მჟავიანობის რეგულატორები - pH Regulators


მოცულობა: 50ml
ფასი:
Გასაყიდი ფასი14.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

იდეალური მჟავიანობა არ არსებობს. მაღალი დონეები ხელს უწყობს კათიონის შეწოვას და დაბალი დონეები ეხმარება ანიონის შეწოვას: ყოველი ფიქსირებული pH კომპრომისია. ძირითადი უსაფრთხო რეკომენდირებული დიაპაზონია 5.5 - 6.5. Terra Aquatica-ს რეკომენდაციაა დარჩეთ დაბალ რიცხვებში 5.5 - 6.2.

Terra Aquatica pH - : პრემიუმ მჟავიანობის მენეჯმენტი ჰიდროფონიკისთვის, ქოქოსისა და ნიადაგისთვის.

მეტი ვიდრე უბრალოდ მჟავა: Terra Aquatica pH საკვები ხსნარის სტაბილურობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს

Terra Aquatica pH - -ის შესაქმნელად მეცნიერებმა ფრთხილად და დიდი სიზუსტით შეაზავეს სამი მჟავა, რომელიც ხშირად მხოლოდ ჰიდროფონიკაში გამოიყენება, რათა მხოლოდ მათი უპირატესობებით ისარგებლოთ და ხარვეზებს თავი აარიდოთ.

Terra Aquatica pH - აზოტისა და ფოსფორის მჟავებს იყენებს, რათა წყლის მჟავიანობის დარეგულირების მძიმე საქმიანობას გაუმკლავდეს. პროდუქტი უზრუნველყოფს სტაბილურ N/K თანაფარდობას ზრდისა და ყვავილობის ფაზებში და აგარიდებთ ნარჩენებს ავზის ზედაპირზე ფოსფორის გამოყენებისგან.

შემდეგ, თავისი განსაკუთრებული მახასიათებლებით, ორგანული ლიმონის მჟავა საკუთარ თავზე იღებს pH ცვლილებების დარეგულირებას დროთა განმავლობაში, უნარჩუნებს თქვენს საკვებ ხსნარს სტაბილურობას და ეხმარება კალციუმის ჭარბ გამოყოფას ხისტი წყლის შემთხვევაში.

Terra Aquatica pH+: პრემიუმ pH მენეჯმენტი და სილიციუმის წყარო ჰიდროფონიკისთვის, ქოქოსისა და ნიადაგისთვის.

აკონტროლებს მჟავიანობას და ამავდროულად ზრდის სილიციუმის დონეს 

მას, ვისთვისაც მხოლოდ ხისტი წყალია ხელმისაწვდომი, მჟავიანობის დონის გაზრდა უცნაურად მოეჩვენება, თუმცა რბილი წყლის მქონე დასახლებისთვის და უკუ ოსმოსის ფილტრის მომხმარებლისთვის ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

Terra Aquatica pH+ მჟავიანობის დასტაბილურობის შესაძლებლობას გაძლევთ და თანაც სილიკატის კარგი წყაროა, რაც ხშირად დეფიციტშია ჰიდროფონიკაში. სილიკატების სწორი დონე ძალიან დიდ როლს თამაშობს მცენარის ჯანმრთელობაში.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი