Strawberry Banana Auto


თესლის რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი50.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

Strawberry Banana Auto - Fastbuds-ის პროდუქცია 

  • ეს 27%-იანი THC-ს შემცველობის ჯიში 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოტენტური ავტომოყვავილეა. 
  • მისი უზარმაზარი მოსავალი 600გრ/მ2-მდეც კი აღწევს!
  • მარწყვის და ბანანის ტერპენები მცენარეს უგემრიელეს გემოს და არომატს სძენენ.
  • ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომოყვავილე 150სმ-მდე იზრდება
  • ყველა ნაფაზს განსხვავებული გემო აქვს -- მარწყვის და ბანანის არომატებში ირევა სიტკბო და მიწიერი ტონები.

თუ ძლიერ ავტომოყვავილეს ეძებთ, Strawberry Banana Auto-ს შემთხვევაში ხარისხსა და რაოდენობას შორის არჩევა არ მოგიწევთ - მას ორივე აქვს. 

მისი ინდიკასა და სატივას შორის დაბალანსებული ეფექტები მწეველს კრეატიულობას სძენს.

კვირტის აღწერა

მცენარეს მსხვილი და წაგრძელებული, წვეტიანი კვირტები ეზრდება, ღია მწვანე და მკვეთრი ყვითელი ტონებით. მრავალრიცხვოვანი ტრიქომების დამსახურებით, ფოთოლი ისე გამოიყურება, თითქოს თოვლითაა დაფარული.

მომწიფებისას მცენარე ბანანის და ახალდაკრეფილი მარწყვის არომატების მიქსს აფრქვევს, რაც მას ექსტრაქტებისა და ჰეშის დასამზადებლად შესანიშნავ არჩევანს ხდის.  

ეფექტები

მაღალი THC დონის დამსახურებით, შტამს ძლიერი ჰიბრიდის ეფექტი აქვს. მოწევისას თავში მსუბუქ ვიბრაციებს იგრძნობთ, რაც ნელნელა ეიფორიის შეგრძნებაში და მაღალ განწყობაში გადაიზრდება და ფოკუსს გაგიზრდით.

ეს შტამი ტახტზე ნებივრობას და ჭამას მოგანდომებთ. Strawberry Banana Auto რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც მაღალი ამტანობა აქვს ან პაციენტებისთვის, ვისაც ტკივილის გასაყუჩებლად ალტერნატიული გზა, მადის გაზრდა ან შფოთვის მოშორება სურს. 

გარეგნობა

ეს ჯიში ინტენსიურად იზრდება; თვალსაჩინოა მისი შერეული გენეტიკა. ძირითადი კოლა 150სმ-მდე აღწევს და მსუბუქად იტოტება. ტოტები კოლაზე მოკლე, მაგრამ მაინც საკმაოდ გრძელი და ყვავილებითა და კვირტებით დახუნძლულია.

ეს მცენარე საკმაოდ კომპაქტურია და სიმაღლის მიუხედავად მოსავლის აღებამდე გარეგნობით ტიპურ ინდიკას ჰგავს.

რჩევები გაზრდისთვის

ამ მცენარეს საკმარისი ვერტიკალური სივრცე სჭირდება გასაზრდელად. იმისათვის, რომ ბუჩქი 150სმ-მდე გაიზარდოს, ტენტი სულ მცირე 200სმ სიმაღლის უნდა იყოს. როგორც კი კვირტები მოცულობაში გაზრდას დაიწყებს მათი წონა საკმაოდ იმატებს, შესაბამისად ამ პერიოდში დაკვირვებულობა გმართებთ - შესაძლოა ტოტებს საყრდენი დასჭირდეს.

აუცილებელია გამორეცხვის პროცესს ზედმიწევნით მიჰყვეთ, რათა ბანანისა და მარწყვის ისედაც ძლიერი ტერპენები კიდევ უფრო პოტენტური გახადოთ.

არომატი

შტამს დაუვიწყარი, ტკბილი ტროპიკული მარწყვის გემო აქვს შესუნთქვისას, ხოლო გამობოლვისას მწიფე ბანანის ტონალობები იგრძნობა. მაღალი პოტენტურობა და კარგი ტერპენას პროფილი მცენარეს ჰეშისა და ექსტრაქტების მწარმოებლებისთვის შესანიშნავ არჩევანს ხდის.

ამ და სხვა კანაფის კაკლების ყიდვა გროუგროუში არის შესაძლებელი.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი