Banana Purple Punch Auto

2 მიმოხილვა

რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი50.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

Fastbuds-ის Banana Purple Punch Auto

Banana Punch Auto ერთ-ერთი ყველაზე პოტენტური ავტოა. დარგვიდან სულ რაღაც 56 დღეში ამ თესლიდან ტკბილი, ბანანის და ტკბილეულის გემოიანი ბუჩქი იზრდება, რომელსაც 26%-იანი THC შემადგენლობა და შეუდარებელი ტერპენას პროფილი აქვს. ეს ინდიკა-დომინანტური მცენარე 120 სმ-მდე იზრდება და 550გრ/მ2 მოსავალს ისხამს. Banana Punch Auto შესანიშნავი არჩევანია დამწყებებისთვი და მათთვის, ვისაც მაქსიმალურად დიდი და დამამშვიდებელი ეფექტის მქონე მოსავლის მოყვანა უნდა. 

კვირტის აღწერა

Banana Purple Punch-ის ხშირი, სტაფილოსფერი, იასამნისფერი და ვარდისფერი კვირტები სასიცოცხლო ციკლის ბოლოს ტრიქომებით იფარება და ტროპიკული ხილის არომატს აფრქვევს. ამ შტამისგან უგემრიელესი ჰეშისა და ექსტრაქტების დამზადებაა შესაძლებელი. 

ეფექტები

როგორც აღვნიშნეთ, ეს შტამი დამწყები გროუერებისთვისაა, თუმცა, როდესაც საქმე მოწევას ეხება, Banana Purple Punch Auto გამოცდილებას მოითხოვს. მისი ეფექტი საკმაოდ დინჯია და ფოკუსირებაში დაგეხმარებათ. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ, მჩატე გონებრივი თრობა სხეულში გადადის და გრძელ, მომადუნებელ გამოცდილებად იქცევა. ეს ჯიში აგიმაღლებთ განწყობას, დაგიგდებთ მადას და დაგეხმარებათ დაძინებაში. მასთან სიფრთხილე გმართებთ. 

რჩევები Banana Purple Punch Auto-ს გაზრდისთვის

Banana Purple Punch Auto ძალიან ხშირ კვირტებს ისხამს, ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ თოკების მეშვეობით მცენარის სტრუქტურას ისე გადაანაწილებთ, რომ ჰაერმა და სინათლემ მათ შორის კარგად იმოძრავოს. ეს კვირტებს გახშირებაში დაეხმარება და ობის და პარაზიტების გავრცელებას ხელს შეუშლის. 

მცენარეს საკმაოდ ხშირი ბუჩქები აქვს და რეკომენდირებულია, ფოთლების მოჭრა თანდათანობით, ზრდის ციკლის განმავლობაში დაიწყოთ. ეს მოსავლის აღების პროცესს ბევრად შეგიმოკლებთ. Banana Purple Punch Auto-ს ბევრი საკვები არ სჭირდება დიდი მოსავლის მოსასხმელად. ამ მცენარესთან უმჯობესია მხოლოდ ძირითადი, მაგრამ კარგი ხარისხის ნუტრიენტები იხმაროთ.

გემო

Banana Purple Punch Auto ხილის გემოების მიქსია. შესუნთქვისას მსუბუქი მიწიერი ტონები დომინირებს, ციტრუსის, მარწყვის და მწიფე ბანანის არომატებით. გამოსუნთქვისას ხილის და ციტრუსის არომატები კიდევ უფრო მკვეთრდება და ტკბილი ანანასის გემოში გადადის.

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი