აღწერა
ამ მცენარეს სახელი Rock Machine M.C-ს საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც მონრეალში (Joint Doctor-ის მშობლიური ქალაქი) დაარსებული მოტოციკლეტის უკანონო კლუბი იყო.
Rock Machine-ის წევრები ცნობილ კვებეკის ბაიკერების ომში და სხვადასხვა კრიმინალურ აქტივობებსა და სკანდალებში მონაწილეობდნენ. დაჯგუფება 1986 წელს შეიკრა და Hells Angels-ს უწევდა კონკურენციას ქუჩაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში 1994-2002 წლებში, რასაც 160-ზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა.
Rock Machine უძლიერესი გენეტიკის მქონე მშობლების შვილია. Afghani х Northern Lights х Lowryder გამოყენებით ძლიერი და გამძლე შტამი შეიქმნა, რომელსაც მომხმარებელზე საკმაოდ მძლავრი ეფექტი აქვს.
Rock Machine-ის კლასიკური გემო მიწისებრი, მწვანილისა და old-school ავღანური ჰეშის მიქსია. მისი ეფექტის ერთ-ერთი მახასიათებელი მეამბოხეობაა. გავლენა ეგრევე იგრძნობა და ძლიერი ტრანკვილიზატორის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბევრი მწეველი აღნიშნავს, რამდენად ძლიერად იგრძობა სხეულში ეფექტები. გრძელი, აქტიური დღის შემდეგ ეს შტამი წამალივითაა.