Milwaukee pH51 pH Tester - მჟავიანობის საზომი


ფასი:
Გასაყიდი ფასი108.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

Milwaukee-ს pH51 წყალგაუმტარი მჟავიანობის ტესტერი ჩანაცვლებადი ზონდით

Milwaukee-ს წყალგაუმტარი pH51 ტესტერი ბაზარზე არსებული ერთერთი ყველაზე ზუსტი და სანდო იაფფასიანი ტესტერია. ამ პროდუქტს მარტივად ეცვლება ზონდი, რაც მის ვარგისიანობის ვადას ახანგრძლივებს.

მისი ორ საფეხურიანი კალიბრაციის სისტემა საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია. პროდუქტი ერგება აკვარიუმებს, ჰიდროპონიკას, ნიადაგს, აუზებს და მრავალ სხვა სუბსტრატს. 

რას გთავაზობთ Milwaukee-ს pH51 მჟავიანობის საზომი:

სიზუსტე

ამ წყალგაუმტარი და მარტივად წასაკითხი ტესტერის სიზუსტე არის ±0.1 pH.

ორსაფეხურიანი მექანიკური კალიბრაციის სისტემა საკმაოდ სწრაფად ყენდება და გაცილებით ძვირადღირებული საზომების სიზუსტით მუშაობს. ეს ტესტერი ლაკმუსის ქაღალდის ბევრად მარტივად წასაკითხი და ზუსტი, ციფრული ალტერნატივაა. 

გრძელვადიანი მოხმარების პერიოდი 

ტესტერს მოჰყვება გამოსაცვლელი pH ზონდი ორმაგი შეერთებით, რაც ხელს უწყობს პროდუქტის გრძელვადიან ვარგისიანობას. 

სწრაფი შედეგი

ზონდის ორმაგი შეერთება ხელს უწყობს მჟავიანობის დონის სწრაფად და ზუსტად გაზომვას. 

წყალგაუმტარი აგებულება

pH51 ტესტერი ​​IP65-მდე წყალგაუმტარია. 

მსუბუქი

pH51 სულ რაღაც ასამდე გრამს იწონის, რაც სხვა ტესტერებზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

მარტივად გამოსაყენებელი

შედეგის ამოკითხვა პროდუქტის დიდი ეკრანიდან ძალიან მარტივია.

დიზაინი

  • მარტივი და სწრაფი შედეგები დიდი ციფრული წამკითხველით.
  • მაქსიმალური pH სიზუსტე ±0.1 pH-მდე დიაპაზონით (0.0 pH-დან 14.0 pH-მდე).
  • მსუბუქი და მარტივად სატარებელი
  • მარტივად მოსახმარი: მოათავსეთ ზონდი ნიმუშში, მოურიეთ ნაზად, დაელოდეთ წამკითხველს. 
  • მარტივი, მექანიკური ერთ ან ორ საფეხურიანი კალიბრაცია.
  • pH ელექტროდი ორმაგი შეერთებით და გელით, რაც პროდუქტის ეფექტურობას ამაღლებს და მის მოვლას ამარტივებს. 
  • IP65-მდე სრულად წყალგაუმტარი. 
  • 1500 საათიანი სიცოცხლე (მოჰყვება ბატარეა). 
  • ჩანაცვლებადი pH ელექტროდი. 

გამოყენების და შენახვის წესები

ყველა pH სენსორს შეზღუდული ვარგისიანობის პერიოდი აქვს და დროსთან ერთად, მისი მექანიზმი ნელდება. მოწყობილობის სწორად შენახვა მის ვარგისიანობის პერიოდს გაზრდის და დაძველების პროცესს შეანელებს. რეკომენდირებულია, მოწყობილობასთან ერთად Milwaukee pH Maintenance Kit შეიძინოთ, რომელიც მის გაწმენდაში და მოვლაში დაგეხმარებათ. 

რჩევები

  1. ყოველთვის შეინახეთ ვერტიკალურ პოზიციაში, ბაფერიანი ან MA9015 შესანახი ხსნარიანი თავსახურით; თავსახურში წყალი არ ჩაასხათ. 

  2. რეგულარულად მოათავსეთ პროდუქტი გამწმენდ ხსნარში MA9016, რათა გასუფთავდეს. 

  3. დააკალიბრეთ სენსორი გაწმენდის და/ან შენახვის შემდეგ გამოყენებამდე.

  4. სწრაფი შედეგისთვის, ნაზად მოურიეთ ნიმუშს მოწყობილობის მეშვეობით.

აქვე გაცნობებთ, რომ GrowGrow-ში მცენარეთა მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი გვაქვს

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი