აღწერა
Zkittlez Auto არის Fast Buds-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შტამი, რაც მისი სტაბილურობიდან, კომპაქტური სტრუქტურიდან და 23% THC დონიდან გამომდინარე – არც თუ ისე გასაკვირია. ეს ინდიკა დომინანტური შტამი ოთახს თავისი სურნელით ავსებს და რაგბის ბურთისხელა კვირტებიან კოლას ისხამს. მოჭრის და გაშრობის შემდეგ მომხმარებელი სასიამოვნო ეფექტებს იგრძნობს გონებასა და სხეულში, თუმცა მაინც შეძლებს აქტიური იყოს.
Zkittlez Auto - კვირტის აღწერა
დიდ, მყარ და ყინულოვან კვირტებში მწვანე ტონები დომინირებს, თუმცა შიგადაშიგ ნარინჯისფერი, იასამნისფერი და ლურჯი ფერებიც დაჰკრავს. კარგად გამოშრობის შემთხვევაში, მცენარე შეუდარებელ ხარისხს და კომპლექსურ, ხილისებრ ტერპენებს ავლენს.
გემო
შაქროვანი ტკბილეულისა და კენკრის გემოები Zkittlez Auto-ს მთავარ ნოტებს წარმოადგენს, რასაც მანგოსა და გრეიფრუტის გემოები და შოკოლადის მიწისებრი ტონები დაჰკრავს. თუ ამ კანაფის თესლის არომატების სრული დიაპაზონის გამოცდა გსურთ, მინიმუმ 2 კვირა უნდა აცადოთ გამოშრობა.