HULKBERRY Auto


რაოდენობა: 1 თესლი
ფასი:
Გასაყიდი ფასი45.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

Strain Type Autoflowering
THC 21%
Flavor Citrus, Diesel, Fruity
Type 30% Indica / 65% Sativa / Ruderalis 5%
Flowering 6 - 7 Weeks
Indoor Yield Up to 500g/m2
Outdoor Yield Up to 150g/plant
Indoor Height
Up to 120cm
Outdoor Height  Up to 120cm
Effect Clear, Uplifting
Genetics Hulkberry x Diesel Auto


HulkBerry Automatic პროდუქტიული დღის დასაწყებად შესანიშნავი მცენარეა. მისი მდიდარი ტერპენას პროფილის წყალობით, ჰალკბერი ავტომატიკის ტკბილცხარე არომატი და სატივას ძლიერი ეფექტები ენერგიულობას და პროდუქტიულობას შეგძენთ. 

ჰალკბერი ავტომატიკი: OG Kush-ისა და Strawberry Diesel-ის სატივას საგვარეულო

ჰალკბერი ავტო Royal Queen Seeds-ის Bruce Banner #3 Auto-ს ვერსიაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავტო მცენარე ბევრ ფოტოპერიოდულ შტამზე პოტენტურიც კია. 

Bruce Banner #3 Auto-ს სიმძლავრის მდიდარი ტერპენას პროფილთან გაერთიანების მიზნით, Royal Queen Seeds-ის სელექციონერებმა Ghost OG და Strawberry Diesel შეაჯვარეს. შესანიშნავ არომატსა და სიმძლავრეს ახლა უკვე მხოლოდ ავტო გენეტიკა აკლდა, რისთვისაც ძალიან სწრაფად მოყვავილე და საკმაოდ ძლიერ Diesel Auto მოიშველიეს. 

საბოლოოდ, გაჩნდა მყარი და სატივა-დომინანტური ჯიში HulkBerry Automatic (65% sativa).


ჰალკბერი ავტოს ეფექტები და გემო

ჰალკბერი ავტომატიკის კომპაქტური, ყინულოვანი ყვავილები 21%-მდე THC-ს გამოყოფენ, რაც გამოცდილი მწეველების დასაკმაყოფილებლადაც საკმარისია. მისი ბონგში ან ვეიპში მოწევა ეიფორიის ტალღებს იწვევს. შტამი ამაღლებს მოტივაციას, ყურადღებიანობას და კრეატიულობას. შესანიშნავი მოსაწევია მუსიკის მოსასმენად, ფილმის საყურებლად ან კრეატიული საქმით დასაკავებლად. ეს შტამი იდეალურია დღისით მოსაწევად. დილას, ყავასთან ერთად დღის ენერგიულად დაწყებაში დაგეხმარებათ. 

ჰალკბერი ავტომატიკს დინამიური და მკვეთრი ტერპენას პროფილი აქვს. მისი არომატების დიაპაზონი სიცხარეს, მიწიერებას და მარწყვის გემოებს შეიცავს. ამ შტამს ლიმონენის, ლინალოოლის და მირცენის ტერპენების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აქვს.  

ჰალკბერი ავტომატიკის გაზრდა

ჰალკბერი ავტომატიკი დამწყებებისთვის იდეალური შტამია. მისი მცენარე საკმაოდ პატარა, მარტივად გასაზრდელი და პროდუქტიულია. ის ნერგიდან დაახლ. 65-70 დღეში მწიფდება. ჰალკბერი ავტო ხელსაყრელია მათთვისაც, ვისაც მცენარის გაზრდა საიდუმლოდ სურს, რადგანაც მისი სიმაღლე 100 სანტიმეტრს იშვიათად სცდება. შიდა პირობებში გაზრდილი მცენარე საშუალოდ 450-500გრ/მ² მოსავალს ისხამს, ხოლო გარე პირობებში -- 100გ მოსავალს თითო მცენარეზე.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი