Niagara Auto - Doctor’s Choice


ფასი:
Გასაყიდი ფასი30.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

შტამს სახელი Niagara Falls-ის საპატივცემულოდ დაერქვა – სამი ჩანჩქერის, რომლებიც ონტარიოს პროვინციას (კანადა) და ნიუ იორკის შტატს (ამერიკა) ჰყოფს.  ნიაგარას ჩანჩქერების სახელწოდების წარმოშობის შესახებ სხვადასხვა თეორიები არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ის იროკეზების ქალაქ Ongniaahra-ს სახელიდან მოდის, რაც ორად გაჭრილი მიწის წერტილს ნიშნავს. 

მეორე თეორიის თანახმად, სახელი მოდის სიტყვიდან ,,Nee-ah-gah-rah” – ჭექა-ქუხილის წყლები. ეს მომაჯადოვებლად ლამაზი ადგილი მითებითა და ლეგენდებითაა მოცული. ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხის საპატივცემულოდ, მცენარეს ნიაგარას სახელი ჰქვია – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საოცრების.

დიდი და პოტენტური კვირტები უძლიერესი წყლის ნაკადივით ჩაგითრევენ, White Widow-სა და ლეგენდარული Lowryder-ის ძლიერი გენეტიკის წყალობით. 

გემო და ეფექტი

კანაფის გემოს მოყვარულები ნიაგარას ძალიან დააფასებენ. გემოების პალიტრა მუსკატის კაკალს, მიწისებრ ნოტებს და ტკბილი კენკრის მსუბუქ ტონებს შეიცავს. მაღალი THC შემცველობა ძლიერ ინდიკასებრ თრობას უზრუნველჰყოფს. გამოცდილ მწეველებსაც კი სიფრთხილე მართებთ ამ ჯიშთან, რომელსაც შეუძლია ცუნამისავით დაგაგდოთ და ტახტს მიგაჯაჭვოთ.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი