Auto Big Bang


რაოდენობა: 1x
ფასი:
Გასაყიდი ფასი24.00 ₾

გადასახადი შედის

მარაგი:
მარაგშია

აღწერა

Auto Big Bang - ავტო ბიგ ბენგი Divine Seeds-სგან

Auto Big Bang Day-Neutral უგემრიელესი, გამძლე და ძალიან სანდო სატივა ჰიბრიდია. დამწყები გროუერებისთვის ეს მცენარე განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგანაც ამაზე მარტივად გასაზრდელი შტამი ცოტა არსებობს.

მსუბუქი სუნი ზედგამოჭრილს ხდის ამ ჯიშს მათთვისაც, ვინც მცენარეს საიდუმლოდ ზრდიან. ავტო ბიგ ბენგი Thai Sativa-სა და Afghanistan Lights-ის კვეთით გამოიყვანეს.

საშუალო ზომის მცენარისთვის ეს შტამი გასაოგნებლად პროდუქტიულია. Blueberry-s მსგავსად, ავტო ბიგ ბენგი უცხო გემოს მქონე მცენარეების რიცხვში შედის.

შიდა პირობებში ავტო ბიგ ბენგი 65 - 100სმ-ზე მაღალი არ იზრდება, ხოლო გარე პირობებში მისი სიმაღლე ზოგჯერ 120სმ-ს აღწევს.  

მისი შესანიშნავი გამძლეობის წყალობით, ბიგ ბენგ ავტო ნებისმიერ პირობებში, ნიადაგსა თუ სხვა სუბსტრატში, თავისუფლად იზრდება. 

გაწვრთნის სხვადასხვა მეთოდებით, როგორებიცაა LST ან ScroG, შეგიძლიათ მცენარის კულტივაცია უფრო პროდუქტიული გახადოთ და მის ჰორიზონტალურ განვითარებას შეუწყოთ ხელი.

ავტო ბიგ ბენგს ხილის ინტენსიური სურნელი აქვს. გარე პირობებში მოსავლის აღების დრო აგვისტოს ბოლოსაა.

ინდიკას გავლენის დამსახურებით, მისი მყუდრო გონებრივი ეფექტები თბილ და მოდუნებულ ემოციურ განწყობაზე დაგაყენებთ.

ეს შტამი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სატივა პირველად დააგემოვნოს, რადგან ის არ იწვევს პარანოიას და აუმჯობესებს კომუნიკაციისა და კონცენტრაციის უნარს. ავტო ბიგ ბენგი შეგიძლიათ უძილობასთან გასამკლავებლად გამოიყენოთ. ეს შტამი სამედიცინო დატვირთვითაც გამოუყენებიათ -- დეპრესიის, ADD-ს, ბიპოლარული აშლილობის და ალცჰაიმერის სამკურნალოდ. 

ავტო ბიგ ბენგს ნებისმიერი დღის გაუმჯობესება შეუძლია, რაც მას შესანიშნავ wake and bake (დილას მოსაწევ) შტამს ხდის. მისი ეფექტები ორ საათამდე გრძელდება.

 

მსგავსი პროდუქტები

ცოტა ხნის წინ ნანახი