაში, გროუ ბოქსი კანაფის მწარმოებლებს აძლევს მოსახერხებელ, ფრთხილ და ეკონომიურ გზას მაღალი ხარისხის კანაფის თესლის ოპტიმალურ გარემოში მოსაყვანად.

როგორ შევარჩიოთ გროუ ბოქსი

რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი არჩევის პროცესში. მცენარის რაოდენობა, რომლის გაშენებაც გსურთ და ადგილი, რომელიც გაქვთ მზად გასაშენებლად. აირჩიეთ ზომა, რომელიც კომფორტულად მოერგება თქვენს სივრცეს და საშუალებას მისცემს თქვენს მცენარეებს ბოლომდე გამოავლინონ მათი პოტენციალი.

აირჩიეთ ბოქსი, რომელიც დამზადებულია გამძლე, მაღალი ხარისხის მასალებისგან. გასათვალისწინებელია ასევე ვენტილაცია. სათანადო ვენტილაცია გროუ ტენტისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად.

კანაფის თესლების მაღაზია GrowGrow-ში წარმოდგენილი ბოქსები ყველანაირი მომხმარებლის გემოვნებასა და მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ჩვენთან დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი, მათ შორის მარიხუანას აქსესუარები, სასუქი, განათება და მრავალი სხვა პროდუქტი დაგხვდებათ.

მაღალი გროუ ტენტი

მაგალითად, ეს გროუ ტენტი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ინარჩუნებს სინათლეს და შუქს 98%-ით ირეკლავს. სქელი მატერია უზრუნველყოფს, რომ ბოქსი მყარად იდგეს. მას აქვს ორმაგი ნაკერები, ხოლო ჩონჩხი აგებულია ძლიერი მეტალის მილებით.

დამატებით, ინდუსტრიული ხარისხის ელვა შესაკრავი არასდროს არ იჭედება. ხოლო მისი ინსტალაცია ძალიან მარტივია და არ საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტებს.

100x100x200სმ ზომის ეს ტენტი ძალიან კარგი ვარიანტია, როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილების მქონე ენთუზიასტებისთვის.

“გროუგროუ” ასევე გთავაზობთ Probox Magnum-ს. ტენტი გათვლილია 2,25 მ2 ფართობზე მცენარეების გასაშენებლად.
მისი ზომა ზომა 150x150x220 სანტიმეტრია, დატვირთვის მოცულობა 54 კილოგრამი, აქვს გამძლე ელვა და პრემიუმ ამრეკლი, რომელიც 97% ეფექტურობით გამოირჩევა.

PROBOX MAGNUM 150 ტენტი შესაფერისია მაღალი სიმძლავრის ლედ განათებისთვის 1x 1000 W. ამ ბოქსის უპირატესობა საიმედო პრემიუმ შიდა ამრეკლთან ერთად მაღალი ხარისხის 600D გარე ნეილონის ქსოვილებია.

უძლიერესი ალუმინის კონსტრუქცია, რომელიც 54 კილოგრამ დატვირთვას უძლებს, ნებისმიერი გროვერის ოცნებაა. ბოქსი ასევე თავსებადია ჰიდროფონიკურ სისტემებთან.

წინა კარის გარდა მას აქვს ორი გვერდითი ფანჯარა. დამატებით 5 სავენტილაციო ხვრელი, 8 წრიული ხვრელი და 3 კაბელი ამარტივებს ტენტის გამოყენებას. 

ტენტის როგორც აწყობა, ასევე მართვა ძალიან მარტივია. განკუთვნილია ყველა ტიპის მცენარისთვის ან თუნდაც პატარა ბუჩქისთვის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი გროუ ბოქსი Probox Bunker არის. რა თქმა უნდა, მისი შეძენა შესაძლებელია “გროუგროუ”-ს მაღაზიათა ქსელში.

ამ ბოქსის შიდა საიმედო შიდა ამრეკლავი Premium Mylar 97%-ია, პლუს ამას გამძლე ელვა და მაღალი ხარისხის გარე ქსოვილი NYLON 600D. ალუმინის კონსტრუქცია 54 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს.

წყვილი წინა და უკანა კარების გარდა, 4 გვერდითი ფანჯარა ასევე დაგეხმარებათ ამ ტენტის მარტივად გამოყენებაში. ხელსაყრელ კულტივირებას უზრუნველყოფს 16 წრიული ნახვრეტი, 10 სავენტილაციო ნახვრეტი და 6 კაბელი.

Probox Bunker სხვადასხვა საკმაოდ დიდი ფართობითაა წარმოდგენილი. არჩევანის საშუალება ძალიან დიდი გაქვთ: 240x240x240cm, 300x150x240cm, 300x200x240cm, 300x300x240cm. ცხადია, ფასი დამოკიდებულია ზომაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უფრო მაღალი ბოქსი = ​​უფრო მაღალი მცენარეები და ნაკლები ზედმეტი სითბო ყუთში!

საჩითილე ტენტი

საჩითილე ტენტი

“GrowGrow-ში ასევე დაგხვდებათ საჩითილე ტენტი, რომელიც რამდენიმე სართულისგან მზადდება და საუკეთესო ვარიანტია ჩითილების მოსაყვანად. მას აქვს ძლიერი და გამძლე ნეილონის ქსოვილი 420D. სტაბილური და მყარი სტრუქტურა ინარჩუნებს გამძლეობას, ხოლო პრემიუმ ამრეკლი 97%-ით ეფექტურია.

მას აქვს რეზისტენტული, შუქგაუმტარი ელვა. ასევე ორმაგი და რბილი ქსოვილის დამჭერები.

პრობოქსის საჩითილე ტენტი სხვადასხვა ზომითაა:

  • S (60x40x40 სმ)
  • M (80x60x40 სმ)
  • L (60x40x200 სმ)
  • XL (120x40x200 სმ)

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გროუ ბოქსი, იგივე ტენტი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა შიდა სივრცეში მცენარეების და მათ შორის კანაფის მოსაყვანად. “გროუგროუ” კი უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივი მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის პროდუქტი მისაღებ ფასად იყოს ხელმისაწვდომი.

დატოვე კომენტარი