WHITE WIDOW XXL


თესლის რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი24.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

WHITE WIDOW XXL - ბარნის ფერმისგან

ფემინიზირებული შტამი

ბარნის ფერმის WHITE WIDOW XXL-ის ფოტოპერიოდული კაკლები კლასიკური ამსტერდამული შტამია. უკვე ათწლეულებია, მისი ძლიერი, უტყუარი არომატი ამსტერდამის ქუჩებთან და ცნობილ არხებთან ასოცირდება.

WHITE WIDOW XXL ბრაზილიური სატივას ეფექტს ინარჩუნებს. ამას ემატება სამხრეთ ინდური, 75%-იანი, ფისოვანი ინდიკა

ნებისმიერ პირობებს და ზრდის ტექნიკებს მორგებული WHITE WIDOW XXL ძალიან მოქნილი მცენარეა, რომელიც ობის, პარაზიტების და ცივის ამინდის წინააღმდეგ საკმაოდ მდგრადია. მისი გაზრდა შეუძლია ნებისმიერი დონისა და გამოცდილების მქონე გროუერს.  

ზრდისას, WHITE WIDOW XXL კლასიკურ ინდიკას ემსგავსება. ის კომპაქტური და ინტენსიურად მზარდი მცენარეა, მყარი ტოტებით. შიდა პირობებში მცენარე 100-120სმ-ს აღწევს და მომწიფებისთვის 9 კვირა სჭირდება, ხოლო გარეთ ბუჩქი 2 მეტრამდე იზრდება და ოქტომბრის დასაწყისში მზადაა მოსავლის ასაღებად. 

ყვავილობის დაწყებისთანავე, მისი დიდი, მძიმე და წებოვანი კვირტები ტოტებიდან იფურჩქნება და მცენარე სატივას ემსგავსება. 

დიდი რაოდენობით გამოყოფილი ფისი კოლებს ბრჭყვიალა ტრიქომებით ფარავს და თეთრ, ყინულოვან ელფერს აძლევს.

ამ ამსტერდამულ შტამს ძალიან ეგზოტიკური ტერპენას პროფილი აქვს, რომელიც მკვეთრი, ტკბილი ციტრუსის და ფიჭვის არომატებითაა გაჯერებული.

ინდიკაა თუ სატივა?

ბარნის ფერმის White Widow XXL 25%-ით სატივა და 75%-ით ინდიკაა.

როგორ შევინახო ჩემი  White Widow XXL-ის თესლები?

რეკომენდირებულია White Widow XXL-ის თესლები გრილ და ბნელ ადგილას, ჰერმეტულ კონტეინერში შევინახოთ. იდეალურ შემთხვევაში თესლები მაცვიარში ინახება, სათანადო სათაურითა და დათარიღებით. მოერიდეთ გაყინვას.

როგორ აღმოვაცენოთ White Widow XXL-ის თესლი?

  1. მოათავსეთ მოსაწევის თესლი საჩითილეში, ზედაპირიდან დაახლ 1 სმ სიღრმეზე, აუცილებელია სიდი იყოს წვეტიანი თავით ქვევით. (სავალდებულოა იხმაროთ  ერთჯერადი ხელთათმანი და იმუშაოთ სტერილურ გარემოში)
  2. დანამეთ საჩითილე, ისე რომ იყოს სველი, მაგრამ არ იწურებოდეს.
  3. ჩადეთ საჩითილე ნახევრად დახურულ კონტეინერში ან  ნაწილობრივ შეკრულ პარკში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
  4. შეამოწმეთ ყოველ დღე, რომ არ გამოგიშრეთ საჩითილე.
  5. დაატენიანეთ წყლის სპრეით იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება.
  6. გაღვივებულ თესლს აღმოცენებამდე სჭირდება დაახლოებით 4-5 დღე.
  7. აღმოცენებულ მცენარეს დაახმარეთ, root booster ფესვის სტიმულირებისთვის და გადაიტანეთ ნიადაგში.

შეგახსენებთ, რომ ამ და სხვა ხარისხიანი პროდუქციის შეძენა მარიხუანას თესლების მაღაზია - GrowGrow-ში არის შესაძლებელი

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი