აღწერა
Wedding Cake Auto - ბარნის ფერმა
ავტომოყვავილე ჯიში
შაქრის კრისტალებით დაფარული, ყინულოვანი WEDDING CAKE AUTO ბარნის ფერმის ავტომოყვავილე Cali კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს.
ეს Wedding Cake-ისა და BF Super Auto #1-ს კვეთა თავისი OG-სმაგვარი მძლავრი ეფექტებით გულგრილს არავის დატოვებს. Wedding Cake-ის ავტომოყვავილე ვარიანტი განსაკუთრებით გამძლეა სტრესის და პარაზიტების წინააღმდეგ.
თეთრი, კრისტალებით დაფარული კვირტების მოყვარეულებისთვის WEDDING CAKE AUTO შესანიშნავი არჩევანია. ეს 65%-თ ინდიკა დომინანტური მცენარე ძალიან მჭიდროდაა კვირტებით და კვანძებით დახუნძლული.
ამ ულამაზეს, უზარმაზარ ყვავილებს სრულად მომწიფებისთვის სულ რაღაც 70-75 დღე სჭირდება. მცენარის საბოლოო სიმაღლე 80-120სმ-ს აღწევს და თავისუფლად ისხამს 450-550 გრ/მ² მოსავალს (გარე პირობებში 180-250 გრ/მ²-ს).
მისი THC-ს დონე 25%-ს აღწევს, ხოლო CBD - 2.4%-ს.
ინდიკაა თუ სატივა?
ბარნის ფერმის WEDDING CAKE AUTO 35%-ით სატივა და 65%-ით ინდიკაა.
როგორ შევინახო WEDDING CAKE AUTO-ს თესლები?
რეკომენდირებულია WEDDING CAKE AUTO-ს თესლები გრილ და ბნელ ადგილას, ჰერმეტულ კონტეინერში შევინახოთ. იდეალურ შემთხვევაში თესლები მაცვიარში ინახება, სათანადო სათაურითა და დათარიღებით. მოერიდეთ გაყინვას.
როგორ აღმოვაცენოთ თესლი?
- მოათავსეთ თესლი საჩითილეში, ზედაპირიდან დაახლ 1 სმ სიღრმეზე, აუცილებელია სიდი იყოს წვეტიანი თავით ქვევით. (სავალდებულოა იხმაროთ ერთჯერადი ხელთათმანი და იმუშაოთ სტერილურ გარემოში)
- დანამეთ საჩითილე, ისე რომ იყოს სველი, მაგრამ არ იწურებოდეს.
- ჩადეთ საჩითილე ნახევრად დახურულ კონტეინერში ან ნაწილობრივ შეკრულ პარკში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
- შეამოწმეთ ყოველ დღე, რომ არ გამოგიშრეთ საჩითილე.
- დაატენიანეთ წყლის სპრეით იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება.
- გაღვივებულ თესლს აღმოცენებამდე სჭირდება დაახლოებით 4-5 დღე.
- აღმოცენებულ მცენარეს დაახმარეთ, root booster ფესვის სტიმულირებისთვის და გადაიტანეთ ნიადაგში.
WEDDING CAKE AUTO-ს კანაფის თესლები მხოლოდ სუვენირის სახით, შესანახად ან გენეტიკური შენარჩუნების მიზნით იყიდება.