აღწერა
ერთ-ერთი ყველაზე პოტენტური ავტომოყვავილე დედამიწაზე; ლაბორატორიულმა ტესტებმა 29.936%-იანი კანაბინოიდების დონე აღმოაჩინა, საიდანაც 28.159% THC-ს ეკუთვნის.
სწორედ ამიტომ Cherry Cola Auto ძალიან გამორჩეული ყვავილია, არამარტო პოტენტურობით, არამედ უნიკალური ტერპენას პროფილით - ტროპიკული კენკრისა და ტკბილი ჩერი კოლას მიქსით.
თუმცა მისი ყველაზე განსაკუთრებული მახასიათებელი, ალბათ, გამაბრუებელი, განწყობის ამამაღლებელი და დამამშვიდებელი ეფექტებია, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ცოტახნით მოწყდეთ სამყაროს.
კვირტის აღწერა
ჩერი კოლა ავტოს მარიხუანის კაკლების ყინულოვან კვირტებს მადისაღმძვრელი ალუბლის სურნელი აქვს. ამ ხშირ და კომპაქტურ კვირტებს ღია მწვანე და magenta-ს ელფერები დაჰკრავს და მუქი ნარინჯისფერი ბუსუსები ამოსდის, რომლებსაც ფისოვანი გარსის გამო ლურჯი ტონები ეპარება.
მისტიური ტერპენების მიქსი ნელნელა ავლენს თავს – როგორც კი კვირტებს შუაზე გატეხავთ, ოთახი ხილისა და დიზელის სურნელით ივსება. ეს ძლიერი არომატი ნელ-ნელა ალუბლის ტკბილეულის სურნელში გადაიზრდება – ტერპენების ამხელა მრავალფეროვნება ავტომოყვავილეებში უდავოდ იშვიათია.
გემო
ჩერი კოლა ავტოს ყოველი ნაფაზი ნამდვილი ტროპიკული აფეთქებაა, რომელიც საწვავის მსუბუქი ტონებით იწყება და ყოველ შესუნთქვაზე ძლიერდება. ამოსუნთქვაზე დიზელის გემო ფერმკრთალდება და ალუბლის, მარწყვისა და ჟოლოს არომატებს უთმობს სცენას.
ხილის ეს კომბინაცია დაუვიწყარ გემოს ქმნის, რომელიც გავსებთ და სასიამოვნო გრილ შეგრძნებას გიტოვებთ. ეს შტამი იდეალურია მათთვის, ვისაც ჰეშის ან ექსტრაქტების ანდაც უბრალოდ მრავალფეროვანი არომატული გამოცდილების მიღება სურთ.
გაცნობებთ, რომ კანაფის თესლების გარდა GrowGrow-ს გროუშოპებში მაღალი ხარისხის კანაფის ზეთის ყიდვა არის შესაძლებელი.