Orange Sherbet Auto


თესლის რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი50.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

Orange Sherbet Auto - ფასტბადსი

  • THC-ს უმაღლესი, 26%-იანი შემადგენლობა. FASTBUDS-ის ერთ-ერთი ახალი გამოშვება, პოტენტური და განწყობის ამამაღლებელი ეფექტებით. 
  • იდეალური ნებისმიერი გროუერისთვის. ეს ჯიში შესანიშნავად ერგება სახლის და ეზოს პირობებს.
  • სატივა დომინანტური გიგანტი. მცენარე 150სმ-მდე იზრდება და 650გრ/მ2-მდე მოსავალს ისხამს სულ რაღაც 70 დღეში. ეს სისწრაფე ზედგამოჭრილია კომერციული გამოყენებისთვის. 
  • უმაღლესი გამძლეობა. ამ მცენარეს თავისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ბევრი მოვლა არ სჭირდება, შესაბამისად, დაკავებული გრაფიკის მქონე გროუერებისთვის კარგი არჩევანია.
  • სუპერ შტამი ექსტრაქტებისთვის. მცენარის კვირტები უდიდესი რაოდენობით ფისებს გამოყოფს. 
  • გასაოცარი ტერპენას პროფილი. ფორთოხლისებრი ტერპენები ბუჩქს შეუდარებელ არომატს აძლევს. 

ინტენსიური კვლევების და სელექციის დამსახურებით, FASTBUDS ახერხებს მუდამ განავითაროს ავტომოყვავილე მცენარეთა გენეტიკა. 2023 წელს მათი ციტრუსის გემოებით გაჯერებული შტამი ახალ ჰორიზონტებზე გავიდა - Orange Sherbet Auto ახლა უკვე უფრო დიდი, ძლიერი და გამძლეა. მისი THC შემადგენლობა 26%-მდე ავიდა და ფორთოხლის არომატი კიდევ უფრო მძაფრი გახდა. ეს სატივა დომინანტური ჯიში იდეალურია ექსტრაქტებისთვისაც

ახალბედა გროუერებს Orange Sherbet Auto ბევრ პრობლემას არ შეუქმნის -- მცენარე საკმაოდ მდგრადია და მისი მოვლა არც ისე რთულია. 

Orange Sherbet Auto-ს ეფექტები

Orange Sherbet Auto-ს მოწევისას მარტივად იგრძნობთ Sativa-ს გავლენას, რომელიც საათობით გამოგზაურებთ. მისი უგემრიელესი არომატები და ეფექტი ერთად კარგ განწყობას შეგიქმნით და კრეატიულობასა და მოტივაციას აგიმაღლებთ. ეს შტამი ზედგამოჭრილია სოციალიზაციისთვის, საზოგადო თავშეყრის ადგილისთვის, სანაპიროსთვის, ლაშქრობისთვის, საქმით დაკავებისთვის ან უბრალოდ მუსიკის მოსასმენად, სათამაშოდ ან საკითხავადაც შეგიძლიათ მოწიოთ.

გარეგნობა

ეს ჰიბრიდი საკმაოდ მაღალია, მისი სიმაღლე 110-დან 150სმ-მდე მერყეობს, შესაბამისად, უფრო მათთვისაა რეკომენდირებული, ვინც სივრცეში არაა შეზღუდული. შტამის სატივას გენეტიკის წყალობით, ეს ბუჩქი საკმაოდ მალე იზრდება და განიერად იფუქრჩქნება. საკმაოდ დიდი და მძიმე, 500-650 გრ/მ2-იანი მოსავლის გამო, გირჩევთ ყვავილობის პერიოდში საყრდენი მიახმაროთ. მისი ფისოვანი ყვავილები ყველა კლიმატში ხარობს, თუმცა თბილი ამინდი განსაკუთრებით უხდება. 

რჩევები გაზრდისთვის

თუკი გსურთ მცენარე გაწვრთნათ, ამ ჯიშთან L.S.T მეთოდის გამოყენებას გირჩევდით, მოსავლის რაოდენობის გასაზრდელად. ყვავილობის პერიოდში კვირტების საყრდენად ბამბუკის ჯოხების გამოყენება შეგიძლიათ. ფისოვანი კვირტების და ფოთლების წყალობით, ეს მცენარე იდეალურია ჰეშის ან სხვა ექსტრაქტებით დამზადებული ნივთიერებებისთვის. 

გემო

ამ მცენარის გემო ფორთოხლის ფრეშის და ტკბილმჟავე მანდარინის კოქტეილს ჰგავს. შესუნთქვისას ფორთოხლის ტკბილეულის და მიწიერი გემოების მიქსს იგრძნობთ, ხოლო გამოსუნთქვისას ტროპიკული ხილისა და ფიჭვის ტონების ნაზავს.

შეგახსენებთ, რომ მარიხუანას თესლის გამოწერა ჩვენი მაღაზიის დახმარებით ონლაინ შეგიძლიათ.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი