ფინიშერი - Finisher Kit


Size: 200ml
ფასი:
Გასაყიდი ფასი36.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

აღწერა

Final Part - Finish არის გვიანი ყვავილობის დამაჩქარებელი სასუქი, დამამწიფებელი. ის არის სტიმულატორი, რომელიც არ საჭიროებს სხვა დანამატებს. ხელს უწყობს მცენარის უხყვავილიანობას , ზრდის ნაყოფის მასას და რაოდენობას.

ინსტრუქცია:

ჰიდროფონიკაში გამოყენებისას: პირველ რიგში ჩაანაცვლეთ ძველი საკვები ხსნარი ახალით. დამამწიფებელი უნდა გაიხსნას რეგულირებული მჟავიანობის წყალში - გამოიყნეთ pH მჟავიანობის საზომი, დაამატეთ 5 მლ დამამწიფებელი 1 ლიტრ წყალზე და კარგად აურიეთ. 10 დღის შემდეგ, მოსავლის აღების წინ კი გამოიყენეთ FlashClean-ი.ნიადაგში გამოყენებისას: გახსენით 1 ლიტრ pH -ით დარეგულირებულ წყალში 4 მლ დამამწიფებელი, რათა შეესაბამებოდეს ან ოდნავ აღემატებოდეს წინა EC-ს (2.0-მდე). გამოიყენეთ მანამ, სანამ ფოთოლი გაყვითლებას ან დამწიფებას დაიწყებს. ამ პროცესს შეიძლება 10-დან 20 დღემდე დასჭირდეს. მოსავლის აღების წინ კი გამოიყენეთ FlashClean-ი..



"FlashClean" - ჩამრეცხი მებაღეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია!

ჰიდროპონიკაში გაშენებული მცენარეების გაახალგაზრდავებიდან დაწყებული, მოსავლიანობისა და პოტენციალის მაქსიმიზაციით დამთავრებული. FlashClean- ი წარმოქმნის საკვებ ნივთიერებების კავშირს მინერალებსა და სუბსტრატებს შორის, რაც საშუალებას იძლევა მცენარე გათავისუფლდეს ზედმეტი ნარჩენებისგან.

ეს პროცესი მცენარეს ეხმარება დარჩენილი სასუქის მაქსიმალურად ათვისებაში, განსაკუთრებით გადამწყვეტ ბოლო კვირას, მოსავლის აღებამდე.

ინსტრუქცია :

ჰიდროფონიკურ სისტემებში რეცირკულაციისას:

  • მცენარისათვის საკვები დანამატის განახლებისას (მათ შორის Final Part-Finish- მდე): დაამატეთ 1,5-დან 3 მლ/ლ FlashClean- ი თქვენს არსებულ საკვებ ხსნარს და დააცადეთ 24 საათის განმავლობაში ცირკულირება, სანამ დაიწურება და ჩაანაცვლებთ ახალი საკვები ხსნარით. გამოიყენეთ მცირე დოზა ახალგაზრდა ან მყიფე მცენარეებისთვის, ხოლო მეტი დოზა უკვე გაძლიერებული მცენარეებისთვის, ან მოსავლის აღების წინ.

  • საკვები ნივთიერებების ამოწურვის შემდეგ: ძველი საკვები ხსნარის დაწურვის შემდეგ, დაამატეთ 1.5 დან 3 მლ FlashClean- ი pH-ით დაბალანსებულ წყალს (არ გამოიყენოთ სავსე ავზი, გამოიყენეთ იმდენი, რამდენიც საჭროა სისტემაში თავისუფლად ცირკულირებისათვის) მიეცით საშუალება 24 საათი ცირკულაციისთვის სანამ გადაწურავთ და დაამატებთ ახალ საკვებ ხსნარს. გამოიყენეთ მცირე დოზა ახალგაზრდა, მყიფე მცენარეზე, მეტი დოზა უკვე გაზრდილ მცენარეზე.

  • გადაწურვის შემდეგ (Final Part-Finish- ის გამოყენების შემდეგ): გადაწურეთ ძველი ხსნარი, დაამატეთ 1.5 დან 3 მლ FlashClean- ი pH-ით დაბალანსებულ წყალს (არ გამოიყენოთ სავსე ავზი, გამოიყენეთ იმდენი, რამდენიც საჭროა სისტემაში თავისუფლად ცირკულაციისთვის) მიეცით საშუალება ბოლო 2 დღე ცირკულაციისთვის სანამ აიღებთ მოსავალს, რათა გაიზარდოს შაქრის დონე ნაყოფში და არ დაკარგოს არომატი, სამკურნალო შემცველობა.

  • მცენარის ქოთანში და უმიწო ნარევებში დარგვისას: მცენარისათვის საკვები დანამატის განახლებისას (მათ შორის დამამწიფებელის გამოყენებამდე): ყოველ თხუთმეტ დღეში ერთხელ: შეავსეთ სარწყავი ჭურჭელი სუფთა pH-ით დარეგულირებული წყლით და დაამატეთ 1,5-დან 3 მლ-მდე / ლ FlashClean- ი. დაასხით მანამ, სანამ სითხე არ გამოვა ქოთნის ძირიდან. განაახლეთ რეგულარული გრაფიკით თქვენი მცენარის სასუქით მომარაგება მისი მორწყვით. გამოიყენეთ მცირე დოზა ახალგაზრდა ან მყიფე მცენარეებისთვის და უფრო მეტი დოზა უკვე გაზრდილი მცენარეებისთვის.

  • საბოლოო გადაწურვისას / დამამწიფებელის გამოყენების შემდეგ: მოსავლის აღებამდე ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიყენეთ 3 მლ/ლ FlashClean- ი საკვები ნივთიერებების ნაცვლად. ამ მეთოდით აიწვა შაქრის დონე მცენარის ნაყოფში და ხანგრძლივი წყლის გამორეცხვის შედეგად არც არომატს დაკარგავს და არც სამკურნალო შემცველობას.

  • შენიშვნა: FlashClean- ის გამოყენება შესაძლებელია მცენარის ზრდის ან ყვავილობის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ მისი გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ.


რეკომენდაცია :

  • გამოიყენეთ ყველა საკვები ნივთიერება და სუბსტრატი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა: Final Part-Finish /დამამწიფებელი.

  • FlashClean- ი ეხმარება დამამწიფებელს სრული პოტენციალით მოქმედებაში. სუბსტრატიდან აზოტისა და სხვა მარილების ნარჩენების გამორეცხვით, დამამწიფებელს შეუძლია ნიტრატების მობილიზებით გააუმჯობესოს ნაყოფის გემო.

  • როცა დაასრულებთ, დამამწიფებელის გამოყენების შემდეგ 10-დღიანი წყლით ჩამორეცხვის ნაცვლად, სცადეთ 2 დღე FlashClean- ის გამოყენება.

  • 8 დღეში ერთხელ მოსავლის აღება დიდი ბონუსია!

  • ვარგისია გახსნიდან 24 თვე.

შეგახსენებთ, რომ გროუგროუს კანაფის თესლების მაღაზია თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეგხვდებათ, პროდუქციის შეძენა კი ონლაინ არის შესაძლებელი

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი