Easy Bud Automatic


რაოდენობა: 1 თესლი
ფასი:
Გასაყიდი ფასი25.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

Easy Bud Automatic - Royal Queen Seeds

Royal Queen Seeds-ის ავტომოყვავილე ფემინიზირებული ჯიშების უმეტესობა საკმაოდ მარტივი გასაზრდელია. ამის გაზრდა კი იმდენად მარტივია, რომ მას Easy Bud დაარქვეს. Easy Bud საკმაოდ ჰგავს ავტომოყვავილე Royal Dwarf-ს და დამაკმაყოფილებლად დიდ მოსავალს ისხამს, საშუალო THC შემადგენლობით.

Easy Bud: White Indica და Ruderalis მაღალმოსავლიან ჯიშს გთავაზობენ

ავტოების გაზრდისას არსებობს მოლოდინი, რომ ეს პროცესი მარტივი იქნება. უმეტესწილად, ეს მოლოდინი ამართლებს, თუმცა პროცესის ასეთი სიმარტივე (მოსავლის ამ ზომასთან ერთად) იშვიათია.

Easy Bud-ი Royal Dwarf-ის ბევრ თვისებას ინარჩუნებს, თუმცა რამდენიმე გენეტიკური განსხვავებაც აქვს. ეს მცენარე ინდიკა-დომინანტურია. ის რუდერალისის მტკიცე გენეტიკას ინდიკას სიძლიერესთან აერთიანებს, ამიტომ მცენარე თითქმის ყველგან იზრდება – ეზოში, ოთახში, სათბურში, ფანჯრის რაფაზე.. 

ჩუმჩუმელა გროუერების ფავორიტი

ამ ადაპტურობისა და მოქნილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი Easy Bud-ის პატარა ზომაა. მისი საშუალო სიმაღლე ოთახში 50-60სმ-ა. გაღვივებიდან 9-10 კვირაში ეს პატარა ბუჩქი 325გ/მ2 მოსავალს ისხამს ოთახში, ეზოში კი თითო ბუჩქზე 80გ-ს. 

დამწყებებთან ერთად, ეს მცენარე კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სეზონზე რამდენიმე მოსავლის აღება სურს. ყველაზე სულსწრაფი გროუერიც კი კმაყოფილი იქნება ამ მცენარის სისხარტით. 

მსუბუქი, საღ-გონებიანი ეფექტი

კარგად გამომშრალი კვირტების მოწევისას ლიმონის ტკბილ გემოებს შეიგრძნობთ, რაც მომადუნებელი ეფექტების ამოქმედებაზე მიგანიშნებთ. 12%-იანი THC შემადგენლობით, ეს მცენარე იდეალურია მსუბუქი გავლენის მსურველებისთვის. დატკბით ამ ჯიშის უპირატესობებით ზედმეტად გადატვირთვის გარეშე. 

ეს მცენარე განახებთ, რამდენად მარტივი შეიძლება იყოს კანაფის გაზრდა.



მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი