CANNA PK 13/14


მოცულობა: 0.5L
ფასი:
Გასაყიდი ფასი35.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

თუკი ყველაზე დიდი ნაყოფის და ყვავილების მიღება გსურთ, CANNA PK 13/14 სწორედ თქვენთვისაა. CANNA PK 13/14 უმაღლესი ხარისხის მკვებავი მინერალების ნარევია, რომლებიც ყვავილობას უწყობს ხელს.

პროდუქტის გამოყენება ძალიან მარტივია, ის თავსებადია ნებისმიერ მზარდ მედიუმთან და მისი გამოყენება მკვებავ ავზზე მხოლოდ კვირაში ერთხელაა საჭირო. თუ სწორად მიყვებით გამოყენების წესებს, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

სუფთა ელემენტები ყვავილობის სტიმულირებისთვის

CANNA PK 13/14 ფოსფორისა და კალიუმის მაღალი ხარისხის ნარევია, რომელიც ყვავილობის ფაზაში გამოიყენება. ორივე ელემენტი დიდ როლს თამაშობს მცენარეების წარმოშობით ფაზაში.

სპეციალური დამზადების წესის წყალობით, CANNA სუფთა ფოსფორსა და კალიუმს ძალიან მაღალი კონცენტრაციით შეიცავს. ამის დამსახურებით, 13/14 მცენარისთვის მყისიერად არის ხელმისაწვდომი.

ფოსფორი  (P) მაკრო საკვები ელემენტია ნებისმიერი მცენარისთვის; ის გარდამტეხ როლს ასრულებს მეტაბოლიზმსა და ენერგიის გადაცემაში. ყვავილობის ფაზაში ფოსფორის დამატებითი რაოდენობაა საჭირო. ფოსფორი აძლიერებს უჯრედების წარმოქმნას ყვავილებში.

კალიუმი (K) ასევე მაკრო საკვები ელემენტია. ის მცენარის რამდენიმე უბანში გვხვდება და სხვადასხვა ფუნქციებში იღებს მონაწილეობას. კალიუმი აუცილებელია წყლისა და საკვების გადაცემის პროცესისთვის და პასუხისმგებელია მცენარის ხარისხსა და სიმტკიცეზე.

ამასთანავე, ეს ელემენტი ბევრ სხვა პროცესს აკონტროლებს, როგორიცაა შაქრის გამომუშავება. კალიუმი უზრუნველყოფს საკმარისი შაქრის გამომუშავებას ყვავილობის პერიოდში, რაც ყვავილის ჩამოყალიბებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

CANNABOOST- ის იდეალური კომბინაცია

ნებისმიერი მცენარის სასიცოცხლო ციკლში დგება მომენტი, როდესაც მას ფოსფორი და კალიუმი განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით სჭირდება. თუკი თქვენ მცენარეს CANNA PK 13/14-ს სწორედ ამ მომენტში მიაწვდით, ნაყოფის იდეალურ ზრდას შეუწყობთ ხელს. CANNABOOST ეხმარება მეტაბოლიზმს და აძლიერებს PK 13/14-ს მოქმედებას. ეს იდეალური კომბინაცია ხელს შეუწყობს მცენარის ყვავილობას.  

თავსებადია ნებისმიერ მედიუმთან

PK 13/14 გამოიყენება ნებისმიერ მედიუმში და შესაბამისად გამოიყენება ნიადაგში, რეცირკულაციის სისტემებში, ქოქოსში და run-to-waste სისტემებში.  PK 13/14 გამოიყენება ეზოსა და ოთახის მცენარეებზე.

გამოყენების ინსტრუქციები:

  • კარგად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე.
  • დაუმატეთ CANNA PK 13/14 მკვებავ ავზს მოსავლის აღებამდე სამი კვირით ადრე შემდეგი პროპორციებით: გააზავეთ 15მლ კონცენტრატი ყოველ 10 ლიტრ წყალზე (1:666). დაუმატეთ ეს ხსნარი საკვებ ნივთიერებას 3-6 დღის განმავლობაში

შენახვის, ჯანსაღი და უსაფრთხო გამოყენების წესები და სხვა მითითებები:

  • ჭარბი განაყოფიერება უარყოფითად მოქმედებს სუბსტრატზე, მცენარესა და ზოგადად ბუნებაზე.
  • შეინახეთ დახურულ, ბნელ და ყინვაგამძლე ადგილას. 
  • მოარიდეთ ბავშვებს.

გარანტია

ბოთლი დამზადებულია პოლიეთილენისგან (PVC და კადმიუმის გარეშე), ადვილად ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი პლასტმასისგან.

GrowGrow-ს კანაფის თესლების მაღაზია საქართველოში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში არის ხელმისაწვდომი

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი