DALI Auto - დალი ავტო

  • ფასდაკლება
  • Regular price 39.00 ₾


Dali Auto from Caucasian Seeds

FLOWERING TYPE Autoflowering
THC 21%
CBD <1%
INDICA 30%
SATIVA 70%
GENETIC BACKGROUND Guria x SLH x Ruderalis
EFFECTS A very powerful high, fast hitting, long-lasting cerebral high
MEDICAL Medium
HEIGHT OUTDOOR Up to 200 cm
YELD OUTDOOR Up to 450 g/plant
HEIGHT INDOOR Up to 150 cm
YELD INDOOR Up to 400 g/m2
LIFETIME CYCLE 10-11 weeks

 

გაგიჭირდება, შეხვდე ქართველს, ვისაც ლეგენდარული, გურული კანაფის შესახებ არ სმენია. გურიის ტროპიკული კლიმატი იდეალურ პირობებს ქმნის კანაფის სწრაფი ზრდისთვის, ნოყიერი ნიადაგი კი, განსაკუთრებულ უხვმოსავლიანობას უზრუნველყოფს. ვვარაუდობთ, რომ გურულებისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი, სიცოცხლის სიყვარული და ბრწყინვალე იუმორი, შესაძლოა, გარკვეული დოზით, ადგილობრივ მცენარეებთან აქტიური მეგობრობის შედეგიც იყოს. 


“დალი” გურული თესლის და Super Lemon Haze-ის შეჯვარების ბრწყინვალე შედეგია და გვთავაზობს ყველაფერს, რასაც კანაფის მოყვარულები ეძებენ: სწრაფ, დიდ და ძლიერ მოსავალს. მისი მოკლე სასიცოცხლო ციკლი ნიშნავს, რომ შთამბეჭდავ შედეგს სულ რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებ. ეს ძლიერი და პოტენტური ქალღმერთი, ნიადაგისა და ციტრუსის ელემენტებით გაჯერებული არომატით გასიამოვნებს. 


თავის მხრივ, Super Lemon Haze სატივა დომინანტი ჰიბრიდია, რომელიც Lemon Skunk-ის და Super Silver Haze-ის შეჯვარებით ჩამოყალიბდა და Green House Seeds-ის კანაბისის თასის ორგზის გამარჯვებულია. Super Lemon Haze მრავალფეროვანი საოცრებაა, როგორც ვიზუალურად, ასევე ეფექტით. სახელიდანაც ჩანს, რომ გემოს და არომატის თვალსაზრისით, ძირითადი აქცენტები ლიმონის და სხვა ციტრუსების ცედრას მოგაგონებს, თუმცა, არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს ტარტის მოტკბო ელემენტებიც. აქვს უნიკალურად ენერგიული და ცოცხალი ეფექტი, იდეალურია აქტიური მდგომარეობის მოყვარულებისთვის. 


დალი - ნადირობის ქალღმერთი ქართულ მითოლოგიაში. მუდამ განსხვავებული და მრავალფეროვანი იერის მქონე დალი მთაში, მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს და ცხოველებს მფარველობს. დალი მაქციაა და განსაკუთრებულ და გამოჩენილ მონადირეებს, ცხოველად, ან ფრინველად სახეცვლილი ევლინება, რომ შეაცდინოს. მათ, ვინც მის სიყვარულს გაიზიარებს და ამ სიყვარულის საიდუმლოს შეინახავს, დალი ნადირობაში ეხმარება და წყალობას არ აკლებს. თუმცა, მოღალატეებს დაუნდობლად ეპყრობა - ზვავს, ან მეწყერს გაატანს, ან უკანმოუხედავად გადაჩეხავს კლდეზე.


დაიმუხტე ნადირობის ღვთაებრივი ენერგიით, პირდაპირ კავკასიური ნაკრძალიდან.