Auto Skywalker Haze®


თესლის რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი44.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
Გაყიდულია

აღწერა

რატომ უნდა ვიყიდო Auto Skywalker Haze-ის ფემინიზირებული თესლები?

  • Auto Skywalker Haze ძალიან ძლიერი ავტომოყვავილე მცენარეა, რომელსაც კოსმიურად მაღალი, საშუალოდ 20-25 პროცენტიანი THC მაჩვენებელი აქვს.
  • გარდა საკმაოდ ძლიერი კანაბინოიდის პროფილისა, ამ სატივა დომინანტურ მცენარეს მძლავრი ტერპენას პროფილი აქვს, რომელშიც ლემონ ჰეიზ ელემენტები დომინირებს
  • Auto Skywalker Haze ძალიან მარტივი გასაზრდელია. თესლიდან საშუალოდ 12 კვირაში მისი მოსავალი ბოლომდე მწიფდება
  • გარდა ძალიან ძლიერი ეფექტისა, ეს ავტომოყვავილე სატივა ძალიან უხვ მოსავალს ისხამს და საშუალოდან დიდი მცენარეების კატეგორიაში გადის, აქვს XXL ზომამდე ასვლის პოტენციალიც.

ამ არომატულ მცენარეს მრავალრიცხვოვანი ტერპენების დამსახურებით ლიმონის ტკბილ-მჟავე გემო დაჰკრავს. მისი ყინულოვანი კვირტები მთლიანად დაფარულია ტრიქომებით.  

Auto Skywalker Haze არამარტო Dutch Passion-ის, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოტენტური ავტომოყვავილეა. მისი 26.2%-იანი THC შემადგენლობა მას ფოტოპერიოდული ჯიშების უმრავლესობაზე ძლიერსაც ხდის. 

Auto Skywalker Haze-ის პატარა ჯოინთსაც კი შეუძლია საათობით გასიამოვნოთ. ეს შტამი იდეალურია გამოცდილი მწეველებისთვის, ვისაც სურს კანაფის მაქსიმალური სიმძლავრე გამოცადოს. 

როგორია Auto Skywalker Haze-ის გენეტიკური შემადგენლობა? 

ეს ყველაზე ძლიერი სატივა-დომინანტური ავტომოყვავილე მცენარე Skywalker Haze-ისა და Auto Amsterdam Amnesia-ს შეჯვარებით გამოიყვანეს. 

ფემინიზირებული Skywalker Haze კლასიკური Skywalker-ის შტამისგანაა გამოყვანილი, რომელიც Amsterdam Amnesia-ს შთამომავლისგან, Mazar x Blueberry-ისგან გამოიყვანეს.

ეს ულამაზესი ყვავილი საკმაოდ კომპაქტურ კვირტებს ისხამს და ძალიან გამძლეა.  უმეტეს შემთხვევაში, მცენარე დიდ ზომამდე იზრდება და სატივას ვიზუალი აქვს. ამ ფენოტიპს ძირითადად გრძელი, განიერი ტოტები და თხელი ფოთლები აქვს, წაგრძელებული სატივას კვირტებით და მას შედარებით მეტი დრო სჭირდება მოსამწიფებლად.

არსებობს ფენოტიპიც, რომლის მცენარეებიც ჰიბრიდისკენ უფრო გადაიხრება. ამ ფენოტიპში, როგორც წესი, Skywalker დომინირებს და ის მყარ და კომპაქტურ კვირტებს ისხამს. 

ამ მცენარეს ხელსაყრელი ყვავილის/ფოთლის თანაფარდობა აქვს, ამიტომ მისი მოჭრა შედარებით სწრაფი, მოკლე პროცესია. ზოგი მცენარე შეგიძლიათ მთლიანად ხელით დაკრიფოთ. პატარა ფოთლები ფისითა და ტრიქომებითაა სავსე, ამიტომ დიდი სიზუსტე არ მოგეთხოვებათ. თუმცა, თუ მათი გამოყენება გსურთ, შესანიშნავი მასალაა საკუთარი ჰეშს, ზეთის ან კანაფის სხვა კონცენტრატის გასაკეთებლად. 

გარდა მჭიდრო კვირტებისა, Auto Skywalker Haze სატივას სხვა ჯიშებს შორის ზომითაც გამოირჩევა. გარე პირობებში მზარდ ბუჩქს ორი მეტრის სიმაღლემდეც მიუღწევია, რაც ავტოსთვის ძალიან იშვიათია. 

