CANNA CALMAG AGENT


მოცულობა: 1L
ფასი:
Გასაყიდი ფასი45.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

მინერალების ოპტიმალური ბალანსის დასაცავად, წყლის ხარისხის მიუხედავად, CANNA CALMAG AGENT კალციუმისა და მაგნიუმის მაღალ კონცენტრაციასა და იდეალურ თანაფარდობას შეიცავს, რაც მცენარის ზრდას უწყობს ხელს. იდეალურია სხვადასხვა სიხისტის მქონე წყლის წყაროების დასარეგულირებლად. 

CANNA CALMAG AGENT-ის უპირატესობები:

  • იდეალური 3:1 Ca / Mg თანაფარდობა
  • კონცენტრირებული
  • აუმჯობესებს დაბალი ხარისხის მქონე წყალს
  • ეხმარება საკვები ნივთიერებების შეწოვას
  • უფრო ძლიერი და ჯანსაღი მცენარეები
  • ზრდის გამძლეობას დაავადებების წინააღმდეგ

რა არის წყლის ხარისხი?

CANNA's TERRA და COCO საკვები ნივთიერებები თავსებადია ჩვეულებრივ,   0.4-0.5 ელექტროგამტარობის მქონე წყალთან.

CANNA წყალს ოთხნაირად ყოფს:

1. რბილი წყალი, 2. ჩვეულებრივი წყალი, 3. ხისტი წყალი და 4. ცუდი წყალი

რა არის მათ შორის განსხვავება? და რითი შეიძლება ამის გამოსწორება?

რბილი წყლის ელექტროგამტარობის დონეა 0.4-ზე ნაკლები. CANNA CALMAG AGENT-ის დახმარებით თქვენი წყლის ელექტროგამტარობის დონე შეგიძლიათ 0.4-მდე აიყვანოთ.  

ჩვეულებრივი წყლის ელექტროგამტარობის დონეა 0.4 -დან 0.5 -მდე. ის კალციუმს, მაგნიუმსა და ბიკარბონატს შეიცავს მჟავიანობის დასარეგულირებლად. CANNA TERRA და COCO მცენარის საკვები ნივთიერებები ამ სახის წყალზე მოქმედებს საუკეთესოდ. 

ხისტი წყალი (EC>0.5) მეტ კალციუმს და მაგნიუმს შეიცავს, ვიდრე მცენარეს გამკლავება შეუძლია. მცენარეების კულტივაციისას, ამ წყალთან მუშაობა შესაძლებელია უკუ ოსმოსის ფილტრის გამოყენებით და შემდგომ ამ წყლის გაფილტრულ (R.O) წყალთან შერევით, სანამ ელექტროგამტარობის დონე 0.4-ს მიაღწევს. 

ცუდი წყალი (EC>0.5) უმეტესწილად ნატრიუმსა და ქლორიდს შეიცავს. ამ ორ ელემენტს სასარგებლო საკვები ნივთიერებების შეწოვის შეფერხება შეუძლია, რაც მცენარისთვის საზიანოა. უკუ ოსმოსის ფილტრის გამოყენებით, ორივე ელემენტის გაქრობაა შესაძლებელი.

ცუდი წყლის უკუ ოსმოსის ფილტრში გატარებულ წყალთან შეზავებით სანამ ელექტროგამტარობა 0.4-ს გაუტოლდება, ბიკარბონატები და მჟავიანობა ადეკვატურ დონეს დაუბრუნდება, თუმცა კალციუმისა და მაგნიუმის დონეები საგრძნობლად დაბალი იქნება.

შეაზავეთ უკუ ოსმოსის ფილტრში გატარებული წყალი ონკანის წყალთან, სანამ ელექტროგამტარობა 0.2. გახდება და დაუმატეთ CANNA CALMAG AGENT, სანამ 0.4.-ს მიიღებთ. 

CANNA CALMAG AGENT არის სპეციალური კონცენტრატი რბილი წყლის მჟავიანობის დასარეგულირებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა მედიაზე.


გამოყენების ინსტრუქცია რბილი წყლის მჟავიანობის დასარეგულირებლად:

  • კარგად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე.
  • გაავსეთ საკვები ავზი წყლით (20-22°C).
  • დაუმატეთ 0.1-0.5 მლ თითო ლიტრ CANNA CALMAG AGENT-ზე, სანამ მჟავიანობა 0.4mS/cm-ს მიაღწევს. ამ წყალთან ერთად სხვა რეკომენდირებული დანამატებისა და საკვების გამოყენებაც შეგიძლიათ. 

შენახვის პირობები:

  • შეინახეთ ბოთლები ჰერმეტულად დალუქულ მდგომარეობაში.
  • შეინახეთ მხოლოდ ორიგინალ კონტეინერში.
  • მოარიდეთ სიცხეს, ყინვას და მზის პირდაპირ შუქს. 
  • რეკომენდირებული ტემპერატურა შენახვისთვის: 10 - 30 °C.

CANNA  მხოლოდ მაღალი ხარისხის საკვებ ნივთიერებებს და ქელატებს იყენებს, რომლებიც მყისიერად ხელმისაწვდომია. ბოთლი დამზადებულია პოლიეთილენისგან (PVC და კადმიუმის გარეშე), ადვილად ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი პლასტმასისგან.

    მსგავსი პროდუქტები

    ცოტა ხნის წინ ნანახი