Skywalker Haze


თესლის რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი44.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა


რატომ უნდა შეიძინო Skywalker Haze ფემინიზირებული თესლი?

  • Skywalker Haze ძალიან პოტენტური და ყინულოვანი Haze ჰიბრიდია, რომელსაც მაღალი მოსავლიანობა და მაღალი THC შემცველობა აქვს (15-20%).
  • ამ სატივა-დომინანტურ კანაფის თესლს ძალიან პოტენტური და მკვეთრი ტერპენას პროფილი აქვს, ლიმონის haze ნოტებით. კვირტები ძალიან ლამაზი, კომპაქტური და ყინულოვანია!
  • Skywalker Haze მარტივად გასაზრდელია, სხვა ტრადიციულ Haze ჯიშებთან შედარებით. მისი ყვავილობის დრო დაახლ. 9-10 კვირას შეადგენს. 
  • Skywalker Haze-ს ეფექტი ენერგიული, ეიფორიული, გამამხნევებელი და მომადუნებელია. მისი ძლიერი გავლენა როგორც გონებაში, ისე სხეულშიც იგრძნობა და კარგად ერგება რეკრეაციულ და სამედიცინო მომხმარებელს. 

Skywalker Haze-ს ძლიერი არომატი აქვს, ტკბილ-მჟავე ლიმონის და კენკრის ნოტებით, რომლებიც ცხარე  haze-ს ერევა. 

ამ სატივა დომინანტურ haze ჰიბრიდს ძალიან ძლიერი არომატი აქვს. ზოგ ფენოტიპს ლიმონისა და მწვანილის მკვეთრი სუნი ასდის. სხვა ფენოტიპებს მიწისებრი ნოტები და მოცვის სურნელი ახასიათებს. ერთი სიტყვით, მცენარის ტერპენას პროფილი უნიკალური და ძალიან მრავალფეროვანია, ციტრუსის დომინანტური გემოთი.  

ხილის გემო ამოსუნთქვაზე იგრძნობა, ხოლო ჩასუნთქვისას ცხარე haze არომატები იჩენს თავს. ჯიში ლამაზ, სატივას შესაფერის კვირტებს ისხამს, ცნობილი ,,მელიის კუდებით” და ტრიქომების სქელი ფენით. Skywalker-ის ორიგინალი გენეტიკის (Mazar x Blueberry) და Amsterdam Amnesia-ს კომბინაცია დაუვიწყარ გემოს ქმნის.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი