რა არის HHC
0 კომენტარი

დროსთან ერთად  იცვლება კანაფის რეგულაციები და იხვეწება ინფორმაცია ამ მცენარის შემადგენლობასა და გამოყენების შესახებ.

სულ ახლახანს ბაზარზე ახალი კანაბინოიდი HHC გამოჩნდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ თუ რა არის HHC, როგორ შეიქმნა და რა გავლენას ახდენს ადამიანზე.

hhc

ჰექსაჰიდროკანაბინოლი (HHC) ბაზარზე განხილვის საგანი გახდა, რადგან ის არის ახალი კანაბინოიდი და ჯერ კიდევ  უცნობია ბევრი რამ მისი ეფექტის შესახებ, ასევე უცნობია თუ როგორ მზადდება - მთლიანად სინთეთიკურია თუ მცენარეში ბუნებრივად გვხვდება.

ამ საკითხმა, საზოგადოებაში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, HHC-ის პროდუქტები, განსაკუთრებით ვეიფები, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო ბაზარზე. 

მოდი გავიგოთ როგორ მზადდება HHC და რა ეფექტი შეიძლება იყოს მოსალოდნელი მისი მოხმარების შემდეგ.

რა არის ჰექსაჰიდროკანაბინოლი

მიუხედავად იმისა, რომ ეს კანაბინოიდი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე, რეალურად შექმნა 1944 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა როჯერ ადამსმა: წყალბადის მოლეკულები დაამატა კანაბინოიდ დელტა-9 THC-ს (პროცესი, ცნობილია როგორც ჰიდროგენიზაცია), რის შედეგადაც შექმნა HHC ანუ ჰექსაჰიდროკანაბინოლი.

საკითხავია არის თუ არა შესაძლებელი HHC-ის მიღება ბუნებრივი გზით კანაფის მცენარესგან თუ ის მთლიანად ლაბორატორიაში შექმნილი სინთეტიკური ნაერთია?

საქმე იმაშია, რომ ორივე მოსაზრება ნაწილობრივ ჭეშმარიტია. 

HHC  ბუნებრივად (მცირე რაოდენობით) გვხვდება კანაფის თესლში და  მტვერში, თუმცა, ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ THC არ არის საკმარისი, რადგან მისი გადამუშავების შედეგად მიღებული, HHC არის შედარებით დაბალი კონცენტრაციის. სწორედ ამიტომ HHC მზადდება ლაბორატორიებში, მცენარიდან მიღებული სხვა კანაბინოიდების გამოყენებით. ( კანაფის მცენარეში არის ბევრი კანაბინოიდი, რომელიც შედარებით ადვილად გარდაიქმნება სხვა სინთეტიკურ კანაბინოიდად ).

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად ვუწოდოთ მას, კანაფისგან სრულად ბუნებრივად მოპოვებული პროდუქტი, HHC მაინც არ არის იგივე, რაც სხვა სინთეტიკური კანაბინოიდები; ის შუაშია და ცნობილი გახდა, როგორც ნახევრად - სინთეტიკური კანაბინოიდი.

HHC სულ უფრო პოპულარული ხდება: ბევრი იკვლევს მის სასარგებლო თვისებებს და წარმოების ყველაზე ეფექტურ გზებს. HHC -ის ნაერთი ძირითადად აშშ-ში იყიდება, სადაც კანაფის რეგულაციები უფრო მსუბუქია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, თუმცა ასევე პოპულარული ხდება ევროპაშიც. 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, HHC -ს მოლეკულა წარმოიქმნება ლაბორატორიებში გარკვეული ფიტო-კანაბინოიდების გარდაქმნით. პროცესი ანუ ჰიდროგენიზაცია ხდება სინჯარაში, წნევის ქვეშ მყოფი კანაბინოიდებით მდიდარი ექსტრაქტების წყალბადთან შერწყმას. ჰიდროგენიზაცია ცვლის კანაბინოიდის სტრუქტურას და ნაწილებად შლის ნახშირბადის კავშირებს - ამ პროცესის დაჩქარების მიზნით ხშირად გამოიყენება კატალიზატორები, როგორიცაა ნიკელი ან პალადიუმი.

რა ეფექტი აქვს HHC-ს?

hhc-ის ეფექტი

HHC-ის ფსიქოაქტიური და გვერდითი ეფექტები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი, რადგან ის ახალი ელემენტია და მეტი კვლევაა საჭირო. 

მას აქვს მსგავსი ეფექტი და თრობა როგორიც THC-ის, თუმცა ბევრმა ადამიანმა დაადასტურა, რომ ის არ არის ისეთი ინტენსიური. რა თქმა უნდა ეს ლოგიკურიც არის, რადგან HHC-ს, როგორც ჩანს, აქვს დელტა-9 THC-ის მსგავსი სტრუქტურა, თუმცა მთავარი განსხვავება ისაა, რომ HHC-ს აქვს ჰიდროგენირებული ნახშირბადი.

ბევრი მომხმარებლის აზრით, HHC-ს ნამდვილად აქვს THC-ის მსგავსი ეფექტი, იწვევს ეიფორიას, გამაქვავებელ შეგრძნებას, აღქმის ცვალებადობას, სიცილს და შიმშილს. 