Auto Skywalker Haze შეგიძლიათ შიდა ან გარე პირობებშიც გაზარდოთ. შიდა პირობებში მცენარეს დაახლ. 12 კვირა სჭირდება მოსამწიფებლად, ხოლო სატივა-დომინანტურ ფენოტიპებს 1-2 კვირით მეტი. ეს მცენარეები განსაკუთრებით დიდ მოსავალს ისხამს. გარე პირობებში მცენარეს შესაძლოა 1-3 კვირით მეტი დასჭირდეს რთული/ცივი ამინდის შემთხვევაში. 

Auto Skywalker Haze-ის გენეტიკა შემდეგ თვისებებს გვპირდება: 

  • საშუალოდან დიდი ზომა, ხელსაყრელი ყვავილის/ფოთლის თანაფარდობით
  • THC-თი გაჯერებული, 20-25%-იანი ავტომოყვავილე მცენარე
  • მაღალი და მტკიცე ბუჩქი უდიდესი მოსავლით
  • მყარი, მარტივად გასაზრდელი შტამი, რომელიც ნებისმიერ პირობებში იზრდება და მოსამწიფებლად დაახლ. 12 კვირა სჭირდება.

Auto Skywalker Haze-ის ეფექტები

Auto Skywalker Haze-ს ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს, რომელიც სხეულშიც და გონებაშიც იგრძნობა, მოწევიდან მალევე. მას ენერგიულობა, კარგი განწყობა, მოდუნებულობა და სოციალურობა ახასიათებს. 

ამ ჰიბრიდის ეფექტი მენტალურად და ფიზიკურად დაგასვენებთ. სატივა დომინანტურ ფენოტიპებშიც კი იგრძნობა ინდიკას მომადუნებელი გავლენა. 

თუკი გსურთ, ცოტახნით გამოეთიშოთ რეალობას, ეს შტამი თქვენთვის იდეალურია. დატვირთული და სტრესული დღის შემდეგ, მეგობრებთან ან ტელევიზორთან კარგი დროის გატარებაში Auto Skywalker Haze დაგეხმარებათ. 

ყვავილობის პერიოდი

Auto Skywalker Haze თესლიდან მწიფე მცენარედ დაახლ. 12 კვირაში იქცევა. ზოგ ფენოტიპს 13 ან 14 კვირა დასჭირდება.

ბოლო რამდენიმე კვირაში კვირტების ზომა და წონა საგრძნობლად იზრდება, ისევე როგორც მათი პოტენტურობა. გარე პირობებში Auto Skywalker Haze დაახლოებით 12-15 კვირაში მწიფდება. ყველაზე ხელსაყრელ, მზიან პირობებში 12-13 კვირა საკმარისია, ხოლო ცივ ამინდში ეს დრო 14-15 კვირამდე ადის. 

თუ გსურთ მომწიფება დააჩქაროთ, ყვავილი ყველაზე მზიან ადგილას მოათავსეთ და საშუალო, 10-15L კონტეინერში გაზარდეთ. ოღონდ, მორწყვა არ დაგავიწყდეთ -- გამოშრობა უარყოფითად აისახება მოსავლის რაოდენობაზე. 

მოსავალი

Auto Skywalker Haze ძალიან ბევრ მოსავალს ისხამს და 1.50 – 2 მეტრამდე გაზრდის პოტენციალი აქვს. თუმცა, ძირითად შემთხვევებში მისი სიმაღლე 75-100 სანტიმეტრებში მერყეობს. კარგად მოვლილ მცენარეს 50-100 გრამამდე მოსავლის მოსხმა შეუძლია.

შიდა პირობებში შესაძლებელია 450-600 გ/მ2 მოსავლის მოყვანა. 

გარეთ მცენარე 25-75გ მოსავალს იძლევა, ხოლო მზიან პირობებში რამდენიმე ასეული გრამის მოსხმაც შეუძლია. 

რჩევები

სხვა სატივა დომინანტური მცენარეების მსგავსად, Auto Skywalker Haze-ს ბევრი შუქი სჭირდება. ეს მცენარე სათბურებშიც კარგად იზრდება. ყვავილობის პერიოდის ბოლოში, შესაძლოა კვირტები დამძიმდეს და საყრდენი დასჭირდეს. მცენარე კარგად ხარობს SOG და SCROG ზრდის მეთოდებში.

რეკომენდირებულია თესლები საბოლოო ქოთანში გააღვივოთ, განსაკუთრებით თუკი მცენარეებს მჭიდრო სივრცეში ზრდით. თუ გასაზრდელი სივრცის სიმაღლეც შეზღუდული გაქვთ, შეგიძლიათ მცენარე მოხაროთ, ან ,,supercrop” მეთოდს მიმართოთ (თუმცა ამას სხვა ავტომოყვავილეებთან ნუ ცდით). 

Auto Skywalker Haze terpenes and cannabinoids

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი