აღწერა
Strain Type | Autoflowering |
---|---|
THC | 16-18% |
Flavor | Citrus, Earthy, Fruity, Pepper, Pine |
Type | 60% Indica / 10% Sativa / Ruderalis 30% |
Flowering | 6 - 8 Weeks |
Indoor Yield | Up to 400g/m2 |
Outdoor Yield | Up to 170g/plant |
Indoor Height |
Up to 100cm |
Outdoor Height | Up to 140cm |
Effect | Sleepy, Stoned |
Genetics | Bubble Gum x O.G. Kush x Critical Automatic |
Bubble Kush Automatic გამძლეობით, სიმტკიცით და მოვლის სიმარტივით გამოირჩევა. მოსავლის აღების მოკლე ვადა ამ შტამს იდეალურ ვარიანტად აქცევს მათთვის, ვინც მცენარეს საიდუმლოდ ზრდის ან სულაც უბრალოდ სულსწრაფია. თუ გსურთ თქვენი ქილები მთელი წლის განმავლობაში სავსე იყოს, ბაბლ კუშ ავტომატიკი თქვენთვისაა.
Bubble Kush Automatic: Bubble Gum-ის, OG Kush-სა და Critical Automatic-ის შთამომავალი
ბაბლკ კუშ ავტომატიკი Royal Queen Seeds-ის საკმაოდ ამბიციური პროექტის შედეგია. სელექციონერების მთავარი მიზანი ლეგენდარული ფოტოპერიოდული გენეტიკის ავტომოყვავილე სამყაროში გადატანა იყო, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. რამდენიმე თაობის შეჯვარების შემდეგ შეძლეს ისეთი ვარიანტის გამოყვანა, რომელიც OG Kush-ისა და Bubble Gum-ის ძლიერ ეფექტებს და არომატებს იმეორებს და ამავრდოულად მარტივად გასაზრდელი ავტო მცენარეა.
Bubble Kush Automatic-ის გაზრდა: სწრაფი და პროდუქტიული
ამ კომპაქტური, ფისოვანი მცენარის მოსავლის აღებას გაღვივებიდან სულ რაღაც 10-11 კვირაში შეძლებთ. Bubble Kush Automatic ნებისმიერ გარემოში შესანიშნავ შედეგს დებს. დახურულ სივრცეში, გროუ რუმებსა თუ ტენტებში კულტივაციისას მცენარის მაქსიმალური სიმაღლე 100 სანტიმეტრია და ის 350–400გ/მ² ნაყოფს ისხამს. გარე პირობებში საშუალო სიმაღლე დაახლოებით 140 სანტიმეტრია, ხოლო მოსავალი -- 170 გრამი.
არომატი და ეფექტები: მშვიდი და საინტერესო გამოცდილება
Bubble Kush Automatic 16% THC-ს შეიცავს. ეს ჯიში ინტერგალაქტიკურ გამოცდილებებს ნაკლებად შეგძენთ, უფრო გაწონასწორებული, მშვიდი და კრეატიული ხასიათის მატარებელია. ტერპენას პროფილი საკმაოდ მიწისებრი და წიწაკისებრი აქვს, რაც მოწევის პროცესს საინტერესო გემოებს სძენს და კიდევ უფრო მშვიდ გარემოს ქმნის.