pH საზომი - Milwaukee pH600AQ


ფასი:
Გასაყიდი ფასი75.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

pH საზომი - Milwaukee pH600AQ Digital pH Pen - ციფრული, მარტივი და კომპაქტური 


200,000-ზე მეტი ადამიანი ირჩევს Milwaukee pH600AQ pH კომპაქტურ და ციფრულ სატესტო მოწყობილობას, რთულად გამოსაყენებელი და წასაკითხი სატესტო ხაზების მაგივრად. 

მოკლე აღწერა

Milwaukee pH600AQ pH კომპაქტური სატესტო მოწყობილობა განკუთვნილია აკვარიუმების მოვლისთვის. აკვარიუმში სწორი pH დონის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თევზებისთვის. 

ციფრული სიზუსტე დაგეხმარებათ pH დონე სასურველ დიაპაზონში მოაქციოთ. 

დამატებით გაცნობებთ, რომ GrowGrow-ს ონლაინ მაღაზიაში PH მჟავიანობის კონტროლისთვის საჭირო ხელსაწყოების თუ ნივთიერებების ფართო არჩევანი გვაქვს.

რას ამბობს მომხმარებელი

,,მოწყობილობა დაკალიბრებულ მდგომარეობაში იყიდება და ზუსტ შედეგებს აჩვენებს.”

"აუცილებელი ნივთი აკვარიუმის ყველა მფლობელისთვის."

"ხელმისაწვდომი და ფასისთვის შესაბამისი. მარტივი გამოსაყენებელი. მდგრადი."

დიზაინი

  • სწრაფი და ზუსტი შედეგები, ციფრული წამკითხველით
  • მარტივად გამოსაყენებელი: მოათავსეთ ზონდი ნიმუშში, ნაზად მოურიეთ და დაელოდეთ წამკითხველს
  • მარტივი, ერთ-საფეხურიანი კალიბრაცია და მარტივად გამოსაყენებელი ტრიმერი, რომელიც განთავსებულია ტესტერის უკან, შხეფებისგან თავის დასაზღვევად.
  • თავსახური pH სენსორის დაცვისთვის და სველად შენახვისთვის. 
  • ენერგიის და ბატარეების ეკონომიური გამოყენება (ბატარეები შედის შეფუთვაში)

გამოყენების და შენახვის წესები

ყველა pH სენსორს შეზღუდული ვარგისიანობის პერიოდი აქვს და დროსთან ერთად მისი მექანიზმი ნელდება. მოწყობილობის სწორად შენახვა მის ვარგისიანობის პერიოდს გაზრდის და დაძველების პროცესს შეანელებს. რეკომენდირებულია, მოწყობილობასთან ერთად Milwaukee pH Maintenance Kit შეიძინოთ, რომელიც მის გაწმენდაში და მოვლაში დაგეხმარებათ. 

რჩევები

  1. ყოველთვის შეინახეთ ვერტიკალურ პოზიციაში, ბაფერიანი ან MA9015 შესანახი ხსნარიანი თავსახურით; თავსახურში წყალი არ ჩაასხათ. 
  2. რეგულარულად მოათავსეთ pH Pen Tester გამწმენდ ხსნარში MA9016, რათა გასუფთავდეს. 
  3. დააკალიბრეთ სენსორი გაწმენდის და/ან შენახვის შემდეგ გამოყენებამდე.
  4. სწრაფი შედეგისთვის, ნაზად მოურიეთ ნიმუშს მოწყობილობის მეშვეობით.

სპეციფიკაციები:

- საზომი დიაპაზონი: 0.0 - 14pH

- რეზოლუცია: 0,1 pH

- სიზუსტე: + -0.1 pH

- დაკალიბრება: ერთპუნქტიანი სახელო

- ბატარეის ელემენტი: 3x1.5V (შედის)

- ბატარეების ხანგრძლივობა: უწყვეტი მუშაობის დაახლოებით 250 საათი

 

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი