აღწერა
Tropicana Cookies Auto-ს მარიხუანას თესლები იდეალური ჯიშია ნებისმიერი გამოცდილების მქონე გროუერისთვის, განსაკუთრებით – დამწყებებისთვის. მცენარე კარგად ხარობს ოთახშიც და ეზოშიც და ზედმეტ ყურადღებასა და ენერგიას არ მოითხოვს. ბუჩქი 110სმ-მდე იზრდება და საშუალოდ იტოტება, რაც მის შერეულ მემკვიდრეობას ასახავს. კარგი არჩევანი მაღალი ამტანობის მქონე მწეველებისთვის, ვინც პოტენტურ ავტომოყვავილეს ეძებს. ეს მცენარე, თავისი ციტრუსისა და ხისებრი არომატით, დაგეხმარებათ, დღე სწორად დაიწყოთ.
Tropicana Cookies Auto - კვირტის აღწერა
Tropicana Cookies Auto მუქ იასამნისფერ ყვავილებს ისხამს, მუქი კვირტებით, რომლებსაც ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი ტონები დაჰკრავს. მუქი ნარინჯისფერი ბუსუსები მთლიანად ფისით იფარება მოსავლის აღების დროისათვის, რაც მათ თითქოს თეთრ და პრიალა ეფექტს აძლევს.
ამ ჯიშს ინდიკას მსგავსი მცენარის სტრუქტურა აქვს და მისი მოჭრა საკმაოდ მარტივი პროცესია. ამ ულამაზეს ყვავილებს ლიმონის, ფორთოხლის წვენისა და სანდლის ხის მადისაღმძვრელი სურნელი ასდის და მათგან საოცრად არომატული ჰეში და ექსტრაქტები მზადდება.
გემო
Tropicana Cookies Auto-ს განსაკუთრებულად ტკბილი არომატები ახასიათებს, რომლებიც ლიმონის ქერქსა და ახლადდაწურულ ფორთოხლის წვენს მოგაგონებთ, მკრთალი ყვავილოვანი ტონებით.
უნიკალური ტერპენას პროფილის დამსახურებით, ციტრუსოვანი სიმჟავე მთელ პირის ღრუში მკვეთრად იგრძნობა და ტროპიკულ, ტკბილეულისებრ გემოს ტოვებს. ტკბილ-მჟავე გემოები მწვანილოვანი ფონით ბალანსდება, რომელიც ყოველ ჩასუნთქვაზე მკვეთრდება და იშლება.