ბევრი მომხმარებელი ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ამ კანაბინოიდის მიერ წარმოქმნილი გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც ტეტრაჰიდროკანაბინოლის მიერ: პირის სიმშრალე, ემოციური ფონის ზრდა, და ა.შ.

მისი მათრობელი ეფექტის ზუსტი სიძლიერე,  ჯერ კიდევ კვლევის საგანია;

ზოგი ამბობს, რომ HHC არის სადღაც Delta-8 THC და Delta-9 THC-ს შორის, ის უფრო ძლიერია ვიდრე პირველი, მაგრამ უფრო სუსტია ვიდრე მეორე. 

სხვები კი ამბობენ, რომ ორივესთან შედარებით ნაკლებად ძლიერია.

HHC-ის ეფექტები ჯერ კიდევ შესასწავლია; ისეთი კანაბინოიდებიც კი, როგორიცაა THC, არ არის ადვილი გამოსაკვლევი, რადგან ისინი ურთიერთქმედებენ სხვადასხვა რეცეპტორებთან სხვა ნაერთებთან ერთად, რაც განსაზღვრავს თითოეულ ადამიანზე მოქმედების ეფექტს. 

როგორ ურთიერთქმედებს HHC ადამიანის ორგანიზმთან?

hhc-ის მოქმედება ორგანიზმზე

ამ საკითხზეც აზრთა სხვადასხვაობაა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ჯერ კიდევ დადგენის პროცესშია თუ როგორ ურთიერთქმედებს ეს ნაერთი ორგანიზმთან, კონკრეტულად ენდოკანაბინოიდურ სისტემასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ისევ საჭიროა მეტი კვლევა, როგორც ჩანს, HHC-ს შეუძლია ურთიერთქმედება CB1 და CB2 რეცეპტორებთან, რაც იწვევს ზემოთ აღწერილი მათრობელი ეფექტების პროვოცირებას. 

როდესაც საქმე ეხება HHC-ის ფსიქოაქტიური შესაძლებლობების გაზომვას, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა გვახსოვდეს:

ჰიდროგენიზაციის პროცესის შემდეგ მიიღება ჰექსაჰიდროკანაბინოლ-იჩის ზეთი, სახელწოდებით HCO. ეს არის კანაფის ზეთი, რომელიც გამოიყენება ვეიფების დასამზადებლად, შეიცავს HHC-ს ორ ტიპს:  9r HHC, რომელიც უერთდება ენდოკანაბინოიდულ სისტემას მისი ქიმიური სტრუქტურიდან გამომდინარე და 9s HHC, რომელსაც, როგორც ჩანს, არ აქვს CB1 და CB2 რეცეპტორებთან შერწყმის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ახასიათებს აღნიშნული ეფექტები. 

აქედან გამომდინარე, HHC ზეთის  ვეიფის სიძლიერე დამოკიდებულია HHC-ის თითოეული ტიპის შემცველობის პროპორციაზე, ასევე დამზადებისას გამოყენებულ ტერპენზე. 

დღესდღეობით ცნობილი და პოპულარული კანაბინოიდების ეფექტები, როგორიცაა THC და CBD, ჯერ კიდევ შესწავლილია. იმისათვის რომ ზუსტად გავიგოთ, რა გავლენა აქვს მათ, საჭიროა უამრავი კვლევა ჩატარდეს ამ ახალ კანაბინოიდს მომხმარებლების ჩართულობით.

აქვს თუ არა HHC-ს თერაპიული დანიშნულება?

ეს საკითხიც საკამათოა,CBD-გან განსხვავებით, ჯერ კიდევ არ არსებობს მეცნიერული დასაბუთებები, რაც ამ იდეას მხარს დაუჭერდა. HHC-ს სამედიცინო მიზნით გამოყენების და სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაცია მწირია,  ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. მიმდინარეობს რამდენიმე კვლევა, HHC-ის შესაძლო პოტენციალზე თერაპიული გამოყენებისთვის და დაწყებულია მისი თვისებების შესწავლა. 

2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ სინთეტიკურ HHC-ს ანალოგს შეუძლია შეამციროს სიმსივნის ზრდა მკერდის კიბოს მქონე პაციენტებში, ხოლო 2007 წელს ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მას აქვს უნარი მნიშვნელოვნად შეამციროს ტკივილი; მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ჩატარდა ცხოველებზე, შედეგები იმედისმომცემი იყო და მომავალში შესაძლოა ჰექსაჰიდროკანაბინოლი განხილული იქნას, როგორც ფარმაცევტული ტკივილგამაყუჩებელი პროდუქტი.

თუმცა, როგორც ვთქვით, ჯერ კიდევ ნაადრევია დასკვნების გაკეთება ამ ნაერთის და მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების უსაფრთხოების შესახებ; საჭიროა მეტი კვლევა, მისი დოზისა და მოხმარების დოზირებულად მიღება.

აუცილებლად უნდა მოარიდოთ ბავშვებს და შეინახოთ არახელმისაწვდომ ადგილას.

და ბოლოს არ დაგავიწყდეთ, GrowGrow-ს კანაფის თესლების მაღაზია, საუკეთესო ხარისხის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, ჩვენთან პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე არსებულ გროუშოპებში.

დატოვე კომენტარი